რუსეთის თავდასხმის მოგერიებისას, უკრაინაში F-16 ჩამოვარდა

უკრაინის შეიარაღებული ძალები ადასტურებს, რომ კიევისთვის ამერიკის მიერ გადაცემული ავიაგამანადგურებლებიდან, ერთ-ერთი ორშაბათს, რუსეთის სამხედრო თავდასხმის მოგერიებისას ჩამოვარდა. უკრაინამ საბრძოლო თვითმფრინავები დიდი ხნის ლოდინის და პარტნიორების დარწმუნების შემდეგ, ამ თვეში მიიღო. უკრაინის გაერთიანებული შტაბის სარდლობა აცხადებს, რომ თვითმფრინავი მაშინ ჩამოვარდა, როდესაც რუსეთის სამიზნეს უახლოვდებოდა. პილოტი კი დაიღუპა. ეს შტაბმა ხუთშაბათს დაადასტურა. მისივე განცხადების თანახმად, “თვითმფრინავი ძალიან […]
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრების აკრედიტებულ ბაკალავრიატის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლების დაფინასების შესახებ განცხადებას ავრცელებს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში მოქმედი სოციალური პროგრამის ფარგლებში, აკრედიტებულ ბაკალავრიატის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლების 2024-2025 წლების შემოდგომის სემესტრის საფასურის დაფინანსების მიღების მიზნით, ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს, განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა, შეუძლიათ 2024 წლის 16 სექტემბრიდან 2024 წლის 18 ნოემბრამდე. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში […]
10-ჯერ მეტი Plus ქულა – „საქართველოს ბანკის“ Ads მენეჯერით ბიზნესები სპეციალურ შეთავაზებას შექმნიან

„საქართველოს ბანკი“ ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, Ads მენეჯერის ახალი კამპანიის ფარგლებში, ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესებს საკუთარი მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული შეთავაზების შექმნის შესაძლებლობას აძლევს. სექტემბრის ბოლომდე, Ads მენეჯერით შეთავაზების შექმნისას, ბიზნესები მომხმარებლებს აძლევენ შესაძლებლობას, 10-ჯერ მეტი პლუს ქულა დააგროვონ, ხოლო კამპანიის ფარგლებში, ბიზნესების მიერ გაწეულ ხარჯს – მომხმარებლისთვის გადაცემულ 10-ჯერ მეტ პლუს ქულას, (მაქს. 5000 Plus […]
საქართველოს პროკურატურამ ბათუმში მომხდარი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ბათუმში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ ამავე ქვეყნის სამი მოქალაქის მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 7 აგვისტოს, ბათუმში, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ ასევე თურქეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან […]
თსსუ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი სრულად და უპირობოდ ავტორიზებულია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი სრულად და უპირობოდ ავტორიზებულია, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს. „2024 წლის 30 აგვისტოს ჩატარდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა. სხდომაზე, საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტთა შეფასებების განხილვის შემდგომ, საბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება ავტორიზაციის საერთაშორისო მოთხოვნებთან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სრული შესაბამისობის და მაქსიმალური შეფასებით ავტორიზაციის ახალი, 6 […]
ანა დოლიძე – „დამზადებულია საქართველოში“ ეს იდეა რეალობად უნდა ვაქციოთ

ხარისხიანი ქართული პროდუქციის წარმოება შესაძლებელია, სამუშაო ადგილების შექმნა საქართველოში შესაძლებელია, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ, გურიაში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვიზიტისას განაცხადა. ,,ძლიერი საქართველოს“ წევრი ჩაი ,,გურიელის“ საწარმოში იმყოფებოდა, სადაც ის სამუშაო პროცესს გაეცნო. როგორც ანა დოლიძემ განაცხადა, კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს“ მიზანი 200 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა და ადგილობრივების დასაქმების ხელშეწყობაა. […]
გიორგი ვაშაძე – „რუსული კანონი“ ეს არის იზოლაცია, უკიდურესი გაჭირვება, მონობა, ხოლო მისი გაუქმება და რეფორმების გატარება, არის გზა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის

„რუსული კანონი“ ეს არის იზოლაცია, უკიდურესი გაჭირვება, მონობა, ხოლო „რუსული კანონის“ გაუქმება და რეფორმების გატარება, ეს არის გზა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძის განმარტებით, „რუსული კანონის“ მიღების შემდეგ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერდა. „რუსული კანონის“ მიღების შემდეგ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერდა. ეს ოფიციალურად დადასტურებული ფაქტია, შესაბამისად, კონსტიტუციის 78-ე […]
უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზისა და გვირაბის მშენებლობის სამუშაოები იანვარში დასრულდება

საბურთალოს რაიონში, უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზისა და გვირაბის მშენებლობა მიმდინარე ეტაპზეა. სამშენებლო სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. თბილისის მერის თქმით, სამუშაოები მომავალი წლის იანვარში დასრულდება. „პროექტის შედეგად, ბაგების ახალი საავტომობილო ხიდის გავლით, პირდაპირ შეგვეძლება ქავთარაძის ქუჩაზე მოხვედრა. საექსკავაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია. ძალიან მალე გვირაბის მოწყობაც დაიწყება. გარდა […]
საქართველოს პროკურატურამ ბათუმში მომხდარი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ბათუმში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა – ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 7 აგვისტოს, ბათუმში, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ ასევე თურქეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლა განახორციელა. სროლის შედეგად ერთ-ერთმა დაზარალებულმა და იქვე შემთხვევით მყოფმა საქართველოს სამმა მოქალაქემ სხეულის სხვადასხვა არეში […]
რეესტრის უფროსი, ადასტურებს, რომ NGO-ებს საჯარო უწყებებზე მეტ ინფორმაციას სთხოვენ

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, დავით დევიძე ადასტურებს, რომ რუსული კანონი არასამთავრობო ორგანიზაციებს, საჯარო უწყებებთან შედარებით, ბევრად უფრო დეტალური ინფორმაციის გასაჯაროებას ავალდებულებს. ამის შესახებ მან დღეს, 30 აგვისტოს, საკონსტიტუციო სასამართლოში ისაუბრა, სადაც რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. კითხვა იმის შესახებ, არსებობს თუ არა საჯაროობისა და გამჭვირვალობის იგივე სტანდარტი საჯარო უწყებების მიმართ, რაც რუსული […]