ლოჩოშვილმა მატჩის შემდეგ წითელი ბარათი მიიღო და მკაცრად დასაჯეს

სერია B-ს მესამე ტურში, საკუთარ მოედანზე “პალეროსთან” წაგებულ მატჩში (0:1) “კრემონეზეს” მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა, საფინალო სასტვენის შემდეგ კი მსაჯმა ფრანჩესკო ფურნომ წითელი ბარათი უჩვენა. თან ლოჩოშვილმა არბიტრს მხარი გაჰკრა და ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. კრემონულ კლუბს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს. ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია აგრეთვე “კრემონეზეს” მწვრთნელის, ჯოვანი სტროპას ასისტენტმა ჯუზეპე ბრეშამ მიიღო, რომელიც მსაჯს გასახდელში […]
საქართველომ წელს ვაშლისა და ვაშლატამას ექსპორტიდან $26 მილიონის შემოსავალი მიიღო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წლის 1 მაისიდან 2024 წლის 29 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოდან 22.3 ათასი ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 26.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ატმისა და ვაშლატამას მოცულობა 1.3 ათასი ტონით (6%-ით), ხოლო ღირებულება – 2.9 მლნ აშშ დოლარით (13%-ით) გაიზარდა. […]
თამარ კორძაია დავით დევიძეს – ძალიან დიდი განაცხადი გააკეთეთ, როდესაც ამ მასშტაბის მონაცემებს თქვენ ანდობთ ხელოვნურ ინტელექტს. მაინტერესებს, რის საფუძველზე შექმენით ეს ყველაფერი?!

ძალიან დიდი განაცხადი გააკეთეთ, როდესაც ამ მასშტაბის მონაცემებს თქვენ ანდობთ ხელოვნურ ინტელექტს. მაინტერესებს, რის საფუძველზე შექმენით ეს ყველაფერი?! – ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე საჯარო რეესტრის წარმომადგენელს დავით დევიძეს, რომელმაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პერსონალური მონაცემების ნაწილზე ისაუბრა. თამარ კორძაიას განცხადებით, ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით არ არსებობს სამართლებრივი რეგულაციები და […]
ირაკლი ნადარეიშვილი – ივლისი, მთელი რიგი ეკონომიკური მაჩვენებლების თვალსაზრისით, რეკორდულია – ეკონომიკურმა ზრდამ 13%-ს მიაღწია

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ივლისის თვე, მთელი რიგი ეკონომიკური მაჩვენებლების თვალსაზრისით, რეკორდულია. პირველ რიგში, ეს შეეხება ეკონომიკურ ზრდას, რომელმაც, 13% შეადგინა და ჯამურად იანვარ-ივლისის პერიოდში 9.7%-იანი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება, რაც ისევ გვაახლოებს ორნიშნა მაჩვენებელს, – ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა ეკონომიკური ზრდის მიმდინარე ტენდენციები. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, „მნიშვნელოვანია, რომ […]
სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სახელმწიფო მინისტრმა, თბილისში დაარსებულ უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მემორიალთან შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ყურადღება გაამახვილა 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, უგზო-უკვლოდ დაკარგულ […]
თამარ ტყეშელაშვილი – ვრცელდება საზოგადოების შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია, თითქოსდა კანონს მხოლოდ 1% ემორჩილება – პირიქით, კანონისმიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას აცხადებს 1%-ზე ნაკლები

ვრცელდება საზოგადოების შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია, თითქოსდა კანონს ემორჩილება მხოლოდ 1%. ამ ინფორმაციის გამავრცელებლების საპასუხოდ უნდა ვთქვა, რომ მათივე მათემატიკით, მათივე ლოგიკით, პირიქით, კანონისმიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას აცხადებს 1%-ზე ნაკლები, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ ტყეშელაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის მიმდინარეობისას განაცხადა. „აღქმების, მასკომუნიკაციისა და დეზინფორმაციის თაობაზე კიდევ ერთხელ მინდა გავაკეთო განმარტება და ძალიან ხაზგასმით […]
თინა ბოკუჩავა – ერთიანობამ მოიტანა რეფორმების ტალღა და ეს აღმშენებლობა უნდა დავაბრუნოთ – ამის სიმბოლო იყო, არის და იქნება პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს

ერთიანობამ მოიტანა ის დიდი რეფორმების ტალღა, რომლის ერთგვარი სიმბოლო იყო ბათუმი, აჭარა და სწორედ ეს აღმშენებლობა უნდა დავაბრუნოთ საქართველოში, ისევ უნდა შევძლოთ, რომ დავუბრუნოთ ადამიანებს პერსპექტივის განცდა. ამის სიმბოლო ნამდვილად იყო, არის და იქნება პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს დღეს და უნდა იყოს ჩვენთან ერთად, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ […]
პოლონეთი 2025 წლის ბიუჯეტიდან თავდაცვისთვის რეკორდულ თანხას გამოყოფს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ პოლონეთის 2025 წლის ბიუჯეტში თავდაცვისთვის რეკორდული თანხები გამოიყოფა. პოლონეთის ფინანსთა მინისტრი ანდჟეი დომანსკი ამბობს, რომ ახალი 186 მილიარდი ზლოტის, ანუ დაახლოებით 43 მილიარდი ევროს შეთავაზება მშპ-ს 4,7%-ს შეადგენს. ეს არის 0.6-პროცენტიანი ზრდა წინა წელთან შედარებით, რითაც პოლონეთი უკვე მოწინავე ადგილზე იყო ნატოსა და ევროკავშირის შორის თავდაცვითი ხარჯების თვალსაზრისით. პოლონეთის […]
დავით დევიძე – საჯარო რეესტრი მხოლოდ წერილობით აცნობებს ორგანიზაციებს მონიტორინგის პროცესის დაწყების შესახებ და მათ ოფისში არ მიაკითხავს

მონიტორინგი გულისხმობს, რომ განისაზღვროს ის სუბიექტები, რომლებიც აკმაყოფილებენ კანონმდებლობით დადგენილ კრიტერიუმს, რომ 20%-ზე მეტი შემოსავალი არის მათთვის უცხოელი ძალის მიერ ჩარიცხული. ამ ორგანიზაციებს პირველ რიგში ევალებათ დეკლარირების ვალდებულება და მხოლოდ ამის შემდეგ დგინდება/დგება მონიტორინგის წესი, – ამის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით დევიძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვასთან დაკავშირებით განაცხადა. […]
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო – მოვუწოდებთ მონღოლეთს, ჰააგის სასამართლოს ორდერი შეასრულოს და პუტინი დააკავოს

მოვუწოდებთ მონღოლეთს, ჰააგის სასამართლოს ორდერი შეასრულოს და პუტინი დააკავოს, – ამის შესახებ განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მონღოლეთში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით ავრცელებს. “ვლადიმირ პუტინის მონღოლეთის პრეზიდენტის უჰნააგიინაია ჰურელსუჰას მოწვევით მონღოლეთში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით ვამბობთ შემდეგს. უკრაინულ მხარეს იმედი აქვს, რომ მონღოლეთის მთავრობა იაზრებს იმ ფაქტს, რომ პუტინის სამხედრო დამნაშავეა. უკრაინელი ბავშვების […]