თამარ ტყეშელაშვილი – ვრცელდება საზოგადოების შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია, თითქოსდა კანონს მხოლოდ 1% ემორჩილება – პირიქით, კანონისმიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას აცხადებს 1%-ზე ნაკლები

ვრცელდება საზოგადოების შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია, თითქოსდა კანონს ემორჩილება მხოლოდ 1%. ამ ინფორმაციის გამავრცელებლების საპასუხოდ უნდა ვთქვა, რომ მათივე მათემატიკით, მათივე ლოგიკით, პირიქით, კანონისმიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას აცხადებს 1%-ზე ნაკლები, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ ტყეშელაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის მიმდინარეობისას განაცხადა.
„აღქმების, მასკომუნიკაციისა და დეზინფორმაციის თაობაზე კიდევ ერთხელ მინდა გავაკეთო განმარტება და ძალიან ხაზგასმით ვთქვა, რომ ვრცელდება საზოგადოების შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია, თითქოსდა კანონს მხოლოდ 1% ემორჩილება. ამ ინფორმაციის გამავრცელებლების საპასუხოდ უნდა ვთქვა, რომ მათივე მათემატიკით, მათივე ლოგიკით, პირიქით, კანონისმიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას აცხადებს 1%-ზე ნაკლები. ამით შევწყვიტოთ რიცხვებზე და შიშებზე მანიპულაციებით საუბარი და გადავიდეთ სამართლებრივ თემებზე“,- განაცხადა თამარ ტყეშელაშვილმა, რომლის კომენტარსაც იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”