კახეთში მევენახეებმა აქცია გამართეს, ისინი ყურძენზე დაბალ ფასს აპროტესტებს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფლების, სამთაწყაროს, ფიროსმანის და საბათლოს მოსახლეობის ნაწილმა, ბაკურციხე-გურჯაანის ავტომაგისტრალზე საპროტესტო აქცია გამართა. აქციაზე შეკრებილი 100-მდე მევენახე ამბობს, რომ ყურძენზე არსებული ფასი მათთვის მიუღებელია. მევენახე ოთარ მალაყმაძის თქმით, ღვინის ქარხნები ერთ კილოგრამ რქაწითელში 1.05 თეთრს იხდიან, საფერავში კი 1.30 თეთრს, რაც მათთვის მიუღებელია: „ოთხი ჰექტარი ვაზი მაქვს და ჯერ ერთი კილო ყურძენიც არ […]

უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობა დედაქალაქის ბიუჯეტიდან 12 მილიონი ლარით დაფინანსდება

საბურთალოს რაიონში, უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზისა და გვირაბის მშენებლობა მიმდინარე ეტაპზეა. სამშენებლო სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. თბილისის მერის თქმით, სამუშაოები მომავალი წლის იანვარში დასრულდება. „პროექტის შედეგად, ბაგების ახალი საავტომობილო ხიდის გავლით, პირდაპირ შეგვეძლება ქავთარაძის ქუჩაზე მოხვედრა. საექსკავაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია. ძალიან მალე გვირაბის მოწყობაც დაიწყება. გარდა […]

ირაკლი ნადარეიშვილი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სტარტაპ აქსელერატორი კომპანიის Plug and Play-ის დამფუძნებელ საიდ ამიდს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე Amidi Group-ისა და მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სტარტაპ აქსელერატორი კომპანიის Plug and Play-ის დამფუძნებელ საიდ ამიდს თბილისის ტექნოპარკში შეხვდნენ. მხარეებმა სააგენტოს რეფორმებსა და GITA 2.0 – ის კონცეფციაზე ისაუბრეს, რომლის ფარგლებშიც ოთხი საერთაშორისო აქსელერატორი აქსელერაციის პროგრამას საქართველოში განახორციელებს. Plug and […]

TASS-ი -კამჩატკის ნახევარკუნძულზე რუსული ვერტმფრენი გაუჩინარდა

კამჩატკის ნახევარკუნძულზე რუსული ვერტმფრენი გაუჩინარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს. რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ვერტმფრენი Mi-8T დღეს დილით, ვულკანის ვაჩკაჟეცის მახლობლად მდებარე ბაზიდან აფრინდა და რადარებიდან მაშინვე გაქრა. ვერტმფრენის ბორტზე 22 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 3 წევრი და 19 მგზავრი.

გურჯაანში ავარიას ტაქსის მძღოლი ემსხვერპლა

გურჯაანში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა გვიან ღამით სოფელ ჩალაუბნის მიმდებარედ მოხდა. ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილია ტაქსის მძღოლი, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა. არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. ავარიის შედეგად დაშავებული ერთი მგზავრი საავადმყოფოშია მოთავსებული. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. ადგილზე სამაშველო, სასწრაფო და პოლიციის ჯგუფები იყო მობილიზებული.

კამჩატკაზე გაუჩინარდა ვერტმფრენი, რომლის ბორტზეც 22 ადამიანი იმყოფებოდა

რუსეთში, კამჩატკაზე, გაუჩინარდა ვერტმფრენი MI-8, რომლის ბორტზეც 22 ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის, 19 მგზავრი და ეკიპაჟის სამი წევრი. ინფორმაციას „როსავიაცია“ ავრცელებს. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ვერტმფრენში, სავარაუდოდ, ტურისტები იმყოფებოდნენ. ეს მონაცემები, ამ ეტაპზე, მოწმდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვერტმფრენი იმ დროს გაუჩინარდა, როდესაც ის სოფელ ნიკოლაევკა ელიზოვსკის მიმართულებით მიფრინავდა. „ვერტმფრენი ასრულებდა ფრენას ვულკან ვაჩკაჟეცის რაიონის მოედნიდან ნიკოლაევკის […]

თეთრი სახლი, ამ ეტაპზე, არ გაგზავნის უკრაინაში F-16-ის მომსახურე ტექნიკოსებს – მედია

თეთრმა სახლმა უარი თქვა ამერიკელი სპეციალისტების უკრაინაში გაგზავნაზე, რომლებსაც მოიერიშე თვითმფრინავების F-16-ისა და სხვა სამხედრო ტექნიკის მომსახურებაზე უნდა ემუშავათ. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ განიხილა უკრაინაში სპეციალისტების გაგზავნის საკითხი და ჩათვალა, რომ ამ ეტაპზე, მათი უკრაინაში გამგზავრება რისკის შემცველი იქნება. ისინი შიშობენ, რომ რუსეთმა შესაძლოა, „მიზანში […]

სიტყვებს – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“, ქართულ ენაში მხოლოდ და მხოლოდ ნეგატიური კონოტაცია აქვს – ენათმეცნიერი

ენათმეცნიერის, მარინე ბერიძის განცხადებით, სიტყვებს – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“, ქართულ ენაში მხოლოდ და მხოლოდ ნეგატიური კონოტაცია აქვს. მისი თქმით, „დადებითი ან ნეიტრალური კონოტაციით ამ სიტყვების გამოყენება მხოლოდ დამატებითი მოდიფიკატორით, სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი კონტექსტით არის შესაძლებელი“. აღნიშნულის შესახებ ენათმეცნიერმა საკონსტიტუციო სასამართლოში ისაუბრა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო სარჩელებს განიხილავენ. ის სასამართლოს წარუდგენს […]

მთავრობა მიკროკრედიტის ჯამური ლიმიტის 100 000 ლარიდან 200 000 ლარამდე გაზრდის ინიციატივით გამოდის

მთავრობა მიკროკრედიტის ჯამური ლიმიტის 100 000 ლარიდან 200 000 ლარამდე გაზრდის ინიციატივით გამოდის, – ამის შესახებ ირკვევა „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ კანონში ცვლილებათა პაკეტიდან, რომელიც პარლამენტში განსახილველადაა წარდგენილი. კანონპროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ეროვნული ბანკის ერთობლივი საკანონმდებლო ინიციატივაა. კანონპროექტის თანახმად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ერთ მსესხებელზე ან ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფზე გასაცემი მიკროკრედიტის მაქსიმალური ჯამური ოდენობა […]

კრიშტიანო რონალდომ თავისი პსაუკეთესო მეგობარი დაასახელა [PHOTO]

კრიშტიანო რონალდომ თავისი პსაუკეთესო მეგობარი დაასახელა [PHOTO] ლეგენდარულმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდომ თავისი საუკეთესო მეგობარი დაასახელა. ვეტერანმა ვარსკვლავმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ჩემპიონთა ლიგის თასითაა და დაწერა, რომ მისი საუკეთესო მეგობარი სწორედ ეს ჯილდოა. “სამუდამო ჩემი საუკეთესო მეგობარი. 183 მატჩში 140 გოლი და 5 მოგებული თასი”, – წერს რონალდო.