ფინანსური და ფსიქოლოგიური დახმარება – კიდევ რით ეხმარებოდნენ მათ ვინც ავღანეთი ვერ დატოვა

არაერთი ამერიკელისთვის ავღანეთში ომი 2021 წლის აგვისტოში არ დასრულებულა. მას შემდეგ, რაც ავღანეთი ამერიკულმა ჯარებმა დატოვეს და ავღანეთში თალიბანის მმართველობა დამყარდა, ამერიკელი ვეტერანები, დიპლომატები და რიგითი მოქალაქეები აგრძელებენ ავღანელი მოკავშირეების დახმარებას. მათ მიერ შექმნილი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, მოხალისეები ავღანელებს ეხმარებიან ფინანსურად და ფსიქოლოგიურად. მოხალისეები თუ ორგანიზაციების დამფუძნებლები საუბრობენ იმ ემოციურ და ფსიქოლოგიურ სირთულეებზე, რომლებიც […]
NHL-ის ვარსკვლავი ჯონი გუდრო, ძმასთან ერთად, დის ქორწილის წინ ავარიაში დაიღუპა

აშშ-ს ჰოკეის ეროვნული ლიგის (NHL) ვარსკვლავს, 31 წლის ჯონი გუდროსა და მის ძმას, 29 წლის მეთიუ გუდროს, ნიუ ჯერსიში ველოსიპედებით სეირნობისას მანქანამ დაარტყა. ძმები, რომლებიც რამდენიმე საათში თავიანთი დის ქორწილში მეჯვარეები უნდა ყოფილიყვნენ, ადგილზე დაიღუპნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მანქანის, Jeep Grand Cherokee-ის მძღოლი დაკავებულია. ის 43 წლის შონ ჰიგინსია, რომელიც ავტომანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა. მას […]
მოკლულია ჰამასის ერთ-ერთი ლიდერი – IDF

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დასავლეთ სანაპიროზე მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში მოკლულია ჰამასის ერთ-ერთი ლიდერი, ვისამ ხაზემი, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციას ქალაქ ჯანინში ხელმძღვანელობდა და ასევე, დაჯგუფების კიდევ ორი წევრი. “ისრაელის უსაფრთხოების ძალების ოპერაციის ფარგლებში მოკლულია ვისამ ხაზემი, შემდეგ კი საჰაერო დარტყმები განახორციელდა კიდევ ორ პირზე, როდესაც ისინი გაქცევას ცდილობდნენ”. – წერია განცხადებაში. IDF-ის ცნობით, ორივე მოკლული ხაზემის […]
წლის ბოლომდე ევროკავშირი დამატებით 15 000-ს უკრაინელ სამხედროს გაწვრთნის

ევროკავშირის ქვეყნების თავდაცვის მინისტრების გადაწყვეტილებით, გაერთიანების სამხედრო დახმარების მისიის (EUMAM) ფარგლებში, წლის ბოლომდე კიდევ 15 000 უკრაინელი სამხედრო გაიწვრთნება. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ადასტურებს. მისი თქმით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში უკვე გადამზადდა 60 000 უკრაინელი მეომარი. ამ მაჩვენებელს კი წლის ბოლომდე 15 000 სამხედრო უნდა მიემატოს. […]
ენათმეცნიერი – სიტყვა „გამტარებელი“ ფაქტობრივად გავასინონიმეთ „აგენტთან“ – ვერანაირი მექანიკური ჩანაცვლება შინაარს ვერ შეცვლის – ეჭვი მაქვს, სამუდამოდ დარჩა სიტყვა „გამტარებელს“ „აგენტის“ დაღი

სიტყვა „გამტარებელი“ ფაქტობრივად გავასინონიმეთ „აგენტთან“ ასეთი მარტივი, მექანიკური ჩანაცვლებით – ვერანაირი მექანიკური ჩანაცვლება ვერ შეცვლის შინაარს,- ამის შესახებ ენათმეცნიერმა, მარინე ბერიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში ისაუბრა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო სარჩელებს განიხილავენ. მისი თქმით, სიტყვა „აგენტი“ კანონიდან ამოღებულია, მაგრამ ის კანონის ირგვლივ გამართულ დისკურსში დარჩა. „სიტყვა „აგენტი“ კანონიდან ამოვიღეთ, მაგრამ დარჩა კანონის ირგვლივ გამართულ […]
ენათმეცნიერი – სიტყვა „გამტარებელი“ სხვადასხვა კონოტაციაში შევისწავლეთ, მაგრამ თუ მას არ დავუმატეთ დადებითი კონოტაციის სიტყვა, ნეიტრალურობას ვერ ინარჩუნებს – „ინტერესის გამტარებელი“ ამ ტიპის შესიტყვება მხოლოდ უარყოფითს, მძიმე და საშინელ ეფექტს იძლევა

ენათმეცნიერ მარინე ბერიძის თქმით, სიტყვა „გამტარებელი“ სხვადასხვა კონოტაციაში იქნა შესწავლილი, მისივე თქმით, მას დადებითი კონოტაციის სიტყვა სჭირდება, რომელიც ამ სიტყვას ნეიტრალურობას შეუნარჩუნებს. აღნიშნულის შესახებ ენათმეცნიერმა საკონსტიტუციო სასამართლოში ისაუბრა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო სარჩელებს განიხილავენ. ის სასამართლოს წარუდგენს კვლევას, რომელიც ლინგვისტებმა აღნიშნული კანონის შესახებ ჩაატარეს. მისივე შეფასებით, შესაძლებელია ისეთი სათაური იქნეს შერჩეული, რომელიც […]
კახეთში, სოფელ ბაკურციხესთან მევენახეები აქციას მართავენ

კახეთში, სოფელ ბაკურციხესთან მევენახეები აქციას მართავენ. სოფელ ბაკურციხესთან ასამდე ფერმერი შეიკრიბა, რომლებიც ყურძნის ფასის მომატებას ითხოვენ. აქციაზე ძირითადად იმყოფებიან სოფელ საბათლო-ფიროსმანის და სამთაწყაროს მოსახლეობა, სადაც ყურძნის პირველი მოსავალი იკრიფება. მათი თქმით, ერთ კილოგრამ ყურძენში იმდენად დაბალი ფასს უხდიან, რომ ვენახის ხარჯებსაც ვერ ანაზღაურებს. ფერმერები ითხოვენ ადგილზე ჩამოვიდეს პასუხისმგებელი პირი, ვისაც ფასის ზრდაზე და არსებულ ვითარებაზე […]
30 აგვისტოს მწერალთა სახლმა ისრაელელ სტუმარს, რეჟისორსა და დრამატურგს – შერონ სტარკს უმასპინძლა

შერონ სტარკის პირველი ურთიერთობა ხელოვნებასთან ბალეტით დაიწყო. ნიუ იორკის ამერიკული საბალეტო სკოლის დამთავრების შემდეგ, მან მსახიობობა გადაწყვიტა და შესაბამისი განათლებაც მიიღო. შერონ სტარკს არაერთი წამყვანი როლი აქვს შესრულებული პოპულარულ ტელესერიალებში, თუმცა, თეატრს მის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. თელ-ავივის ჰაიფასა და ხანის თეატრებში განსახიერებულმა ათობით როლმა კრიტიკოსების მაღალი შეფასება დაიმსახურა. დროთა განმავლობაში მსახიობის ინტერესები გაფართოვდა და […]
სილქნეტი: 2024 წელს „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ მილიონ ლარზე მეტს გასცემს ბენეფიციართა გადაუდებელ საჭიროებებზე

2024 წელი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდისთვის“ გამორჩეულია. იზრდება დონაციები და ფონდს უერთდებიან ახალი შემომწირველები. მიმდინარე წელს დონორთა ჩარიცხვებმა 289 000 ლარი შეადგინა. ამავე დროს, კომპანია სილქნეტმა ყოველწლიურად განსაზღვრულ 300 000 ლარის შემოწირულებას, დამატებით 481 000 ლარი შემატა, რაც უპრეცედენტოა ფონდის არსებობის მანძილზე. იანვარ-აგვისტოს განმავლობაში ფონდი 46 დაჭრილ სამხედროს და ვეტერანს დაუდგა მხარში. ფონდიდან, დახმარებების სახით, […]
ბიოლოგებმა გაზარდეს მელოტი იბისები და ახლა მიგრაციას ასწავლიან – მათთან ერთად მიფრინავენ

ავსტრიელი ბიოლოგების გუნდი მესამე კვირაა მუშაობს გადაშენების პირას მყოფ ფრინველებთან, მელოტ იბისებთან და ასწავლის მათ წინაპრების მარშრუტზე მიგრაციის უნარებს – ცენტრალური ევროპიდან სამხრეთ ევროპისკენ. ბიოლოგები, იოჰანეს ფრიცი და ბარბარა შტაინინგერი ყოველდღიურად სხდებიან მოტოპარაპლანში, იბისებთან ერთად დაფრინავენ და გზის გაგრძელებაში ეხმარებიან. 30 აგვისტოს, ბიოლოგებმა და ფრინველებმა 100 კილომეტრზე მეტი გაიფრინეს. ესპანეთის სამხრეთ ნაწილში ისინი ოქტომბრის დასაწყისისთვის […]