3 სექტემბერს მეათე მოწვევის პარლამენტის ბოლო სესია გაიხსნება

მეათე მოწვევის პარლამენტის ბოლო სესია დამდეგ კვირას გაიხსნება. საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა სექტემბრის პირველ სამშაბათს – 3 სექტემბერს გაიმართება. საშემოდგომო სესიის დღის წესრიგზე ბიურო იმსჯელებს, რომლის სხდომა 2 სექტემბერს გაიმართება. რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტი არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პლენარული სხდომებს შეწყვეტს. მანამდე კი სესია 3-6 სექტემბრის კვირაში გაიმართება. პარლამენტი ასევე შეიძლება 17-20 სექტემბრის კვირაში შეიკრიბოს. […]

ენათმეცნიერ მარინა ბერიძის განმარტებით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელს“ მხოლოდ უარყოფითი დამოკიდებულობა აქვს

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომის მესამე დღეს, რომელზეც ე.წ. აგენტების საქმეს განიხილავენ, ენათმეცნიერ მარინა ბერიძეს უსმენენ. ის პროცესზე ერთ-ერთი მოსარჩელე მხარის, 122 არასამთავრობო და მედიაორგანიზაციის მიწვევით იმყოფება. შეკითხვაზე, საზოგადოებაში, როგორ აღიქმება „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“, მარინა ბერიძემ უპასუხა, რომ ამ ტიპის შესიტყვება მხოლოდ უარყოფითი, მძიმე, შემაშინებელ ეფექტს იძლევა. „ინტერესების გამტარებელი თუ მას არ დავუმატეთ […]

ირაკლი ნადარეიშვილი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სტარტაპ აქსელერატორი კომპანიის Plug and Play-ის დამფუძნებელ საიდ ამიდს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე Amidi Group-ისა და მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სტარტაპ აქსელერატორი კომპანიის Plug and Play-ის დამფუძნებელ, საიდ ამიდს თბილისის ტექნოპარკში შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრაზე საუბარი ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში, ტექნოლოგიური ჰაბის გახსნის საკითხს […]

რუსტემ უმეროვი ლოიდ ოსტინს შეხვდა

რუსტემ უმეროვი ლოიდ ოსტინს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე, საბრინა სინგი ავრცელებს. საბრინა სინგის ცნობით, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრისას უკრაინის თავდაცვის მინისტრმა და აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ბრძოლის ველზე არსებული ვითარება, სამხედრო დახმარების პრიორიტეტები და „რამშტაინის“ ფორმატში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მომავალი შეხვედრის საკითხები განიხილეს. „ორივე ლიდერმა აშშ-სა და უკრაინას […]

ხონში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ხონში, სოფელ კუხში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც. “საშინელი ხმა მომესმა, გარეთ, რომ გავიხედე მივხვდი, რომ ავარია იყო. ერთი გარდაიცვალა, მგონი 2 დაშავდა, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა,” – აცხადებს თვითმხილველი. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ფულს მაგნიტივით იზიდავენ

ფული მდინარესავით მიედინება: კუროს ფინანსური სიმდიდრე ზოდიაქოს გრანდიოზულ გობელენში თითოეულ ნიშანს სუფრაზე თავისი უნიკალური ატრიბუტები მოაქვს. თუმცა, როდესაც საქმე ფინანსურ წარმატებას ეხება, კურო გამოირჩევა, როგორც ნიშანი, სადაც ფული მდინარესავით მიედინება. ურყევი ხარით წარმოდგენილი, კურო განასახიერებს თვისებებს, რაც განსაკუთრებულად ახერხებს სიმდიდრის მოზიდვის. კურო, რომელსაც მართავს ვენერა, სილამაზისა და სიმრავლის პლანეტა, ბუნებრივად იზიდავს მატერიალურ კომფორტსა და ფინანსურ […]

განრისხებულმა ოსიმენმა “ნაპოლის” დირექტორებს წერილი მისწერა – ნიგერიელმა კლუბს ეს შეუთვალა

განრისხებულმა ოსიმენმა “ნაპოლის” დირექტორებს წერილი მისწერა – ნიგერიელმა კლუბს ეს შეუთვალა L’Equipe-ს ჟურნალისტი ლოიკ ტანზი წერს, რომ ევროპაში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვისა და “ნაპოლიში” დარჩენის შემდეგ, ვიქტორ ოსიმენმა “პარტენოპეის” დირექტორებს წერილი მისწერა. ნიგერიელმა გუნდის ბოსებს შეუთვალა, რომ “პარტენოპეიში” არაფრის დიდებით აღარ ითამაშებს და მისთვის ეს საკითხი არ განიხილება. თავის მხრივ, აფრიკელი ფორვარდის გამოყენებას მწვრთნელი ანტონიო […]

Plug and Play დაინტერესებულია, საქართველოში რეგიონალური მასშტაბის აქსელერატორი ჰქონდეს – ეკონომიკის სამინისტრო

მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სტარტაპ აქსელერატორი კომპანია Plug and Play დაინტერესებულია, რომ საქართველოში ჰქონდეს რეგიონალური მასშტაბის აქსელერატორი. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. უწყების ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე Amidi Group-ისა და Plug and Play-ის დამფუძნებელ საიდ ამიდს თბილისის ტექნოპარკში შეხვდნენ. პრესრელიზის […]

უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურის მოვალეობებს დროებით ანატოლი კრივონოჟკო შეასრულებს

უკრაინის გენერალური შტაბის მიერ ტელეგრამზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურის მოვალეობის დროებით შემსრულებლად საჰაერო ძალების დანაყოფ “ცენტრის” მეთაური, ანატოლი კრივონოჟკო დაინიშნა. ცნობისთვის, F-16-ის ჩამოვარდნის შემდეგ ზელენსკიმ საჰაერო ძალების მეთაური თანამდებობიდან მოხსნა. “უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის [ოლექსანდრ სირსკის] ბრძანებით, ლეიტენანტ-გენერალ კრივონოჟკო ანატოლი მიკოლაოვიჩს, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების დანაყოფ “ცენტრის” მეთაურს უფლება მიეცა, დროებით […]

ბიზნესსექტორს თხილში აფლატოქსინით დაბინძურების კონტროლის მექანიზმები გააცნეს

თხილის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში შეტანილი ცვლილებების დეტალურად გაცნობის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა თხილის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან – ფერმერებთან, მეწარმეებთან და ექსპორტიორებთან შეხვედრები გამართეს. ევროკომისიის ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) მიერ 2023 წელს განხორციელებული აუდიტის საფუძველზე გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით, თხილის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებები შევიდა, რაც […]