რუსული რეპრესიები ოკუპირებულ აფხაზეთში – პუტინი დახმარების შეწყვეტით იმუქრება

კრემლი დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში რეპრესიებს აანონსებს. საოკუპაციო რეჟიმი სადამსჯელო ღონისძიებებით ემუქრება ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერებსა და ე.წ. პარლამენტის დეპუტატებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან და აპროტესტებენ პუტინის გეგმას. საუბარი “აპარტამენტების კანონზე”, რომლის მიხედვითაც, რუსეთის მოქალაქეებს აფხაზეთში საკუთრება და ტერიტორიები უნდა დაუკანონდეს. მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე თვითგამოცხადებულმა “პრეზიდენტმა” ბჟანიამ დავალება მიიღო, ე.წ-მა პარლამენტმა სასწრაფოდ დაამტკიცოს აგრესორი ქვეყნის მიერ ინიციირებული “კანონი”, წინააღმდეგ […]

ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებით წევრებს აირჩევს

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) დღეს 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებით წევრებს აირჩევს. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. როგორც დღეს ცესკოში გამართულ ბრიფინგზე ნათია იოსელიანმა განაცხადა, 73-ვე საოლქო საარჩევნო კომისიაში დროებითი წევრების ვაკანტურ ადგილებზე კონკურსი ცესკომ 27 აგვისტოს გამოაცხადა. თითოეულ ოლქში სამი ვაკანტური ადგილი იყო. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს საშუალება ჰქონდათ საბუთები მატერიალური […]

სომხეთის ატომური ელექტროსადგური გაითიშა

სომხეთის ატომური ელექტროსადგურის ავარიული გათიშვის მიზეზი ელვისებური დარტყმა გახდა. როგორც სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური იუწყება. უწყების ცნობას “როიტერი” ავრცელებს. „30 აგვისტოს 21:55 საათზე სომხეთის ატომური ელექტროსადგური გათიშული იქნა ენერგოსისტემიდან ავარიული გამორთვის რეჟიმში. ამის მიზეზი იყო ელვისებური დარტყმა, რის შედეგადაც ქარხნის უსაფრთხოების სისტემებმა ის გადაიყვანეს უსაფრთხო გამორთვის რეჟიმში“,- ნათქვამია ომხეთის ტერიტორიული ადმინისტრაციისა და […]

რუსეთმა Meduza-ს დამფუძნებელი, ჟურნალისტი გალინა ტიმჩენკო “უცხოელ აგენტად” გამოაცხადა

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ “უცხოური აგენტების” სიაში გამოცემა Meduza-ს დამფუძნებელი, ჟურნალისტი გალინა ტიმჩენკო შეიყვანა. როგორც ცნობილია, რუსეთში თავად გამოცემა MEDUZA “აგენტად” 2021 წლის აპრილიდან გამოაცხადეს, ხოლო 2023 წლის იანვარში არასასურველ ორგანიზაციად აღიარეს. შეგახსენებთ, რუსეთში „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონი 2012 წელს ამოქმედდა და ის იუსტიციის სამინისტროს უფლებას აძლევს, არაკომერციული ორგანიზაციები გამოაცხადოს უცხოურ აგენტებად, თუ ისინი დაფინანსებას უცხოეთიდან […]

ყველაფერი ოფიციალურად დასრულდა – “ნაპოლიმ” ოსიმენი და კიდევ ერთი ფეხბურთელი სერია A-ს განაცხადიდან ამოაგდო

“ნაპოლისა” და ვიქტორ ოსიმენს შორის ურთიერთობა საბოლოოდ დასრულდა და ყველაფერმა ოფიციალური სახე მიიღო. “პარტენოპეიმ” დღეს ნიგერიელი ფორვარდი მარიო რუისთან ერთად სერია A-ს განაცხადიდან ამოაგდო. ინფორმაციისთვის, აფრიკელს ზაფხულში “ნაპოლის” დატოვება და კარიერის გაგრძელება რომელიმე გრანდში უნდოდა, თუმცა ევროპაში სატრანსფერო ფანჯარა უკვე დაიკეტა და ახლა რამდენიმე ვარიანტი დარჩა. ოსიმენი კატარში ან საუდის არაბეთში უნდა გადაბარგდეს, (სადაც სატრანსფერო […]

კლინიკებში „ტრავმის რეესტრები“ დაინერგება – საგზაო უსაფრთხოების ახალი გეგმა

კლინიკებში ე.წ. ტრავმის რეესტრის სისტემები დაინერგება. ესაა ერთ-ერთი იმ დაგეგმილი ნაბიჯებიდან, რომლებსაც „საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა“ ითვალისწინებს. დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობაა. “2025 წლის ბოლოსთვის უნდა განხორციელდეს საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით ცნობიერების ამაღლების მიზნით სოციალური კამპანია, რაშიც 2 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. იგივე პერიოდში დაგეგმილია სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მონიტორინგი, უკონტაქტო პატრულირების […]

რუსეთიდან გამოძევებულ უკრაინელებს საქართველოში არ უშვებენ – უკრაინული მედია

რუსეთიდან დეპორტირებულ უკრაინელებს საქართველოში არ უშვებენ. 17 უკრაინელი, საქართველოს საზღვართან დარიალის ხეობაში საგუშაგოზე გააჩერეს და მათ საზღვრის გადმოკვეთის უფლებას არ აძლევენ. მიზეზად დოკუმენტების არქონა სახელდება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია Ukrainska Pravda ავრცელებს და წერს, რომ რუსეთიდან დეპორტირებული უკრაინელები დაახლოებით ერთი თვეა ზემო ლარსის საგუშაგოზე სარდაფში გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. დეპორტირებული უკრაინელების ნაწილი რუსეთის სასჯელაღსრულების კოლონიებიდან […]

სოფელ ვაყაში დასახლება მეწყრული პროცესების გამო ორადაა გაყოფილი – გზის რეაბილიტაციაზე თითქმის ნახევარი მილიონი დაიხარჯა

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაყაში ერთ-ერთი დასახლება მეწყრული პროცესების გამო ორადაა გაყოფილი. გზა, რომლის რეაბილიტაციაზეც თითქმის ნახევარი მილიონი დაიხარჯა, დაზიანებულია და მის აღდგენას ადგილობრივი ხელისუფლება არ ჩქარობს. მოსახლეობა მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს და დახმარებას ითხოვს. მდინარე ჭერათხევის სანაპიროზე განხორციელებული სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 411 ათასი ლარია დახარჯული. ეს თანხა ხაშურის მერიამ ტენდერში გამარჯვებულ “საქართველოს სამშენებლო კომპანიას” გადაურიცხა. ოპოზიცია თანხების […]

გიგა მაქარაშვილი – 2 წელია არანაირი ქმედითი და ფუნქციური როლი არ მაქვს ორგანიზაციაში, რაც იმას ნიშნავს, რომ „სირცხვილიას“ არ ჰქონია ვალდებულება რაიმე შეეთანხმებინა ჩემთან და არც შეუთანხმებია – ჩემი ხმა ამ გადაწყვეტილებას არ ექნებოდა

უკვე 2 წელია არანაირი ქმედითი და ფუნქციური როლი არ მაქვს ორგანიზაციაში, რაც იმას ნიშნავს, რომ „სირცხვილიას“ არ ჰქონია ვალდებულება რაიმე შეეთანხმებინა ჩემთან და არც შეუთანხმებია – ჩემი ხმა ამ გადაწყვეტილებას არ ექნებოდა,- ამის შესახებ მოძრაობა „სირცხვილიას“ ყოფილმა წევრმა გიგა მაქარაშვილმა განაცხადა, რითაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში „სირცხვილიას“ დარეგისტრირებას […]

ცენტრალური საარჩევნო კომისია, დღეს, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებით წევრებს აირჩევს

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) დღეს 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებით წევრებს აირჩევს. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. როგორც დღეს ცესკოში გამართულ ბრიფინგზე ნათია იოსელიანმა განაცხადა, 73-ვე საოლქო საარჩევნო კომისიაში დროებითი წევრების ვაკანტურ ადგილებზე კონკურსი ცესკომ 27 აგვისტოს გამოაცხადა. თითოეულ ოლქში სამი ვაკანტური ადგილი იყო. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს საშუალება ჰქონდათ საბუთები მატერიალური […]