სოფო ჯაფარიძე – აუცილებლად უნდა დავაყენოთ ქვეყანა ევროპულ გზაზე და ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მიხეილ სააკაშვილთან ერთად – გამარჯვება ისე ახლოსაა, როგორც არასდროს!

აუცილებლად უნდა დავაყენოთ ჩვენი ქვეყანა ევროპულ გზაზე და ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმ ადამიანთან ერთად, რომელმაც საქართველოში პირველმა აღმართა ევროკავშირის დროშა – ჩვენი ქვეყნის საამაყო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად. გამარჯვება ისე ახლოსაა, როგორც არასდროს! – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძემ ბათუმის, ქობულეთისა და ჩაქვის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანა […]
რუსების მიერ ჩასოვ-იარის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, 5 ადამიანი დაიღუპა

რუსების მიერ ჩასოვ-იარის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, 5 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვადიმ ფილაშკინზე დაყრდნობით ავრცელებს. „რუსებმა ქალაქი დღეს დილით დაბომბეს. ჭურვები კერძო სახლსა და მაღალსართულიან შენობას მოხვდა“, – განაცხადა ვადიმ ფილაშკინმა. ფილაშკინმა აღნიშნა, რომ ჩასოვ-იარში ნორმალურად ცხოვრება უკვე ორ წელზე მეტია შეუძლებელია და მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა
ბათუმი(ანგისა)- ახალციხის გზის 88-ე კმ-ზე, მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმი – ახალციხის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე, მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების პროცესში, 2024 წლის 31 აგვისტოს 23:00 სთ-დან 1 სექტემბრის 06:00 სთ-მდე, საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ღვინის ეროვნული სააგენტო – 2024 წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი რეკორდულ, 300 ათას ტონას შეადგენს – მევენახეები 350 მლნ ლარამდე, რეკორდულ შემოსავალს მიიღებენ

2024 წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი რეკორდულ, 300 ათას ტონას შეადგენს – წლევანდელი მოსავალი ასევე გამოირჩევა მაღალი ხარისხით. შესაბამისად, მიმდინარე წელს მევენახეები მიიღებენ რეკორდულ, 350 მლნ ლარამდე შემოსავალს,- ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, 2013-2023 წლებში, მევენახეებმა ყურძნის რეალიზაციით შემოსავლების სახით 2,5 მილიარდამდე ლარი მიიღეს. „2013 წლის შემდეგ, სახელმწიფოს მხრიდან მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდაჭერამ […]
სერბეთი საფრანგეთისგან სამ მილიარდ ევროდ ახალი თაობის 12 ავიაგამანადგურებელს შეიძენს

სერბეთი საფრანგეთისგან სამ მილიარდ ევროდ ახალი თაობის 12 ავიაგამანადგურებელს შეიძენს ხუთშაბათს სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა, მაკრონთან ერთად პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ საფრანგეთთან 3 მილიარდი ევროს შეთანხმება დადო 12 ფრანგული საბრძოლო თვითმფრინავის შესაძენად. საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ბელგრადში ორდღიანი ვიზიტით 29 აგვისტოს ჩაფრინდა. „ჩვენ შეგვიძლია ერთად გავაძლიეროთ ჩვენი უსაფრთხოება. ეს არ ეხება მხოლოდ ევროკავშირის სახელმწიფოებს, არამედ ევროკავშირის […]
“სირცხვილიამ” “გამჭვირვალობის რეესტრში” რეგისტრაცია გადაიფიქრა – განცხადება

“სირცხვილიამ” “გამჭვირვალობის რეესტრში” რეგისტრაცია გადაიფიქრა – განცხადება მოძრაობა “სირცხვილიამ” “რუსულ კანონთან” დაკავშირებით რეგისტრაციის გადაწყვეტილება შეცვალა. ის “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელთა რეესტრში” აღარ დარეგისტრირდება. ამის შესახებ “სირცხვილიას” განცხადებაშია აღნიშნული. განცხადების გავრცელებამდე ორგანიზაციამ რეგისტრაციაზე მოძრაობის წევრების ვიდეომიმართვა წაშალა. სირცხვილიას გადაწყვეტილებას ქართული ოცნების წევრები აქტიურად გამოეხმაურნენ და მას მხარი დაუჭირეს, თუმცა, ვიდეომიმართვას არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის მკაცრი კრიტიკა […]
არაბიძის ბრწყინვალე მატჩი – ქართველმა შემტევმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა [VIDEO]

სამხრეთ კორეის ჩემპიონატის 29-ე ტურში გიორგი არაბიძის “ულსან ჰიუნდაიმ” საკუთარ მოედანზე “პოჩანგს” უხვგოლიან შეხვედრაში 5:4 სძლია, ქართველმა ფეხბურთელმა კი დუბლი მიითვალა. 26 წლის ჩვენებურმა მეტოქის კარი მე-6 და 36-ე წუთზე აიღო. აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის შემდეგ გიორგი შეცვალეს და ჯერჯერობით უცნობია, ეს ტრავმით ხომ არ არის გამოწვეული. ეს სამხრეთ კორეის ჩემპიონატში არაბიძისთვის სადებიუტო გოლები გახლდათ. […]
„სირცხვილიამ“ ისეთი შეცდომა დაუშვა, ახსნა არ აქვს, სამართლიანად მიიღო ის კრიტიკა, რაც მიიღო – ალექსანდრე რაქვიაშვილი

„სირცხვილიამ“ ისეთი შეცდომა დაუშვა, რომ შინაარსს ფაქტობრივად ახსნა არ აქვს, სამართლიანად მიიღო ის კრიტიკა, რაც მიიღო, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დარეგისტრირება საჩქარო არ იყო, არჩევნებამდე ერთ ჯარიმაზე მეტის მიღებას ვერ მოასწრებდნენ, 10 000 ლარი კი არც ისე დიდი თანხაა, რომ პრინციპებს უღალატო. „არანაირი ჯარიმები მათ არ ელოდებოდათ, ყველაზე ადრე […]
“სირცხვილიამ” “გამჭვირვალობის კანონის” რეესტრში რეგისტრაცია გადაიფიქრა – განცხადება

“სირცხვილიამ” “გამჭვირვალობის კანონის” რეესტრში რეგისტრაცია გადაიფიქრა – განცხადება მოძრაობა “სირცხვილიამ” “რუსულ კანონთან” დაკავშირებით რეგისტრაციის გადაწყვეტილება შეცვალა. ის “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელთა რეესტრში” აღარ დარეგისტრირდება. ამის შესახებ “სირცხვილიას” განცხადებაშია აღნიშნული. განცხადების გავრცელებამდე ორგანიზაციამ რეგისტრაციაზე მოძრაობის წევრების ვიდეომიმართვა წაშალა. სირცხვილიას გადაწყვეტილებას ქართული ოცნების წევრები აქტიურად გამოეხმაურნენ და მას მხარი დაუჭირეს, თუმცა, ვიდეომიმართვას არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის მკაცრი […]
სომხეთმა აზერბაიჯანს სამშვიდობო შეთანხმების გასაფორმებლად ახალი წინადადება წარუდგინა

სომხეთმა აზერბაიჯანს სამშვიდობო შეთანხმების გასაფორმებლად ახალი წინადადება წარუდგინა სომხეთმა აზერბაიჯანს სამშვიდობო შეთანხმების გასაფორმებლად ახალი წინადადება წარუდგინა, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მინდა თქვენი ყურადღება ფუნდამენტურად ახალ წინადადებაზე გავამახვილო, რომელიც სომხეთმა აზერბაიჯანს წარუდგინა. ვაღიარებ, რომ ეს გუშინ მოხდა და ობიექტურად, ოფიციალურ ბაქოს ამ წინადადების არსის გაცნობისთვის დროც კი არ ჰქონია“, – განაცხადა […]