რადიკალური ოპოზიციის ექსპერტი საკონსტიტუციო სასამართლოში ტყუილში გამოიჭირეს

ჩვენ გვინდა, საზოგადოებას დავანახოთ, ვისთან გვაქვს შეხება და ეს ადამიანი, რამდენად შესაძლებელია ობიექტურ დასკვნას აკეთებდეს, – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში, „გამჭვირვალობის კანონის“ წინააღმდეგ სარჩელის განხილვაზე პარლამენტის წარმომადგენელმა, ქრისტინე კუპრავამ მოსარჩელე მხარის მიერ მიწვეული ენათმეცნიერის, მარინა ბერიძის შესახებ განაცხადა. მან ბერიძეს ჰკითხა, თუ გამოუყენებია სიტყვები „ღალატი“, „მოღალატე“ და რა შემთხვევაში იყენებს აღნიშნულ ტერმინებს. აღნიშნულ კითხვაზე, ენათმეცნიერმა […]

“ვაუქმებთ რუსულ კანონთან დაკავშირებით რეგისტრაციის გადაწყვეტილებას” – სირცხვილია

მოძრაობა სირცხვილია, რომელმაც გუშინ საღამოს ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც რუსული კანონის მიხედვით, რეგისტრაციის გავლას აანონსებდა, დღეს კი ეს ვიდეო წაშალა, მორიგ განცხადებას ავრცელებს და წერს: მოძრაობა “სირცხვილია” აუქმებს რუსულ კანონთან დაკავშირებით რეგისტრაციის გადაწყვეტილებას. გვესმის და ვიღებთ საზოგადოების რეაქციას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოქალაქეებისა და თანამოაზრეების კრიტიკა. ძალიან ვწუხვართ, რომ სათანადოდ ვერ შევაფასეთ ის შედეგები, რაც ჩვენს გადაწყვეტილებას შეიძლებოდა […]

ოფიციალურად: ტოუნი “ალ-აჰლის” ფეხბურთელი გახდა და ოსიმენის ტრანსფერი თითქმის გამოირიცხა

საუდის არაბეთის კლუბმა “ალ-აჰლიმ” გვაუწყა, რომ “ბრენტფორდიდან” 28 წლის ინგლისელი ფორვარდი აივან ტოუნი გადაიბირა. გარიგების საფასურმა 40 მილიონი ევრო შეადგინა, კონტრაქტი კი 4 წლის ვადით გაფორმდა. ტოუნი სეზონურად 20 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ინფორმაციისთვის, “ნაპოლის” ფორვარდ ვიქტორ ოსიმენისთვის “ალ-აჰლი” ერთ-ერთი ვარიანტი იყო და არჩევანი მასსა და ტოუნის შორის კეთდებოდა, რის შემდეგაც დიდი ალბათობით, ნიგერიელის ტრანსფერი გამოირიცხება.

დანით თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაჭრეს გერმანიის ქალაქ ზიგენში

სულ მცირე ექვსი ადამიანი დაშავდა პარასკევს საღამოს დანით თავდასხმის დროს სამგზავრო ავტობუსში, რომელიც მიემართებოდა დასავლეთ გერმანიის ქალაქ ზიგენში (ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალია) დაგეგმილ ფესტივალზე. დაშავებულებიდან სამი კრიტიკულ მდგომარეობაშია. გერმანული მედიის ცნობით, დაკავებულია 32 წლის ეჭვმიტანილი. პოლიციის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ინციდენტის მოტივების მიმდინარე ძიების პროცესში ტერორისტული თავდასხმის ნიშნები არ გამოკვეთილა. არაერთი საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, დაკავებულს, დიდი ალბათობით, […]

„სირცხვილია“ გადაწყვეტილებას ცვლის და უარს ამბობს „აგენტების რეესტრში“ რეგისტრაციაზე

მოძრაობა „სირცხვილია“ აუქმებს „აგენტების კანონთან“ დაკავშირებით რეგისტრაციის გადაწყვეტილებას. ამის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს. ამასთანავე, მოძრაობა „სირცხვილიას“ დირექტორის თანამდებობას ტოვებს გიორგი მჟავანაძე. განცხადების გავრცელებამდე ცოტა ხნით ადრე, ორგანიზაციამ წაშალა 30 აგვისტოს გამოქვეყნებული ვიდეოც, სადაც განმარტავდნენ, თუ რატომ გადაწყვიტა ორგანიზაციამ „უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში“ დარეგისტრირება. გავრცელებულ ვიდეოს სოციალური ქსელის მომხმარებელთა უკმაყოფილება და მწვავე კრიტიკა მოჰყვა. […]

ტერორიზმი გაახალგაზრდავდა – დასავლეთ ევროპაში ტერორიზმში ეჭვმიტანილთა ორი მესამედი მოზარდია

ტერორიზმი გაახალგაზრდავდა – დასავლეთ ევროპაში ტერორიზმში ეჭვმიტანილთა ორი მესამედი მოზარდია „ტერორიზმი გაახალგაზრდავდა. ეს ტენდენცია შვეიცარიაშიც შეიმჩნევა“, – ამბობს ექსპერტი, პიტერ ნოიმანი. ის აღწერს თვითრადიკალიზებული ახალგაზრდა მოძალადეების ახალ ტიპს, რომლებსაც „ტიკტოკის ტერორისტებს“ უწოდებს. ლონდონის სამეფო კოლეჯის პროფესორმა, უსაფრთხოების სფეროს მკვლევარმა, თავისი წიგნისთვის, რომელიც სექტემბერში გამოქვეყნდება, გაანალიზა ყველა იმ პირის შესახებ არსებული ინფორმაცია, ვინც 2023 წლის ოქტომბრიდან […]

უკრაინისთვის ევროკავშირის სამხედრო დახმარება 43.5 მილიარდ ევროს აჭარბებს

უკრაინისთვის ევროკავშირის სამხედრო დახმარება 43.5 მილიარდ ევროს აჭარბებს ევროკავშირმა უკვე გაუწია უკრაინას 43.5 მილიარდ ევროზე მეტი სამხედრო დახმარება. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი იუწყება. მისი განმარტებით, თუ სამოქალაქო სფეროში დახმარებაც იქნება გათვალისწინებული, საბოლოო მაჩვენებლები გაცილებით მაღალი, 100 მილიარდ ევროზე მეტი, იქნება. „დღეს ჩვენმა სამხედრო მხარდაჭერამ 43-43,5 მილიარდს გადააჭარბა”, – აღნიშნა მან ევროკავშირის საგარეო […]

„სირცხვილია“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნით გათვალისწინებულ რეგისტრაციის გადაწყვეტილებას აუქმებს, ორგანიზაციის ხელმძღვანელი კი, თანამდებობას ტოვებს

მოძრაობა „სირცხვილია“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნით გათვალისწინებულ რეგისტრაციის გადაწყვეტილებას აუქმებს, ორგანიზაციის ხელმძღვანელი კი, თანამდებობას ტოვებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „სირცხვილია“ ავრცელებს. როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე მოძრაობა წერს, მათი გადაწყვეტილება, რეესტრში დარეგისტრირებასთან დაკავშირებით შეცდომა იყო. ამასთან, „სირცხვილია“ აცხადებს, რომ ისინი დაკისრებული ჯარიმების გადახდას არ აპირებენ. მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ გიორგი მჟავანაძე […]

სომხეთმა აზერბაიჯანს სამშვიდობო შეთანხმების გასაფორმებლად ახალი წინადადება წარუდგინა

სომხეთმა აზერბაიჯანს სამშვიდობო შეთანხმების გასაფორმებლად ახალი წინადადება წარუდგინა, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მინდა თქვენი ყურადღება ფუნდამენტურად ახალ წინადადებაზე გავამახვილო, რომელიც სომხეთმა აზერბაიჯანს წარუდგინა. ვაღიარებ, რომ ეს გუშინ მოხდა და ობიექტურად, ოფიციალურ ბაქოს ამ წინადადების არსის გაცნობისთვის დროც კი არ ჰქონია“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების ბოლო […]

„სირცხვილიას“, როგორც ჩანს, შერცხვა – ბექა ოდიშარია

„სირცხვილიას“, როგორც ჩანს, შერცხვა, წაიკითხა კანონი და მიხვდა, რომ არაფერია ისეთი, რაც მათ საქმიანობას, მოვალეობას, თუნდაც მავნებლურს, შეზღუდავდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა. მისივე თქმით, „სირცხვილიას“ მსგავსად, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც მოუწევთ კანონის წაკითხვა და შესაბამის რეესტრში დარეგისტრირება. „ბუნებრივია, ეს არის მორიგი სკანდალური აღიარება ე.წ არასამთავრობო ორგანიზაცია „სირცხვილიას“ მხრიდან, რომელიც მოგეხსენებათ, არის […]