საზღვარგარეთ ომებს დავასრულებთ, მთავრობაში კი კორუფციას დავამარცხებთ – ტრამპი

აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ 5 ნოემბრის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში „საზღვარგარეთ მიმდინარე ომებს“ დაასრულებს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა პენსილვანიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტობის კანდიდატმა ასევე პირობა დადო, რომ თეთრ სახლში დაბრუნების შემთხვევაში ქვეყნის მთავრობაში კორუფციას დაამარცხებს. „ერთად ვიბრძვით ჩვენი საზღვრების უსაფრთხოებისთვის, საზღვარგარეთ დავასრულებთ დაუსრულებელ ომებს. ჩვენ ვაერთიანებთ ძალისხმევას, რათა დავამარცხოთ კორუფცია […]
უკრაინის მხრიდან კურსკის ოლქზე თავდასხმის გამო ტერიტორიები არ გაიცვლება – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა „რაშა თუდეისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ კურსკის ოლქზე უკრაინის თავდასხმის გამო ტერიტორიების გაცვლა არ მოხდება. ლავროვის თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აღიარებს, რომ ტყვეები აჰყავს და მიწების დაკავება შემდგომი მოლაპარაკებებისთვის სურს. „ძალიან რთულია იმის განსჯა, თუ რა მიზანი და ჩანაფიქრი ჰქონდათ უკრაინელებს. მაგრამ ახლა პოლიტოლოგები ამას განიხილავენ. თვით ზელენსკიმაც კი […]
მემარცხენე პარტია „დაუმორჩილებელი საფრანგეთი“ ემანუელ მაკრონის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს

საფრანგეთის მემარცხენე ოპოზიციურმა პარტიამ, „დაუმორჩილებელმა საფრანგეთმა“ ქვეყნის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თანამდებობიდან გადასაყენებლად იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. ამის შესახებ განცხადება პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელმა, მატილდა პანომ გააკეთა. „დღეს პარლამენტის წევრებს გაეგზავნათ რესპუბლიკის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების რეზოლუციის პროექტი, კონსტიტუციის 68-ე მუხლის შესაბამისად, ერთობლივი ხელმოწერისთვის“, – წერს პოლიტიკოსი სოციალურ ქსელ X-ში. მიუხედავად იმისა, რომ „დაუმორჩილებელ საფრანგეთს“ 72 მანდატით […]
ფასს არეგულირებს ბაზარი – სააგენტო მევენახეების მოთხოვნას პასუხობს

ფასს არეგულირებს ბაზარი – სააგენტო მევენახეების მოთხოვნას პასუხობს “ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ისევე როგორც 2013 წლის შემდეგ ყველა რთველი, მიმდინარე წელსაც, ყურძნის მოსავლის დაბინავება ჩაივლის ორგანიზებულად და ყველა მევენახე-ფერმერი შეძლებს მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებას, რასაც კოორდინაციას რთველის საკოორდინაციო შტაბი უწევს. რაც შეეხება გარკვეული ჯგუფების უკმაყოფილებას ყურძნის ფასთან დაკავშირებით, ფასს არეგულირებს ბაზარი. აღნიშნული საკითხი მევენახე ფერმერებისა და […]
წელს მევენახეები რეკორდულ 350 მლნ ლარამდე შემოსავალს მიიღებენ – ღვინის ეროვნული სააგენტო

წელს მევენახეები რეკორდულ 350 მლნ ლარამდე შემოსავალს მიიღებენ – ღვინის ეროვნული სააგენტო 2024 წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი რეკორდულ, 300 ათას ტონას შეადგენს. წლევანდელი მოსავალი ასევე გამოირჩევა მაღალი ხარისხით. შესაბამისად, მიმდინარე წელს მევენახეები მიიღებენ რეკორდულ, 350 მლნ ლარამდე შემოსავალს, – ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, 2013-2023 წლებში, მევენახეებმა ყურძნის რეალიზაციით შემოსავლების სახით […]
დი მარია: ვან გაალი ყველაზე ცუდი მწვრთნელია

ცნობილმა არგენტინელმა შემტევმა ანხელ დი მარიამ თავისი კარიერის ყველაზე ცუდ მწვრთნელად ნიდერლანდელი ლუის ვან გაალი დაასახელა. ESPN-თან ინტერვიუში, ვეტერან ფეხბურთელს სთხოვეს, 3 საუკეთესო მწვრთნელი დაესახელებინა, რაზეც მან საინტერესო პასუხი გასცა. “3 საუკეთესო მწვრთნელს ვერ გეტყვით, მაგრამ ყველაზე ცუდი შემიძლია დაგისახელოთ და ეს ლუის ვან გაალია. ამაში გარწმუნებთ. თუ თქვენ ამაში რაიმე ეჭვი გაქვთ, მე მზად […]
ავარია რიკოთის გვირაბში, დამტვრეულია 5 ავტომობილი – თბილისის მიმართულებაზე მოძრაობა პარალიზებულია

რიკოთის გვირაბში, თბილისის მიმართულებაზე მოძრაობა პარალიზებულია. მიზეზი გვირაბში მომხდარი მასშტაბური ავტოსაგზაო შემთხვევაა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ ავარიაში მონაწილეობდა ევაკუატორიც, არსებული ინფორმაციით, დაზიანებულია დაახლოებით 5 ავტომობილი.
60 წლამდე კაცი მდინარე თერგში გადავარდა და დაიღუპა

სტეფანწმინდაში 60 წლამდე კაცი მდინარე თერგში გადავარდა და დაიღუპა. ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. უწყების ინფორმაციით, მაშველებმა ცხედრის ამოყვანა ცოტა ხნის წინ შეძლეს.
გიორგი ვაშაძე – დიდი ეროვნული თანხმობა გვჭირდება, რომ წავიდეთ წინ. არაფერი გვაქვს ჩვენ გასაყოფი, გარდა იმისა, ერთი სამშობლო გვაქვს და ეს სამშობლო ფეხზე უნდა დავაყენოთ. წინ, გამარჯვებისკენ!

დიდი ეროვნული თანხმობა გვჭირდება, რომ წავიდეთ წინ. არაფერი გვაქვს ჩვენ გასაყოფი, გარდა იმისა, ერთი სამშობლო გვაქვს და ეს სამშობლო ფეხზე უნდა დავაყენოთ. წინ, გამარჯვებისკენ! – ამის შესახებ კოალიცია „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, მათ კოალიციას ქვეყნისთვის ევროკავშირთან ერთად კეთილდღეობა მოაქვს, “ქართულ ოცნებას” კი, სურს, რომ ქვეყნისთვის სიღატაკე მოიტანოს. „ისინი მზად არიან […]
მამუკა მდინარაძე – სამწუხაროდ, ფაშისტურმა ბულინგმა “სირცხვილიაზე” გაიმარჯვა, ვერ ვიხსენით, აღარ რეგისტრირდებიანო

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მოძრაობა „სირცხვილიას“ გადაწყვეტილებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნით გათვალისწინებული რეგისტრაცია გაუქმოს, ეხმაურება. როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მდინარაძე წერს, „სირცხვილიაზე“ ბულინგმა გაიმარჯვა. „სამწუხაროდ, ფაშისტურმა ბულინგმა „სირცხვილიაზე” გაიმარჯვა, ვერ ვიხსენით, აღარ რეგისტრირდებიანო“, – წერს მდინარაძე. ცნობისთვის, მოძრაობა „სირცხვილიამ“ გუშინ, 30 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მათ „უცხოური გავლენის […]