5 ადამიანი დაიღუპა რუსეთის არმიის მიერ ქალაქ ჩასივ-იარის დაბომბვის შემდეგ

რუსეთის ჯარები 31 აგვისტოს დილით კვლავ დაესხნენ თავის დონეცკის ოლქის ქალაქ ჩასივ- იარს. „რუსებმა დღეს დილით ქალაქი დაბომბეს, ჭურვები კერძო სახლს და მაღალსართულიან შენობას მოხვდა“, – განაცხადა უკრაინის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვადიმ ფილაშკინმა. ჩასივ-იარის დაბომბვის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა. ფილაშკინმა განმარტა, რომ ყველა გარდაცვლილი 24-დან 38 წლამდე მამაკაცია. რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით […]

თამარ კორძაია – მოსარჩელეები საკმაოდ არგუმენტირებულები ვართ, რომ საკითხი 78-ე მუხლის ნაწილში უნდა განიხილონ, რადგან სხვანაირად კონსტიტუციის ეს მუხლი მოკვდება – არ მინდა წარმოვიდგინო, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამას გააკეთებს

მოსარჩელეები საკმაოდ არგუმენტირებულები ვართ იმასთან დაკავშირებით, რომ საკითხი 78-ე მუხლის ნაწილში უნდა განიხილონ, რადგან სხვანაირად მოკვდება კონსტიტუციის ეს მუხლი – არ მინდა წარმოვიდგინო, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამას გაუკეთებს საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს მოქალაქეებს,- ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო სარჩელის ერთ-ერთმა ავტორმა თამარ კორძაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, კონსტიტუციის […]

სოფლის მეურნეობაში ინოვაციური და კლიმატგონივრული ტექნოლოგიების დანერგვა ფინანსდება

სოფლის მეურნეობაში ინოვაციური და კლიმატგონივრული ტექნოლოგიების დანერგვა ფინანსდება სოფლის განვითარების სააგენტო იმერეთის რეგიონსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ინოვაციური ტექნოლოგიების საგრანტო პროგრამას განახორციელებს. პროგრამის ფარგლებში სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა ერთ პოტენციურ ბენეფიციარზე ჯამურად შეადგენს შესასყიდი საქონლის ღირებულების არაუმეტეს 50%-ს, მაგრამ არაუმეტეს 5 000 ლარს, ხოლო ქალის შემთხვევაში არაუმეტეს 60%-ს, მაგრამ არაუმეტეს 5 000 ლარის. როგორც სააგენტო განმარტავს, […]

2019 წლის შემდეგ, 80%-ით გაიზარდა მეშახტეების ხელფასი, გადაიარაღდა შახტები, გაუმჯობესდა შრომის უსაფრთხოება – პრემიერი მეშახტეებს პროფესიულ დღეს ულოცავს

2019 წლის შემდეგ, 80%-ით გაიზარდა მეშახტეების ხელფასი, გადაიარაღდა შახტები, გაუმჯობესდა შრომის უსაფრთხოება – პრემიერი მეშახტეებს პროფესიულ დღეს ულოცავს ერთმანეთისგან განუყოფელი ცნებებია ტყიბული და მეშახტე. ტყიბული იწოდება მეშახტეების ქალაქად და ყველას მინდა, მოგილოცოთ „მეშახტის დღე“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტყიბულში, მეშახტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, 2019 წლის შემდეგ, […]

პოლონეთში სინთეზური ოპიოიდების წარმოების უდიდესი ლაბორატორია განადგურდა

პოლონეთისა და უკრაინის სამართალდამცავმა უწყებებმა, ევროპული საპოლიციო ორგანიზაციის (ევროპოლი) მხარდაჭერით, პოლონეთში სინთეზური ოპიოიდების წარმოების უდიდესი ლაბორატორია გაანადგურეს და 195 კილოგრამი კრისტალური მეტადონი ამოიღეს. ამ ინფორმაციას ევროპოლი ავრცელებს. ორივე ქვეყანაში ჩატარებული 38 რეიდის დროს, პოლონეთის პოლიციის გამოძიების ცენტრალური ბიუროსა და უკრაინის ეროვნული პოლიციის ნარკოტიკებთან ბრძოლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პოლონეთსა და უკრაინაში ნარკოტიკების წარმოებაზე პასუხისმგებელი ქსელის შვიდი წევრი […]

რიკოთის გვირაბში 6 ავტომობილი დაიმტვრა. მოძრაობა გაჩერებულია

რიკოთის გვირაბში 5 ავტომობილი დაიმტვრა. მოძრაობა გაჩერებულია. “ცოტა ხანი ამ გზით ნუ ისარგებლებთ,” – წერს საზოგადოებრივი მოძრაობა “ჩემი ქალაქი მკლავს” სოციალურტ ქსელში. არსბეული ინფორმაციით შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

რიკოთის გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – ერთმანეთს 6 ავტომობილი შეეჯახა

რიკოთის გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს 6 ავტომანქანა შეეჯახა. არსბეული ინფორმაციით შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარის გამო საავტომობილო მოძრაობა დროებით შეფერხებული იყო, თუმცა ის ამ დროისთვის აღდგენილია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

სერგეი ლავროვი – ჩვენი ტერიტორიის შესახებ მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ

ჩვენი ტერიტორიის შესახებ მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. „ჩვენს ტერიტორიას არავისთან განვიხილავთ. ჩვენი ტერიტორიის შესახებ მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ. ახლა რაიმე სახის მოლაპარაკებების შესახებ ჩვენ არ ვსაუბრობთ“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა. ლავროვმა აღნიშნა, რომ კურსკის ოლქში უკრაინის გეგმების შესახებ მსჯელობა რთულია. „ჩვენ სიტუაციის რეალობის საფუძველზე მოგვარებისთვის მზად ვართ. […]

კრემლი “შეზღუდულად” აღიარებს კურსკთან დაკავშირებით ხელისუფლებით საზოგადოების უკმაყოფილებას – ISW

რუსეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი სოციოლოგიური სააგენტოები აღიარებენ კურსკის რეგიონში უკრაინის შეტევის ფონზე რუსეთში, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის საქმიანობით უკმაყოფილების “შეზღუდულ ზრდას”. ამის შესახებ 31 აგვისტოს ომის შემსწავლელმა ამერიკულმა ინსტიტუტმა (ISW) განაცხადა. ამერიკელი ანალიტიკოსები ასეთ დასკვნამდე რუსეთის საზოგადოებრივი აზრის ფონდისა და საზოგადოებრივი აზრის შესწავლის სრულიად რუსეთის ცენტრის ანგარიშების გაანალიზების შემდეგ მივიდნენ. კერძოდ, საზოგადოებრივი აზრის ფონდის გამოკვლევის თანახმად, […]

პოლონეთი 2025 წლის ბიუჯეტიდან თავდაცვისთვის რეკორდულ თანხას გამოყოფს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ პოლონეთის 2025 წლის ბიუჯეტში თავდაცვისთვის რეკორდული თანხები გამოიყოფა. პოლონეთის ფინანსთა მინისტრი ანდჟეი დომანსკი ამბობს, რომ ახალი 186 მილიარდი ზლოტის, ანუ დაახლოებით 43 მილიარდი ევროს შეთავაზება მშპ-ს 4,7%-ს შეადგენს. ეს არის 0.6-პროცენტიანი ზრდა წინა წელთან შედარებით, რითაც პოლონეთი უკვე მოწინავე ადგილზე იყო ნატოსა და ევროკავშირის შორის თავდაცვითი ხარჯების თვალსაზრისით. პოლონეთის […]