სალომე სამადაშვილი – გაჭირვებული კაცი ხავსს ეჭიდება და არჩევნების წაგებით შეშინებული რუსი ოლიგარქი ეკლესიის კალთას – ჩამოწერილი „ქოცები“ მონასტერში არ გაამწესოს, ვშიშობ, მეტი დამაჯერებლობისთვის

გაჭირვებული კაცი ხავსს ეჭიდება და არჩევნების წაგებით შეშინებული რუსი ოლიგარქი ეკლესიის კალთას – ჩამოწერილი „ქოცები“ მონასტერში არ გაამწესოს, ვშიშობ, მეტი დამაჯერებლობისთვის, – ამის შესახებ გაერთიანება “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ჯობია იძინა ივანიშვილი ისევ 100 ქარხნის დაპირებას დაუბრუნდეს.
„გაჭირვებული კაცი ხავსს ეჭიდება და არჩევნების წაგებით შეშინებული რუსი ოლიგარქი-ეკლესიის კალთას.
საკონსტიტუციო უმრავლესობა არ იყო მის ხელში ამდენ ხანს? მიეღოთ რაც უნდოდათ, კონსტიტუციას რომ ცვლიდნენ. საქართველოს ეკლესიას 17 საუკუნეა განსაკუთრებული როლი აქვს ამ ქვეყანაში და 2024 წლის აგვისტოში გაუნათდათ გონება „ქოცებს“?
ეკლესიის მითვისება არ გაუვიდა და მეორეჯერ ჩავწერ კონსტიტუციაში იმას, რაც უკვე წერიაო.
ჩამოწერილი „ქოცები“ მონასტერში არ გაამწესოს, ვშიშობ, მეტი დამაჯერებლობისთვის.
ჯობია ისევ 100 ქარხნის დაპირებას დაუბრუნდეს, ეგება კიდევ ვინმემ დაუჯეროს“, – წერს სამადაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

შოთა დიღმელაშვილი: მსოფლიოს გარშემო ამ ტაუერებზე სახელის ლიცენზია ბევრჯერ დაკარგულა, ბევრჯერ თავად პროექტი გაჩერებულა, ბათუმის ტრამპ ტაუერის პროექტს ივანიშვილი “ტრიუკს” უწოდებდა. ამ ფაქტების ერთობლიობიდან გამომდინარე შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ …

ზურაბ ჯაფარიძე: ზურაბ ჯაფარიძე: გავერთე და ფასები შევადარე ტრამპ თაუერის 1 კვ/მ-ზე დაანონსებულ ფასში, შეგიძლია იყიდო ბინა/აპარტამენტი: მადრიდში, ბარსელონაში, ლისაბონში, რომში, მილანში, ათენში…

ირმა ინაშვილი – თუ „პატრიოტთა ალიანსის“ და ღარიბაშვილის პოლიტიკური ერთობა შედგება, ეს სერიოზულ სიახლეს შემოიტანს პოლიტიკურ ველზე – ლილუაშვილს არ მოვიაზრებ იმიტომ, რომ პოლიტიკოსი არასდროს ყოფილა