“ბარსელონას” უარი ამის გამო ვუთხარი” – ნიკო უილიამსი

“ბილბაოს” შემტევმა ნიკო უილიამსმა Dazn-თან ინტერვიუში “ბარსელონაში” ჩაშლილი ტრანსფერის შესახებ ისაუბრა. მოგეხსენებათ, “ბლაუგრანას” ესპანელის დამატება ძალიან სურდა და მზად იყო მის სანაცვლოდ გამოსასყიდი თანხა 60 მილიონი ევროც გადაეხადა, თუმცა თავად ფეხბურთელმა მშობლიური კლუბის დატოვებაზე უარი განაცხადა. “შესანიშნავია, როცა მსოფლიო ფეხბურთის გრანდებს შენი დამატება უნდათ, თუმცა “ბილბაოს” დატოვებაზე არასდროს მიფიქრია, ეს ის ადგილია, სადაც ყოფნა ყველაზე […]
ვემხრობით კონსტიტუციაში ეკლესიის როლის მკაფიოდ დაფიქსირებას – ხაზარაძე

პარტია „ლელოს“ დამფუძნებელი და კოალიიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მისი პარტია ემხრობა „კონსტიტუციის დონეზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლის მკაფიოდ დაფიქსირებას“. „მიგვაჩნია, რომ ამაზე მთელი პოლიტიკური სპექტრი უნდა თანხმდებოდეს. ამიტომ, საკონსტიტუციო ცვლილებაზე კენჭისყრა გაიმართოს საპარლამენტო არჩევნებამდე. ეს ეკლესიას დაიცავს „ქართული ოცნების“ მიერ წინასაარჩევნო პროპაგანდაში ჩათრევის მცდელობისგან და საკონსტიტუციო დონეზე კიდევ ერთხელ გაამყარებს მის […]
არ ვრეგისტრირდებით, არ ვთვლით თავს უცხო ქვეყნის აგენტებად – „სისხლის უანგარო დონორები“

ორგანიზაცია „სისხლის უანგარო დონორები“ აცხადებს, რომ რუსული კანონის ფარგებლში შექმნილ რეესტრში არ დარეგისტრირდებიან. „2024 წლის პირველი სექტემბრიდან ვაგრძელებთ მუშაობას საგანგებო რეჟიმში ამ წლის 26 ოქტომბრამდე. მერე ვნახოთ. კერძოდ, ყველა პოსტს ექნება განცხადება, ტექსტით, რომ „სისხლის უანაგრო დონორები“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას! რუსული კანონი გააქრობს სამოქლაქო სექტორს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.როცა დახმარება დაგჭირდებათ, აღარავინ […]
რუსეთი კურსკის ოლქზე უკრაინის თავდასხმას უკვე პასუხობს – დიმიტრი პესკოვი

რუსეთი უკვე პასუხობს და გააგრძელებს პასუხის გაცემას კურსკის ოლქზე უკრაინის თავდასხმაზე, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. ”პასუხის გაცემა, ფაქტობრივად, უკვე ხდება, რატომ ფიქრობთ, რომ ეს არის რაღაც ერთჯერადი მოვლენა? თქვენ ხედავთ ჩვენი შეიარაღებული ძალების გადამწყვეტ მოქმედებებს, უდავოა, რომ ისინი გაგრძელდება, – აღნიშნა პესკოვმა. შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის კურსკის ოლქში ოპერაციას […]
მეცნიერებმა ხელოვნური სისხლი შექმნეს

ვარშავის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერებმა პოლონეთში შექმნეს ხელოვნური სისხლი, რომელსაც შეუძლია შეასრულოს ნამდვილი სისხლის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია – ქსოვილებში ჟანგბადის გადატანა და მათგან ნახშირორჟანგის ამოღება. ხელოვნური სისხლი არ არის წითელი, ის არის რძისფერი და უსუნო. იგი შექმნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს ადამიანს საგანგებო სიტუაციებში, მაგალითად, თუ უბედური შემთხვევის დროსადამიანმა დიდი ოდენობით დაკარგა სისხლი. გარდა ამისა, ხელოვნური სისხლი […]
პარალიმპიურ თამაშებზე ქართველი პარამძლეოსანი გიგა ოჩხიკიძე ბირთვის კვრაში ოქროს მედლის მფლობელი გახდა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა

პარიზში მიმდინარე 2024 წლის პარალიმპიურ თამაშებზე ქართველი პარამძლეოსანი გიგა ოჩხიკიძე ბირთვის კვრაში (F53) ოქროს მედლის მფლობელი გახდა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ოჩხიკიძემ ბირთვი 9,66 მეტრზე გაისროლა და საქართველოს პარალიმპიურ ნაკრებს ტურნირზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა. ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოს პარიზში მიმდინარე პარაოლიმპიურ თამაზებზე 2 მედალი აქვს. ქვეყნის სახელით პირველი, ბრინჯაოს მედალი პარატაეკვონდოისტმა, ანა ჯაფარიძემ მოიპოვა.
ლევან ბეჟაშვილი – ცესკოს მხრიდან კომისიების წევრებად საჯარო მოხელეების დანიშვნა შიშზე დაფუძნებული ნაბიჯია, მაგრამ ამ არჩევნების ბედს ვერანაირი კომისია ვერ გადაწყვეტს, არჩევნების ბედს ხალხი გადაწყვეტს

ცესკოს მხრიდან კომისიების წევრებად საჯარო მოხელეების დანიშვნა შიშზე დაფუძნებული ნაბიჯია, მაგრამ ამ არჩევნების ბედს ვერც ცენტრალური საარჩევნო კომისია და ვერც ვერანაირი კომისია ვერ გადაწყვეტს, ამ არჩევნების ბედს გადაწყვეტს ქართველი ხალხი, – ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების” ეს ნაბიჯი არის შიშზე დაფუძნებული, იმიტომ რომ იციან, არჩევნებს წააგებენ და […]
ევროპაში ალკოჰოლიანი ლუდის ხარშვა შეამცირეს და უალკოჰოლო ლუდის წარმოება გაზარდეს

2023 წელს ევროკავშირის ქვეყნებმა 5%-ით ნაკლები ლუდი მოხარშეს, ვიდრე წინა წელს, უალკოჰოლო ლუდის წარმოება 13,5%-ით გაიზარდა. ამას მოწმობს ევროპული სტატისტიკური სააგენტოს Eurostat-ის მონაცემები. გერმანია ტრადიციული ლუდის უმსხვილესი მწარმოებელია – ევროკავშირის ლუდის 22,3% სწორედ გერმანიაში იხარშება. გერმანია გახდა ევროკავშირის ლიდერი უალკოჰოლო ლუდის წარმოებაშიც. ევროკავშირის გარეთ ევროპული ლუდის ძირითადი მყიდველები არიან დიდი ბრიტანეთი (მთლიანი ექსპორტის 22,8%), აშშ […]
რუსული კანონის რეესტრში განაცხადების მისაღებად იუსტიცია კვირასაც მუშაობს

რუსული კანონის ფარგლებში შექმნილ რეესტრში რეგისტრაციისთვის განაცხადები მისაღებად იუსტიციის სახლი კვირასაც მუშაობს. იუსტიციის სახლის განცხადებით, დღეს, პირველ სექტემბერს, კვირას დღეს დაინტერესებულ პირებს/სუბიექტებს შეუძლიათ მათ ფილიალებს 10:00-დან 17:00 საათამდე მიმართონ, საქართველოს 30 ქალაქში. იუსტიციის სახლის განცხადებით, რუსული კანონის ფარგლებში შექმნილ რეესტრში დარეგისტრირების ვადა ორგანიზაციებისთვის 2 სექტემბრის ჩათვლითაა განსაზღვრული. რუსული კანონი საქართველოში 3 ივნისიდან მოქმედებს. ის გრანტის […]
შაბათს დაკარგული მი-8 ვერტმფრენის ნამსხვრევები კამჩატკაში იპოვეს. დაიღუპა 22 ადამიანი

ერთდღიანი ძებნის შემდეგ სამაშველო ჯგუფებმა მიაგნეს მი-8 შვეულმფრენის ნამსხვრევებს, რომელიც კამჩატკაში შაბათს დილით დაიკარგა. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ნამსხვრევები იმ ადგილის მახლობლად იპოვეს, საიდანაც მფრინავები ბოლოს დაუკავშირდნენ. ოპერატიულმა სამსახურებმა საინფორმაციო სააგენტო “ტასს” აცნობეს, შვეულმფრენი გორაკს დაეჯახა და დაიმსხვრა. ავიაკომპანია “ვიტიაზ-აეროს” კუთვნილი „ვერტმფრენი ასრულებდა ფრენას ვულკან ვაჩკაჟეცის რაიონის მოედნიდან ნიკოლაევკის მოედნის მიმართულებით. მაგრამ დათქმულ დროს, დაახლოებით […]