ჩაკვეტაძემ 77-ე წუთამდე ითამაშა – “უოტფორდმა” ზედიზედ სამი მოგების შემდეგ წააგო

ჩემპიონშიფის მეოთხე ტურში „უოტფორდი“ გასვლაზე „შეფილდ იუნაიტედთან“ 0:1 დამარცხდა. მასპინძლები დებიუტში დაწინაურდნენ, რის შემდეგაც სტუმრებს ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ, როდესაც გიორგი ჩაკვეტაძემ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა. მე-16 წუთზე „იუნაიტედმა“ პენალტი მოიპოვა, თუმცა კიფერ მურის დარტყმული ბურთი მეკარე დანიელ ბახმანმა მოიგერია. მეორე ტაიმი ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, ჩაკვეტაძე აქტიური იყო, პარტნიორებს რამდენიმე კარგი პასი გაუკეთა, კარშიც დაარტყა, მაგრამ […]

დუროვმა დაკითხვის დროს განაცხადა, რომ იგი თანამშრომლობდა საფრანგეთის კონტრდაზვერვასთან-“ლიბერასიონი”

საინტერნეტო შეტყობინებების აპლიკაციის, „ტელეგრამის“ თანადამფუძნებელმა პაველ დუროვმა, პარიზში დაკითხვის დროს თქვა, რომ იგი თანამშრომლობდა საფრანგეთის სპეცსამსახურებთან. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “ლიბერასიონი” ავრცელებს ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით. გამოცემის ცნობით, დუროვი კონტაქტში იყო საფრანგეთის შიდა უსაფრთხოების მთავარი დირექტორატის (DGSI) კონტრდაზვერვის წარმომადგენლებთან. სპეცსამსახურთან კომუნიკაციისთვის მან სავარაუდოდ გახსნა ოფიციალური საკომუნიკაციო არხი “ცხელი ხაზით და სპეციალური ელექტრონული ფოსტის მისამართით.” როგორც „ლიბერასიონის“ […]

გიგა ოჩხიკიძეს ოქროს მედალიც დაუბრუნდა და მსოფლიოს რეკორდიც

გიგა ოჩხიკიძეს ოქროს მედალიც დაუბრუნდა და მსოფლიოს რეკორდიც, – წერს სოციალურ ქსელში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი. „არიიიის! სენ დენიზე საქართველოს ჰიმნი მაინც გაჟღერდება! დავიცავით გიგას უფლებები! კომისიამ საბოლოო ვერდიქტი გამოაცხადა და გიგას ოქროს მედალიც დაუბრუნდა და მსოფლიოს რეკორდიც! გიგა ოჩხიკიძე უკვე ორგზის ჩემპიონი ხარ!“, – წერს იონათამიშვილი. მანამდე […]

Oman Air პირველ კლასს Business Studio-ითი ანაცვლებს

ავიაკომპანია Oman Air-მა გადაწყვიტა, რომ 9 სექტემბრიდან First Class-ის რებრენდინგი მოახდინოს და მის ნაცვლად ახალი ბიზნეს კლასი Business Studio დანერგოს. თავდაპირველად სერვისი ხელმისაწვდომი იქნება ბანგკოკისა და ლონდონის მიმართულებით ფრენებზე. ავიაკომპანია ამჟამად სთავაზობს პირველ კლასს თავისი ცხრა Boeing 787-დან მხოლოდ ორში: მათგან მხოლოდ ორს აქვს რვა ადგილიანი სალონი, რომელიც განლაგებულია ორ რიგში. როგორც კომპანია გვპირდება, ბორტზე […]

გიგა ოჩხიკიძის შედეგი გააუქმეს – დელეგაციამ გადაწყვეტილება გაასაჩივრა

პარიზის პარალიმპიადის ბირთვის კვრის შეჯიბრების ორგანიზატორებმა ქართველი პარაათლეტის გიგა ოჩხიკიძის ოქროს მედალი და მსოფლიო რეკორდი გააუქმეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა Facebook-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტით დაადასტურა. “როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, გიგა ოჩხიკიძის შედეგები გაასაჩივრეს მოროკოს და ირანის დელეგაციებმა, მას შემდეგ, რაც ოფიციალურად გამოცხადდა გამარჯვებული და ყველა ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა გიგა […]

გოჩოლეიშვილმა პენალტი მოიპოვა – კაცნაკლულმა “კოპენჰაგენმა” გაიმარჯვა

დანიის ჩემპიონატის მეშვიდე ტურში „კოპენჰაგენმა“ სახლში „ბრონდბიუ“ 3:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ მასპინძლები მარკოს ლოპესის გაძევების გამო 43-ე წუთზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ. „კოპენჰაგენის“ მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი სასტარტოში იყო, მე-17 წუთზე დრიბლინგი წამოიწყო, მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, სადაც ჯეიკობ რასმუსენმა წააქცია, მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ პენალტი დანიშნა, რომელიც კევინ დიკსმა გამოიყენა. ქართველი 90+2-ე წუთზე შეცვალეს. მისი თამაში sofascore-მ […]

გადაწყვეტილება საბოლოოა – ოჩხიკიძეს ოლიმპიური ოქრო დაუბრუნეს!

პარამძლეოსან გიგა ოჩხიკიძეს ბირთვის სროლაში მოპოვებული ოლიმპიური ოქროს მედალი დაუბრუნეს. როგორც მოგახსენეთ, გიგამ დღეს კვრაში საუკეთესო შედეგი აჩვენა და მსოფლიო რეკორდიც დაამყარა, თუმცა მისმა მეტოქეებმა აღნიშნული შედეგი გაასაჩივრეს და გიგას მედალი ჩამოართვეს, ქართულმა დელეგაციის აპელაციის შემდეგ საერთაშორისო პარალიმპიურმა კომიტეტმა ქართველი ბირთვისმკვრელის ნაჩვენები შედეგი აღადგინა. გიგამ ბირთვის კვრაში 9,66 მეტრი დააფიქსირა, რითაც მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ტურნირზე […]

“სოს” – წყლის დონე 2023 წელს რეკორდულად გაიზარდა – გაერო

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ აგვისტოს ბოლო კვირაში, განგაშის და უბედურების სიგნალი “სოს”, კიდევ ერთხელ გამოსცა და შეეცადა მსოფლიო ლიდერთა ყურადღება დედამიწის დათბობისა და ყინულოვანი საფარის დნობის პრობლემისადმი მიეპყრო. 27 აგვისტოს, გაერომ მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ახალი ანგარიში წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, გასულ წელს, წყლის დონე დედამიწის რამდენიმე რეგიონში, კერძოდ – წყნარი ოკეანის აუზში – მოსალოდნელზე სწრაფად გაიზარდა და […]

Volocopter-მა პარიზის თავზე სატესტო ფრენები განახორციელა – როდის გაააქტიურებს საჰაერო ტაქსების სერვისს

საჰაერო ტაქსის მწარმოებელმა გერმანულმა კომპანია Volocopter-მა ოლიმპიური თამაშების დროს საცხენოსნო და ხუთჭიდის შეჯიბრებების ადგილის მახლობლად საცდელი ფრენა განახორციელა. ქალაქში ელექტრო საჰაერო ტაქსების რეგულარული გამოყენებისთვის მომზადების ვალიდაციის ეტაპი პარიზის მახლობლად მდებარე Saint-Cyr-l’Ecole აეროდრომზე დაიწყო, რომელიც სპეციალურად ამ მიზნით გაიხსნა. უნიკალური VTOL თვითმფრინავი, რომელიც ვერტიკალურად აფრენა/დაფრენას ახორციელებს შესაძლოა განსაკუთრებით მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში საგზაო ტრანსპორტის ალტერნატივად იქცეს. იმისთვის, […]

ენათმეცნიერების ინსტიტუტი გაემიჯნა მარინა ბერიძის მოსაზრებებს „აგენტების კანონზე“

ენათმეცნიერების ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ნანა მაჭავარიანი გაემიჯნა საკონსტიტუციო სასამართლოში ენათმეცნიერი მარინა ბერიძის ჩვენებას და მის კვლევას „აგენტების კანონის“ ფორმალური დასახელების შესახებ. პირველ სექტემბერს, პროსახელისუფლებო ტელევიზია „რუსთავი 2-მა“ გაავრცელა ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის, ნანა მაჭავარიანის კომენტარი. მაჭავარიანი ამბობს, რომ ბერიძის პოზიცია „არ ემთხვევა არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის პოზიციას“. „ინსტიტუტს ასეთი კვლევა, რასაც იგი თვითონ კვლევას ეძახის, არ […]