ცესკოს თავმჯდომარე – არ ვფიქრობ, რომ ნდობა დაკარგული გვაქვს, ესეც მიზანმიმართულად შექმნილი აღქმების გამოძახილია – თავისუფალი ვარ ყველანაირი პოლიტიკური თუ კორპორაციული გავლენისგან!

არ ვფიქრობ, რომ ნდობა დაკარგული გვაქვს. ესეც გარკვეულწილად მიზანმიმართულად შექმნილი აღქმების გამოძახილია. კითხვებისგან, სპეკულაციისგან, მანიპულაციისგან, რა თქმა უნდა, დაცულები არ ვართ, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რითაც ცესკოს მიმართ ნდობის ხარისხთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა. მისი განმარტებით, ტექნოლოგიები მაღალ სიზუსტესა და გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, რაც საზოგადოებაში ცესკო-ს მიმართ ნდობას […]

გიორგი კალანდარიშვილი – გაყალბება ძალიან მძიმე ბრალდებაა და მას მტკიცებულებები სჭირდება, მე ამას უფრო სპეკულაციებს დავარქმევდი – ჩვენ ბევრი რამ გვესმოდა, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა, არ გვინახავს არცერთი დადასტურებული შემთხვევა

გაყალბება ძალიან მძიმე ბრალდებაა და მას შესაბამისი მტკიცებულებები სჭირდება. მე ამას უფრო მანიპულაციებს, სპეკულაციებს დავარქმევდი. ჩვენ ბევრი რამ გვესმოდა, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა, არ გვინახავს არცერთი დადასტურებული, დამტკიცებული შემთხვევა, რომელიც კენჭისყრის დღის სხვა პროცედურებთან მიმართებით რაიმე დანაშაულს გამოკვეთდა, – ამის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რითაც საარჩევნო […]

აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნებში ილჰამ ალიევის პარტია იმარჯვებს

აზერბაიჯანის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია, „ახალი აზერბაიჯანი“ უმრავლესობას მოიპოვებს. აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მაზაჰირ პანახოვმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტია 125-ადგილიან მილი მეჯლისში 68 მანდატს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ, „აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიამ“ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ არსებულ პირობებში არჩევნებში მათ მონაწილეობას აზრი არ ჰქონდა. […]

პარლამენტში დღეს ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის განხილვა განახლდება

პარლამენტი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის განხილვას უბრუნდება. ცვლილებებს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავს. კანონი მათ შორის არეგულირებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ერთნაირსქესიანთა ქორწინება, არასრულწლოვანთა შვილად აყვანა და სქესის შეცვლის ოპერაციები. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კანონი პირველი მოსმენით უკვე მიღებულია. მმართველი გუნდისთვის ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ლგბტ პროპაგანდის […]

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სტუდენტებისთვის

ბაკალავრები და მაგისტრები – 16 სექტემბერი ალტე უნივერსიტეტი პირველკურსელთა რეგისტრაცია 2 ეტაპად: ადმინისტრაციული რეგისტრაცია: 9-დან 12 სექტემბრის ჩათვლით აკადემიური რეგისტრაცია: 17-დან 21 სექტემბრის ჩათვლით ბაკალავრები – 23 სექტემბერი მაგისტრები – 30 სექტემბერი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი პირველკურსელთა რეგისტრაცია: 2-დან 12 სექტემბრის ჩათვლით (ყოველდღე, 10:00 დან 18:00 საათამდე) ბაკალავრები – 9 სექტემბერი მაგისტრები – 30 სექტემბერი საქართველოს […]

ცხელი და უნალექო ამინდი – ნახეთ, პროგნოზი ქალაქების მიხედვით

2 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი. 2 სექტემბერს ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 🌤 ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება. 2 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 32 სექტემბერს ცხელი და უნალექო […]

გიორგი კალანდარიშვილი – კენჭისყრის დღეს, თეორიულად, ვინმეს მანიპულაცია რომ სურდეს, ამის ალბათობა ძალიან დაბალია, ეს მხოლოდ ჰიპოთეტურ დაშვებებში შეიძლება იყოს – ახალი ტექნოლოგიის გამოყენებისას გაყალბების რისკები ორმაგად და სამმაგად გადაზღვეულია

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განკარგულებით, არჩევნები 26 ოქტომბერს ოფიციალურად დანიშნა და შესაბამისად, ოფიციალურად დაიწყო წინასაარჩევნო კამპანიაც. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები პირველი არჩევნებია, რომელიც სრულად პროპორციული ფორმატით იმართება და 3030 საარჩევნო უბანში, ამომრჩევლებმა პარლამენტის 150-ვე დეპუტატი პარტიული სიიდან უნდა აირჩიონ. მიმდინარე წლის არჩევნები გამორჩეული იმითაცაა, რომ ის ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით იმართება, ამასთან, კანონმდებლობით, პარტიებს აღარ აქვთ ბლოკების […]

ბუტიკური სასტუმროების მსოფლიო ბაზარი 2033 წლისთვის 18 მილიარდ დოლარს მიაღწევს – Allied Market Research

Allied Market Research-ის ანგარიშის მიხედვით, ბუტიკური სასტუმროების ბაზარი 2023 წელს 9,8 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული, 2033 წლისთვის ის 18 მილიარდ დოლარს მიაღწევს, ხოლო საშუალო წლიური ზრდის ტემპი ამ პერიოდში 6,4% იქნება. ექსპერტები ამბობენ, რომ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ბუტიკ სასტუმროების განვითარებას, არის მომხმარებლის პრეფერენციების შეცვლა უნიკალური სამოგზაურო გამოცდილებისკენ. მათი მიმზიდველობითა და პერსონალიზებული სერვისით, […]

7 წელში მიკროსაფინანსო სექტორის მთლიანი პორტფელის მოცულობა 600 მლნ ლარით გაიზარდა – ლიმიტის ზრდის ეფექტს მთავრობა აფასებს

რა ფინანსურ-ეკონომიკური შედეგი გამოიღო „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ კანონში ლიმიტის 50 000 ლარიდან 100 000 ლარამდე ზრდამ 2017 წლიდან დღემდე? – ამის შესახებ აღნიშნულია „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ კანონში ცვლილებათა პაკეტის განმარტებით ბარათში, რომლის მიხედვით, მთავრობას მიკროკრედიტის ჯამური ლიმიტის ისევ ზრდა სურს, ამჯერად 100 000 ლარიდან 200 000 ლარამდე. პარლამენტში განსახილველად „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებია წარდგენილი, […]

2 სექტემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თელასის ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 2 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ხეხილ სანარგე მეურნეობის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ცოტნე დადიანის, მერი შერვაშიძის, იოსებ ჟორდანიას, ზამთრიანის, ბეთაშვილის, გენო ადამიას, ტარას კვარაცხელიას, თამარ და აკაკი პაპავების, ხუდადოვის (ნაწილობრივ), ხეჩუაშვილის, ორჯონიკიძე-ტოროშელიძის და არქიმანდრიტ ილია […]