ირაკლი ზარქუა – ჩვენი ინიციატივაა, რომ კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ მართლმადიდებლობა და კონსტიტუციაში ავსახოთ რელიგიის როლი

ჩვენი ინიციატივაა, რომ კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ მართლმადიდებლობა, რელიგიის როლი და კონსტიტუციაში ავსახოთ დამოკიდებულება, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია მართლმადიდებლობა და რელიგია, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან ხელისუფლების მხრიდან საპატრიარქოსთვის შეთავაზებულ ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, “ქართული ოცნება” ყველაფერს გააკეთებს, რომ ეკლესია დაიცვას და გააძლიეროს. “დედა ეკლესიაზე უსამშობლოებისა და მათი პატრონების შემოტევა არაერთხელ […]
მიხეილ სააკაშვილი მოსამართლეს – თქვენ თუ იცით, ვის ელაპარაკებით? მე ვარ მიხეილ სააკაშვილი – ვეღარ გამაჩუმებთ! ცოტა ხანი დაგრჩათ

თქვენ თუ იცით, ვის ელაპარაკებით? მე ვარ მიხეილ სააკაშვილი – ვეღარ გამაჩუმებთ! ცოტა ხანი დაგრჩათ, – ასე მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ პროცესზე სიტყვით გამოსვლისას მოსამართლეს, რომელმაც თავის მხრივ, ყოფილ პრეზიდენტს მოუწოდა, სიტყვით გამოსვლა დაემთავრებინა. სააკაშვილის თქმით, მთელს მსოფლიოს აინტერესებს მისი აზრი, თუმცა „მოსამართლეს და მის პატრონებს – არა“. „მოსამართლე, მესმის, რომ თქვენ […]
ისრაელში, მძევლების დაბრუნების მოთხოვნით, საყოველთაო გაფიცვა მიმდინარეობს

ისრაელში საყოველთაო გენერალური გაფიცვა დაიწყო იმ ფონზე, როცა ღაზაში 6 მძევლის ცხედრების აღმოჩენის შემდეგ ქვეყანაში ათასობით ადამიანმა საპროტესტო აქციები გამართა და ხელისუფლებას მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევის დაჩქარებისკენ მოუწოდა. ისრაელის უმსხვილესმა პროფკავშირმა, „ჰისტადრუტმა“, დღეს დილიდან, ადგილობრივი დროით 6:00 საათიდან ქვეყნის მასშტაბით გენერალური გაფიცვის განკარგულება გასცა. მედიის ინფორმაციით, დაიხურა სამთავრობო და მუნიციპალური ოფისები, ასევე სკოლები და […]
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა იწყება

23 სექტემბრიდან სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პროგრამაზე საკუთარი სურვილით, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მინიჭების გარეშე, კონტრაქტის საფუძველზე მიიღებიან 30 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები, რომელიც არიან ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მე-3 და მე-4 კურსის აქტიური სტატუსის […]
ცხინვალმა თბილისს საქართველოს მოქალაქე გადასცა, რომელმაც ე.წ. საზღვარი დაარღვია

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე, რომელმაც ცხინვალის ე.წ. საზღვარი დაარღვია, ჯარიმების გარეშე გაათავისუფლეს. “2024 წლის 31 აგვისტოს საქართველოს მოქალაქე, 2006 წელს დაბადებული ბაძაღუა ანი , სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ხელისუფლების თანამშრომლებმა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის ლენინგორის (ახალგორის) რაიონის სოფელ ამძარინის მიმდებარედ დააკავეს,” – განაცხადეს დეპარტამენტში [დე ფაქტო]. […]
ოზურგეთიდან გომისმთამდე მისასვლელი 21 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. მგზავრობა უკვე 45 წუთშია შესაძლებელი

ოზურგეთიდან გომისმთამდე მისასვლელი 21 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. მგზავრობა უკვე 45 წუთშია შესაძლებელი. პროექტის ფარგლებში განახლდა გზის საფარი და ხელოვნური ნაგებობები, მოეწყო ადგილობრივ გზებთან მიერთებები, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნები და მგზავრთა მოსაცდელი პავილიონები. გურიის რეგიონში ახლახან დასრულდა ბახმარომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციაც. საერთო ჯამში, გურიაში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 71 კმ-ზე მეტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის რეაბილიტაცია-მშენებლობა დასრულდა.
ქარელში 28 წლის კაცი გაგუდეს

პოლიციამ შიდა ქართლში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 2 პირი: „დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქარელის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1996 წელს დაბადებულ ნ.ჯ.-ს განზრახ მკვლელობის მიზნით, თოკით ხელები შეუკრეს და გაგუდეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 25-108-ე მუხლებით […]
,, წარმოგიდგენიათ, მე მეთქვა, რომ ცენტრალურ პარკს ავაშენებდი თბილისში ან ლაგუნა ვერეს გავაკეთებდი და იქ ათი წელი არაფერი გაკეთებულიყო?” – სააკაშვილი
სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე, დისტანციურად ჩართვის დროს განაცხადა: „თავდაპირველად, მინდა, მივესალმო გამოცდილ ევროპელ პოლიტიკოსს, ანა ფოტიგას, რომელიც დარბაზში იმყოფება. მინდა დიდი მადლობა გითხრათ ყველაფრისთვის, რომ ყველაზე რთულ მომენტში არ მიატოვეთ საქართველო და მათ შორის, არ მიმატოვეთ მე იმ განსაცდელში, რომელშიც მამყოფებს რუსული ხელისუფლება საქართველოში. საქართველოს ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული მთავრობა დღეს, აი ამ დარბაზში მასამართლებს საქართველოში კი […]
მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით სააგენტოში 570 განაცხადი დაფიქსირდა – კონკურენციის სააგენტო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში (GCCA), 2024 წლის რვა თვის მონაცემების მიხედვით, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, 570 განაცხადი დაფიქსირდა. – აღნიშნულ პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 59 დარღვევის ფაქტი დადასტურდა – 123 საქმეზე. – GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 34 მოვაჭრეს – 47 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა, ჯამში – 38 301 ლარი. – […]
სააკაშვილი: საქართველოს ისტორიაში ბოლო წლებში ძალიან ბევრი სამარცხვინო ფურცელი ჩაიწერა

საქართველოს ისტორიაში ძალიან ბევრი სამარცხვინო ფურცელი ჩაიწერა ბოლო დღეებში, თვეებსა თუ წლებში. ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც ყოველი მესამე ბავშვი შიმშილობს. ეს არის UNICEF-ის მონაცემი. ბანკები ხალხს ჯიბიდან ბოლო კაპიკებს აცლის. ეს არის ქვეყანა, სადაც ფასები მონოპოლიზებულია და კორუფციამ ყველაფერი წალეკა. ამ კორუფციის გამო, ხშირად ფასები ორჯერ და სამჯერ მეტია, ვიდრე დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ეს არის […]