გია ხარჩილავა: რუსული კანონის გამო წალენჯიხის მუნიციპალიტეტს გრანტი გაუუქმდა

წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას განცხადებით, რუსული კანონის მიღების გამო, წალენჯიხის მუნიციპალიტეტს ევროპული გრანტი გაუუქმდა. ამის შესახებ ხარჩილავამ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. “მუნიციპალიტეტმა გრანტი მიიღო და გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლებამ ჯიუტად მიიღო ეს კანონი, გაუქმდა ეს გრანტი. მე გაგაცნობთ მიმდინარე პროცესებს – ტურიზმის სტრატეგია წალენჯიხაში არის გაუქმებული. ჩვენ ჩავეხსენით ევროპას, ჩვენ ჩავეხსენით მეგობრებს, ჩავეხსენით დაფინანსებას და პირველი […]
“პირველივე დღიდან ვცდილობთ აქციის მონაწილეებთან მოლაპარაკებას, თუმცა ამაზე უარს ამბობენ” – Georgian Manganese

პირველივე დღიდან აქციის მონაწილეებთან მოლაპარაკებას ვცდილობთ, თუმცა ისინი მოლაპარაკებაზე არ მოდიან, – ამის შესახებ BM.GE-ს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზში“ განუცხადეს. აღსანიშნავია, რომ სოფელ შუქრუთში, პროტესტის 173-ე დღეს, მოქალაქეებმა პირი ამოიკერეს და შიმშილობა დაიწყეს. მოსახლეობა კომპანია GM-ისგან დანგრეული სახლებისა და განადგურებული გარემოსთვის სამართლიან კომპენსაციას მოითხოვს. კომპანიის ცნობით, აქციის მონაწილეები, რომლებიც კომპენსაციას ითხოვენ, შესაბამისი თანხები უკვე აღებული აქვთ. […]
მარკეტა გრეგოროვა – თუ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მანიპულაციას ექნება ადგილი, ჩვენ გვაქვს ბელარუსის პრეცედენტი, როცა ევროკავშირმა არ აღიარა ლუკაშენკო, როგორც პრეზიდენტი და ქვეყანა დავასანქცირეთ

ტექნიკურად ახლა ყველაზე დიდი გამოწვევა მთელი საქართველოსთვის არის მომავალი არჩევნები და როგორ ჩაივლის ის, რადგან „ქართული ოცნების“ განცხადებებით ჩანს, რომ თუ ისინი მიიღებენ საკონსტიტუციო უმრავლესობას, სურთ ოპოზიციის თუ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის აკრძალვა. ეს პირდაპირ საწინააღმდეგოა იმისა, რასაც დემოკრატია თავის თავში გულისხმობს. ეს, ასევე, იქნებოდა ხელისუფლების დე ფაქტო მიტაცება,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ “თბილისი […]
მიხეილ სააკაშვილი – მინდა, მივესალმო ანა ფოტიგას, რომ ყველაზე რთულ მომენტში არ მიატოვეთ საქართველო და არ მიმატოვეთ მე იმ განსაცდელში, რომელშიც მამყოფებს რუსული ხელისუფლება საქართველოში

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას” სურს, რომ მისი ყველანაირი კვალი წაშალოს. როგორც სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, „საქართველოს ისტორიაში ბოლო დღეების, თვეების თუ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი სამარცხვინო ფურცელი ჩაიწერა”. „თავდაპირველად, მინდა, მივესალმო გამოცდილ ევროპელ პოლიტიკოსს, ანა ფოტიგას, რომელიც დარბაზში იმყოფება. მინდა დიდი მადლობა გითხრათ ყველაფრისთვის, რომ ყველაზე რთულ მომენტში […]
შსს – ქარელში განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულია 2 პირი – ბრალდებულებმა ახალგაზრდა მამაკაცს თოკით ხელები შეუკრეს და გაგუდეს

პოლიციამ შიდა ქართლში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 2 პირი. შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული ე.მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო მისი ძმა 1959 წელს დაბადებული ე.მ. ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარების ფაქტზე დააკავეს. „დანაშაული 15 […]
ზურაბ ჯაფარიძე – ის, რომ სამოქალაქო ორგანიზაციები უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში არ რეგისტრირდებიან, კარგია – რეგისტრაცია და დამღის მოწებება არის პირველი ნაბიჯი, ისე როგორც ეს მოხდა რუსეთში

ის, რომ სამოქალაქო ორგანიზაციები უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში არ რეგისტრირდებიან, კარგია – აბსოლუტურ უმრავლესობას თავიდანვე ჰქონდა გააზრებული, რომ ეს რეგისტრაცია და დამღის მოწებება არის პირველი ნაბიჯი, ისე როგორც ეს მოხდა რუსეთში, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ განაცხადა. მისივე თქმით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოსგან […]
ნინო დოლიძე რუსულ კანონზე: ეწინააღმდეგება ეროვნულ ინტერესებს, არ ვაპირებთ რეგისტრაციას

ჩვენმა ორგანიზაციამ ძალიან დიდი ხნის წინ განაცხადა, რომ ჩვენ არ ვაპირებთ რუსული კანონის შესაბამისად და მიხედვით რეგისტრაციას, იმიტომ, რომ ეს კანონი არის ღირსების შემლახავი, ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს, საქართველოს კონსტიტუციას და ასევე, რაც მთავარია, ეს კანონი გამოიწვევს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას და ზოგადად და დემოკრატიული განვითარების შეჩერებას. ამიტომ, ცხადია, ისეთი კანონის შესაბამისად არ დავრეგისტრირდებით, რომელიც არის […]
როსტოვის ოლქში, პროლეტარსკში, ბოლოს და ბოლოს ჩააქრეს ხანძარი ნავთობის საცავში

როსტოვის ოლქში, პროლეტარსკში, ბოლოს და ბოლოს ჩააქრეს ხანძარი ნავთობის საცავში, რომელზეც 18 აგვისტოს განხორციელდა უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში. ამის შესახებ ტასი იტყობინება ოპერატიულ სამსახურებზე დაყრდნობით. ოპერატიული სამსახურის თანამშრომლის თქმით, ღია წვა ლიკვიდირებულია, მაგრამ ძლიერი ქარის გამო მეხანძრეები ყოველი შემთხვევისთვის მაინც მუშაობენ ადგილზე. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნავთობის ბაზაზე ხანძრის ფართობმა ათი ათას კვადრატულ მეტრს მიაღწია. […]
ოზურგეთიდან გომისმთამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ოზურგეთიდან გომისმთამდე მისასვლელი 21 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია დაასრულა. ოზურგეთიდან გომისმთამდე მგზავრობა ახლად რეაბილიტირებული გზით უკვე 45 წუთშია შესაძლებელი. პროექტის ფარგლებში განახლდა გზის საფარი და ხელოვნური ნაგებობები, მოეწყო ადგილობრივ გზებთან მიერთებები, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნები და მგზავრთა მოსაცდელი პავილიონები. ასევე, საავტომობილო გზა აღიჭურვა საგზაო ნიშნებით, დამონტაჟდა ზღუდარები, საგზაო […]
“გამჭვირვალობის რეესტრში” დარეგისტრირების ვადა 2 სექტემბრის ჩათვლითაა განსაზღვრული. გარე დესტრუქციული ძალების ფინანსებზე ჩამოკიდებული “ნაცენჯეოები” აცხადებენ, რომ არ დარეგისტრირდებიან, დაარღვევენ კანონს
“გამჭვირვალობის რეესტრში” დარეგისტრირების ვადა 2 სექტემბრის ჩათვლითაა განსაზღვრული. გარე დესტრუქციული ძალების ფინანსებზე ჩამოკიდებული “ნაცენჯეოები” აცხადებენ, რომ არ დარეგისტრირდებიან, დაარღვევენ კანონს „ორგანიზაციებისთვის “გამჭვირვალობის რეესტრში” დარეგისტრირების ვადა 2 სექტემბრის ჩათვლითაა განსაზღვრული. გარე დესტრუქციული ძალების ფინანსებზე ჩამოკიდებული “ნაცენჯეოები” აცხადებენ, რომ არ დარეგისტრირდებიან, დაარღვევენ კანონს, რითაც ქმნიან ყალბ წინასაარჩევნო გარემოს შეთითხნილი რეპორტებისთვის“-წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში. აბაშიძის თქმით, […]