საქართველომ წელს ატმისა და ვაშლატამას ექსპორტიდან $26 მილიონის შემოსავალი მიიღო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წლის 1 მაისიდან 2024 წლის 29 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოდან 22.3 ათასი ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 26.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ატმისა და ვაშლატამას მოცულობა 1.3 ათასი ტონით (6%-ით), ხოლო ღირებულება – 2.9 მლნ აშშ დოლარით (13%-ით) გაიზარდა. […]

რუსეთი გაუმკლავდება უკრაინელ ბანდიტებს კურსკის ოლქში- პუტინი

რუსეთი გაუმკლავდება უკრაინელ ბანდიტებს კურსკის ოლქში, რომლებიც ცდილობდნენ სიტუაციის დესტაბილიზაციას სასაზღვრო რაიონებში, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. „მათი გათვლა იყო, შეეჩერებინათ ჩვენი შეტევითი მოქმედებები დონბასში მთავარ მონაკვეთებზე. შედეგი ცნობილია – ხალხი განიცდის რთულ განსაცდელებს, განსაკუთრებით კურსკის ოლქში, მაგრამ მთავარი ამოცანა, რომელიც მტერმა დაისახა, იყო დონბასში ჩვენი შეტევის შეჩერება, თუმცა ამას ვერ მიაღწიეს. […]

თავდაცვის სამინისტრო – კადეტთა სამხედრო ლიცეუმის 2024 წლის ყველა კურსდამთავრებულმა წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და სტუდენტი გახდა

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის 2024 წლის ყველა კურსდამთავრებულმა წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და სტუდენტი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე გასულმა აბიტურიენტების 60%-მა სახელმწიფო გრანტი მოიპოვეს. „გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის 2024 წლის ყველა კურსდამთავრებულმა წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და სტუდენტი […]

რუმინეთის პარლამენტი განიხილავს უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის სისტემის გაგზავნის საკითხს

რუმინეთის კოალიციურმა მთავრობამ 2 სექტემბერს პარლამენტს საბოლოო დამტკიცებისთვის გაუგზავნა კანონპროექტი, რომელიც შესაძლებელს ხდის უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის გადაცემას. ბუქარესტმა ივნისში გამოაცხადა, რომ თავისი ორი მოქმედი Patriot-ის სისტემიდან ერთს უკრაინას გადასცემდა, იმ პირობით, რომ მოკავშირეები მას ჩაანაცვლებდნენ საჰაერო დაცვის მსგავსი სისტემით. რუმინეთს, რომელიც 2004 წლიდანაა ნატოს წევრი, უკრაინასთან 650-კილომეტრიანი საზღვარი აქვს. რუსეთის დრონების ნამსხვრევები […]

ქართველმა კარატისტებმა Open Masters 2024-ზე წარმატებით იასპარეზეს

ბაზელის კარატეს საერთაშორისო ტურნირზე – Open Masters 2024-ზე ქართველმა კარატისტებმა წარმატებით იასპარეზეს. იუნიორებს შორის ტურნირის ჩემპიონი გახდა ნიკა გიგაური (+76კგ), დავით დავითურმა (იუნიორები, -61კგ), აკაკი ეზუგბაიამ (იუნიორები, აბსოლუტური კატეგორია) და დავით ტყებუჩავამ (უფროსები, -60 კგ) კი ასპარეზობა მესამე ადგილზე დაასრულეს. ქართველი კარატისტებმა ბაზელის კარატეს საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მიიღეს.

საგამოძიებო სამსახურში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დასრულდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დასრულდა – ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. “სამეტაპიან კონკურსში შერჩეულმა 30 სტაჟიორმა ექვსთვიანი თეორიული და პრაქტიკული სწავლების კურსი გაიარა, რომელთაგან 23 სწავლება წარმატებით დაასრულა. წარჩინებული სტაჟიორები ოპერატიული და საგამოძიებო მიმართულების შესაბამის თანამდებობებზე დაინიშნენ. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის რექტორმა ტარიელ ჭულუხაძემ წარჩინებულ […]

საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა

საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა. 3 030 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებს სულ 51 510 კომისიის წევრი მოემსახურება, მათგან საოლქო საარჩევნო კომისიებმა უნდა აირჩიონ 9 090 ხელმძღვანელი პირი და 15 150 წევრი. დანარჩენ 27 270 წევრს კი უფლებამოსილი 9 პოლიტიკური პარტია დანიშნავს. ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) გაცნობებთ, რომ […]

ვლადიმერ პუტინი – რუსეთი გაუმკლავდება უკრაინელ ბანდიტებს კურსკის ოლქში

რუსეთი გაუმკლავდება უკრაინელ ბანდიტებს კურსკის ოლქში, რომლებიც ცდილობდნენ სიტუაციის დესტაბილიზაციას სასაზღვრო რაიონებში, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. „მათი გათვლა იყო, შეეჩერებინათ ჩვენი შეტევითი მოქმედებები დონბასში მთავარ მონაკვეთებზე. შედეგი ცნობილია – ხალხი განიცდის რთულ განსაცდელებს, განსაკუთრებით კურსკის ოლქში, მაგრამ მთავარი ამოცანა, რომელიც მტერმა დაისახა, იყო დონბასში ჩვენი შეტევის შეჩერება, თუმცა ამას ვერ მიაღწიეს. […]

საბურთალოს რაიონში, დიღმურას ხიდზე მძიმეწონიანი ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება

თბილისის მერია მძღოლების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს: „მდინარე დიღმურაზე მდებარე, გრიგორი თოფჩიშვილის სახელობის ხიდზე მძიმეწონიანი ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება საბურთალოს რაიონში, თეთრი დუქნის ქუჩასა და მდინარე დიღმურაზე მდებარე, გრიგორი თოფჩიშვილის სახელობის ხიდზე მძიმეწონიანი ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება. თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, სპეციალისტების რეკომენდაციით, დიღმურას ხიდ-გზაგამტარზე, ამ ეტაპზე, მძიმეწონიანი ავტომობილების მოძრაობა მიზანშეწონილი […]

კიდევ ერთი ოპოზიციონერი ემხრობა ეკლესიაზე საკონსტიტუციო ცვლილებების არჩევნებამდე მიღებას

„ქართულ ოცნების“ წამოწყებულ ინიციატივას, რომ მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ცვლილება შევიდეს, მხარს კიდევ ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პარლამენტის წევრი კახა ოქრიაშვილი უჭერს. კახა ოქრიაშვილი „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს კონსტიტუციაში ცვლილებები საპარლამენტო არჩევნებამდე მიიღონ. „გურიაში „ქოცებმა“ განაცხადეს, რომ ოქტომბერში არჩევნების საკონსტიტუციო უმრავლესობით მოგება სჭირდებათ, რათა ქვეყნის ცხოვრებაში განსაზღვრონ საქართველოს ეკლესიის მაღალი როლი შემდეგი ფორმით: „მართლმადიდებლური ქრისტიანობა საქართველოს სახელმწიფოს […]