გორის მუნიციპალიტეტის მერია 100% – იანი სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტებს დაჯილდოებს

გორის მუნიციპალიტეტის მერია 100% – იანი სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტებს დაჯილდოებს. გორის მერიის ინფორმაციით, ინიციატივა ეხება სკოლის 2024 წლის კურსდამთავრებულების ორ კატეგორიას: გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების კურსდამთავრებულებს; გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ (ბოლო 2 წელი ) იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც მოუწიათ საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა; „დაინტერესებულმა პირებმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა […]

“ყველაფერი ამოყირავდა“ – თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოზე მსჯელობენ

“2024: გარდამტეხი წელი“ – ამ სახელით გაიხსნა 2 სექტემბერს, სასტუმრო რუმსში, თბილისის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია. კონფერენციას ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები, დიპლომატები, მკვლევრები და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან. კონფერენციის მისასალმებელი სიტყვა დევიდ კრამერს, ჯორჯ ბუშ უმცროსის ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორს ერგო, რომელმაც თქვა, რომ წლევანდელ კონფერენციაზე ქართველი პოლიტიკოსები არც ერთ პანელში არ გამოვლენ, თუმცა მათ შეუძლიათ, კონფერენციას […]

„იარაღის შესახებ“ კანონში ლიცენზიის ნებართვის შეჩერების წესი შემოდის

„იარაღის შესახებ“ კანონში ლიცენზიის ნებართვის შეჩერების წესი შემოდის, რომელიც დაკავშირებული იქნება ნებართვის მფლობელის ფსიქიკურად, ასევე ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან ტოქსიკომანიით დაავადებასთან. საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა. ცვლილებების ავტორი შს სამინისტროა. კანონპროექტის მიხედვით, რომელიმე ამ გარემოების წარმოშობის მონაცემთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით მიღების შემთხვევაში, ლიცენზიას ან იარაღის შეძენის (შენახვის და ტარების უფლებით) ნებართვას იურიდიული […]

იტალიაში ტურისტული გადასახადი შესაძლოა, 25 ევრომდე გაიზარდოს

იტალიის ხელისუფლება ზაფხულში ტურისტების მეტად დიდი ნაკადის გამო მოგზაურთათვის ტურისტული გადასახადის გაზრდას განიხილავს. ინფორმაციას The Telegraph ავრცელებს. ამჟამად ქვეყანაში ტურისტულ გადასახადს, როგორც უცხოელი, ასევე, იტალიელი ტურისტები იხდიან, რომლის ოდენობაც 1-დან 5 ევრომდე მერყეობს. ეს ერთ ადამიანზე სასტუმროში ან ჰოსტელში ერთი ღამის გადასახადია, რაც იმ ლოკაციის ვარსკვლავების რაოდენობაზე არის დამოკიდებული, სადაც ტურისტი გაჩერდა. გადასახადი შესაძლოა, ღამეში […]

გზავნილი ახალი სისწრაფით – საქართველოს ბანკის მობილბანკს ახალი ფუნქციონალი დაემატა

საქართველოს ბანკი მომხმარებლების საჭიროებებზე ზრუნვას და მათთვის ახალი ციფრული შესაძლებლობების შეთავაზებას განაგრძობს. ამჯერად საქართველოს ბანკის მობილბანკში ახალი ფუნქციონალი დაემატა, რომლის საშუალებით მომხმარებლებს გზავნილის მიღებასთან ერთად, უკვე გაგზავნაც ციფრულად, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან შეუძლიათ. ახალი ფუნქციონალის დახმარებით მომხმარებლებს შეუძლიათ გზავნილი სხვადასხვა ვალუტაში, სხვადასხვა საერთაშორისო სისტემის დახმარებით განახორციელონ, მათ შორისაა Wester Union, Ria, Money Gram, Intel Express, […]

იაგო ხვიჩია “ამნისტიის კანონპროექტის” დაკორექტირებაზე – მიუხედავად იმისა, რომ რაღაცაში გაუმჯობესდა, უფრო მეტ შემთხვევაში გაუარესდა

ადამიანებს, რომლებიც ციხეში სხედან და წაიკითხეს ამნისტიის პირველი კანონპროექტი, იმედი მიეცათ, რომ მათი სასჯელიც შემსუბუქდებოდა, უცებ აღმოჩნდა, რომ ეს იმედი წაართვეს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ პირველი მოსმენით დამტკიცებული „ამნისტიის შესახებ“ პროექტი მეორე მოსმენის ფარგლებში დაკორექტირდება. როგორც ხვიჩიამ განმარტა, „ამნისტიის შესახებ” კანონპროექტი რაღაცაში გაუმჯობესდა, თუმცა უფრო […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 სექტემბერს, 10:00-დან 10:10 საათამდე და 17:50-დან 18:00 საათამდე, მცხეთისა და დუშეთის აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. „ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 სექტემბერს 10:00-დან 10:10 საათამდე და 17:50-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ცხვარიჭამია, ნავდარაანთკარი, არაშენდა, ზაქარო, გალავანი და მიმდებარე […]

შამბა: აფხაზეთისთვის საბოლოო მიზანი გაეროში გაწევრიანებაა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა რუსულ გამოცემა „იზვესტიასათან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ გაერში გაწევრიანება სურთ. „უპირობოდ, აფხაზეთის რესპუბლიკისთვის საბოლოო მიზანი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გაწევრიანებაა. ეს ჩვენი ქვეყნის ფართო საერთაშორისო აღიარების პროცესის საბოლოო მიზანია, ეს ყველაფერი ერთმანეთთან ურთიერთკავშირშია, ცხადია, ჩვენ მშვენივრად გვესმის, რომ ეს ძალიან რთული პროცესია, და ორმაგი სტანდარტების პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვაწყდებით, […]

„ქართველმა ხალხმა უნდა აირჩიოს, უნდა ასეთი ცხოვრება?! თუ ამას აირჩევს ეს იქნება დიდი შეცდომა“ – რასა იუკნევიჩიანე

ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ “მთავარი არხის” გადაცემა “დღის სტუმარში” კიდევ ერთხელ შეაფასა “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო გზავნილები, რომ საკონსტიტუციო უმრვალესობის მოპოვების შემთხვევაში ოპოზიციურ პარტიებს ანტიკონსტიტუციურად ცნობენ. „რა თქმა უნდა, ეს დაუჯერებელი მესიჯებია, დაუჯერებელი გზავნილებია, ჩემთვის კითხვაა, რატომ აკეთებენ ამას ასე ღიად, მაგრამ მეორეს მხრივ, არც მიკვირს… ბიძინა ივანიშვილი მოსული, წლიდან წლამდე სულ უფრო ცხადი ხდებოდა, რომ ამ […]

გზავნილი ახალი სისწრაფით – საქართველოს ბანკის მობილბანკს ახალი ფუნქციონალი დაემატა

საქართველოს ბანკი მომხმარებლების საჭიროებებზე ზრუნვას და მათთვის ახალი ციფრული შესაძლებლობების შეთავაზებას განაგრძობს. ამჯერად საქართველოს ბანკის მობილბანკში ახალი ფუნქციონალი დაემატა, რომლის საშუალებით მომხმარებლებს გზავნილის მიღებასთან ერთად, უკვე გაგზავნაც ციფრულად, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან შეუძლიათ. ახალი ფუნქციონალის დახმარებით მომხმარებლებს შეუძლიათ გზავნილი სხვადასხვა ვალუტაში, სხვადასხვა საერთაშორისო სისტემის დახმარებით განახორციელონ, მათ შორისაა Wester Union, Ria, Money Gram, Intel Express, […]