სახალხო დამცველი იუსტიციის მინისტრს რუსულ კანონთან დაკავშირებული ბრძანების შეცვლას სთხოვს

30 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველმა იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულების მქონე ორგანიზაციებში დასაქმებულ პირთა პერსონალური მონაცემების დისკრიმინაციული ხელყოფის თავიდან აცილების თაობაზე ზოგადი წინადადებით მიმართა. როგორც სახალხო დამცველის მიმართვაშია აღნიშნული, მინისტრის ბრძანებით დადგენილი არსებული მონიტორინგის მექანიზმი, პერსონალურ მონაცემებზე ხელმისაწვდომობის ნაწილში, სახელმწიფოს მხრიდან თვითნებობის მაღალ რისკს ქმნის. ამასთან, ომბუდსმენი აცხადებს, […]
“პირველივე დღიდან ვცდილობთ აქციის მონაწილეებთან მოლაპარაკებას, თუმცა ამაზე უარს ამბობენ” – “ჭიათურა მენეჯმენტ კომპანია”

პირველივე დღიდან აქციის მონაწილეებთან მოლაპარაკებას ვცდილობთ, თუმცა ისინი მოლაპარაკებაზე არ მოდიან, – ამის შესახებ BM.GE-ს “ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიაში” განუცხადეს. აღსანიშნავია, რომ სოფელ შუქრუთში, პროტესტის 173-ე დღეს, მოქალაქეებმა პირი ამოიკერეს და შიმშილობა დაიწყეს. მოსახლეობა კომპანია GM-ისგან დანგრეული სახლებისა და განადგურებული გარემოსთვის სამართლიან კომპენსაციას მოითხოვს. კომპანიის ცნობით, აქციის მონაწილეები, რომლებიც კომპენსაციას ითხოვენ, შესაბამისი თანხები უკვე აღებული აქვთ. […]
ბადრი ჯაფარიძე – ჩვენი ქვეყნის მეგობრების მხრიდან ცალსახა მხარდაჭერაა ჩვენი ხალხის დემოკრატიული, ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ და შეერთებული შტატები, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი, ჩვენი ხალხის ნების დაცვის სადარაჯოზე იდგებიან

ჩვენი ქვეყნის მეგობრების მხრიდან ცალსახა მხარდაჭერაა ჩვენი ხალხის დემოკრატიული, ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ და შეერთებული შტატები, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი, ჩვენი ხალხის ნების დაცვის სადარაჯოზე იდგებიან, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც თბილისში მიმდინარე მაკკეინის ორდღიან კონფერენციას ეხმაურება. მისივე თქმით, კონფერენციაზე ევროპარლამენტარებთან რეგიონში არსებულ ვითარებასა და საქართველოს ევროპულ […]
ელისაშვილის თქმით, მასზე თავდამსხმელი ერთ-ერთი პოლიციელი ამოიცნო

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ამოიცნო ერთ-ერთი პოლიციელი, რომელიც მასზე თავდასხმაში მონაწილეობდა და ის კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსანია. ელისაშვილის თქმით, პოლიციელი, რომელიც ტელეკომპანია „პირველის“ მიერ 17 აპრილს მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაღებული კადრებიდან ამოიცნო, ხაშურის პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე ზაქრო ჩოხელია, რომელიც ამჟამად კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსანია: „7 აპრილს სახელმწიფო კანცელარიასთან დაახლოებით 15-20 პოლიციელი თავს […]
ყოფილი ელჩი ამბობს, თუ ვის დაეხმარება ერთ-ერთი უმსხვილესი დონორი ქვეყანა საქართველოში რუსული კანონის მიღების შემდეგ

შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი დიანა იანსე ამბობს, რომ საქართველოში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით შვედეთი ფოკუსირებას აკეთებს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის გაძლიერებაზე. „ჩვენ ერთ-ერთი მთავარი დონორი ვართ საქართველოში. დროთა განმავლობაში ჩვენ საგრძნობლად შევამცირეთ სამთავრობო უწყებებისთვის გაწეული მხარდაჭერა. და ჩვენ ახლა ვაკეთებთ რეფოკუსირებას და ვაძლიერებთ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით“, — […]
იურიდიულმა კომიტეტმა ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონპროექტები მეორე მოსმენით და ცვლილებებით დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი ჰომოფობიური კანონპროექტების პაკეტს, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, რომელიც დამატებით 18 მოქმედ კანონში ცვლილებას ითვალისწინებს. ეს კანონპროექტი, მათ შორის გულისხმობს ცვლილებას „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონშიც. მეორე მოსმენის ეტაპზე კანონპროექტში რამდენიმე ცვლილება შევიდა, მათ შორის გაჩნდა ახალი მუხლი, რომელიც ტერმინ პოპულარიზაციას განმარტავს. ამ […]
ესპანეთის აღიარება ქართულ მართვის მოწმობას – როდის შევა ძალაში შეთანხმება?

ესპანეთის აღიარება ქართულ მართვის მოწმობას – როდის შევა ძალაში შეთანხმება? „საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ“ შეთანხმება მიმდინარე წლის 29 სექტემბრიდან შევა ძალაში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეთანხმების დეტალებსა და ამოქმედების ვადებთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ესპანეთის სამეფოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა. მათივე ინფორმაციით, […]
ევროკავშირისა და შვედეთის დაფინანსებული ENPARD IV პროგრამის ფარგლებში, FAO–მ თბილისსა და სიღნაღში, ნუშისა და ზეთისხილის მწარმოებლებისთვის ტრენინგი ჩაატარა

ევროკავშირისა და შვედეთის დაფინანსებული ENPARD IV პროგრამის ფარგლებში, FAO–მ თბილისსა და სიღნაღში, ნუშისა და ზეთისხილის მწარმოებლებისთვის ტრენინგი ჩაატარა 2024 წლის 26-28 აგვისტოს, ევროკავშირისა და შვედეთის დაფინანსებული ENPARD IV პროგრამის ფარგლებში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) ნუშისა და ზეთისხილის მწარმოებლებისთვის სამდღიანი ტრენინგი ჩაატარა თბილისსა და სიღნაღში. სურსათის უვნებლობის პრაქტიკული და თეორიული მასტერკლასები ქვეყანაში არსებული […]
რასა იუკნევიჩიანე – ბიძინა ივანიშვილს საერთოდ არ სჭირდება ევროკავშირი თავისი ბიზნესისთვის, მოქალაქეები მძევლებივით არიან – ჩვენ ვერ ვიქნებით უფრო მეტად ქართველები, ვიდრე თავად ქართველები არიან

ბიძინა ივანიშვილს საერთოდ არ სჭირდება ევროკავშირი თავისი ბიზნესისთვის და მისი ცხოვრებისთვის აქ – ქართველები მძევლებივით არიან იმ ადამიანის, რომელიც თავად პროკრემლისტია, ეს თქვენი ტრაგედიაა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ თბილისში მიმდინარე ორდღიანი კონფერენციის „გარდამტეხი წელი“ ფარგლებში, „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას მმართველი ძალის დღევანდელ რიტორიკასთან დაკავშირებით. ევროპარლამენტარის განმარტებით, ის იმედოვნებს, რომ აღნიშნული […]
საგამოძიებო სამსახურში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დასრულდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დასრულდა. სამეტაპიან კონკურსში შერჩეულმა 30-მა სტაჟიორმა ექვსთვიანი თეორიული და პრაქტიკული სწავლების კურსი გაიარა, რომელთაგან 23 სწავლება წარმატებით დაასრულა. წარჩინებული სტაჟიორები ოპერატიული და საგამოძიებო მიმართულების შესაბამის თანამდებობებზე დაინიშნნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა და ფინანსთა […]