CNN – -მა ნიკოლას მადუროს თვითმფრინავის კონფისკაცია მოახდინა

აშშ-მა ნიკოლას მადუროს თვითმფრინავის კონფისკაცია მოახდინა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
CNN-ის ცნობით, ვაშინგტონმა თვითმფრინავის ჩამორთმევის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დაადგინა, რომ თვითმფრინავის შეძენა -ის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევით მოხდა.
ნიკოლას მადუროს თვითმფრინავის კონფისკაცია, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 13 მილიონი დოლარია, დომინიკის რესპუბლიკაში მოხდა, ხოლო შემდეგ აშშ-მა თვითმფრინავი ფლორიდაში გადააფრინა.
„ჩვენ მკაფიო მესიჯს ვგზავნით, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას და აშშ-ის სანქციებს ვერავინ გაექცევა“, – განუცხადა CNN-ს ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.
ცნობისთვის, ივლისში ჩატარებულ ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის საარჩევნო ორგანომ ხმების 52%-ით გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო გამოაცხადა, რასაც ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. გასულ თვეში, ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ ნიკოლას მადურო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად აღიარა.

ასევე დაგაინტერესებთ

“გარდა იმისა, რომ ელემენტარულად არაჰუმანურია იმ პროცედურის სტიგმატიზება, რომელიც ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ისედაც მძიმეა ყველასთვის, გასათვალისწინებელია, რომ ორსულობის შეწყვეტა ხშირად სამედიცინო ჩვენებითაა განპირობებული და აუცილებლობას წარმოადგენს”