“4000 ტონამდე ყურძნის გადამუშავებას ვაპირებთ”-“რთველისი”

დღეის მდგომარეობით, რთველი 2024-ის ფარგლებში უკვე გადამუშავდა 13 ათას ტონამდე ყურძენი, საიდანაც 7.5 ათას ტონამდე რქაწითელია, 2.3 ათას ტონამდე საფერავი, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთის რეგიონში რთველი, ტრადიციულად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან დაიწყო, თუმცა მცირე რაოდენობით ყურძენი კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტშიც იკრიფება. 2024 წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 300 ათას ტონას შეადგენს. ამ ეტაპზე, […]

რაფაელ გროსი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ეწვევა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი, რაფაელ გროსი დღეს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს მოინახულებს. გროსიმ სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ბირთვული ავარიის თავიდან აცილებას. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, რაფაელ გროსი ელექტროსადგურზე ვიზიტის შემდეგ კიევში ჩავა და მასთან შეხვედრას გამართავს. მისივე თქმით, ომის ამ ეტაპზე უკრაინის მიერ ელექტროსადგურზე კონტროლის დაბრუნება შეუძლებელია.

თბილისის რომელ ქუჩებს შეეზღუდება დღეს ელექტრომომარაგება?

თელასის ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 3 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. მთაწმინდის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის (ნაწილობრივ), დაბა ტაბახმელას და დაბა შინდისის მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ჟვანიას მოედნის, გაგარინის, ვაზისუბნის, ბრეგვაძის, ჩერქეზიშვილის, ოდიშელიძის, არდაზიანის, ვეძისის, იმედაშვილის, […]

დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება

დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება. მეათე მოწვევის პარლამენტი პლენარულ სხდომებს სექტემბრის თვეში – ორი სასესიო კვირის ფარგლებში გამართავს. საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა 12:00 საათზე არის ჩანიშნული. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, მოახლოებული არჩევნების გათვალისწინებით, პლენარული სხდომები შემჭიდროებულად გაიმართება, რითაც პარლამენტის წევრებს საარჩევნო მარათონში ჩართვისა და ამომრჩევლებთან შეხვედრის შესაძლებლობა ექნებათ. პარლამენტი დაგეგმილი […]

რუსებმა ზაპოროჟიე დაბომბეს, დაღუპულებს შორის 8 წლის ბავშვია

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე თავდასხმა განახორციელეს, დაიღუპა ორი ადამიანი, ორი კი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ოლქის ხელმძღვანელზე, ივან ფედოროვზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 8 წლის ბავშვია. „სამწუხაროდ, დაიღუპა 2 ადამიანი, მათ შორის 8 წლის ბიჭი. დაჭრილია კიდევ ორი, მათ შორის 12 წლის გოგონა. ბავშვი ამჟამად რეანიმაციაშია“, – აღნიშნა ფედოროვმა. […]

ბენიამინ ნეთანიაჰუ მძევლების ოჯახებს – პატიებას გთხოვთ – “ჰამასს“ ძალიან ძვირად დაუჯდება მათი სიკვდილი

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ უარყოფს როგორც საშინაო, ასევე საერთაშორისო კრიტიკას, რომ ის არის პასუხისმგებელი მძევლების გათავისუფლების შეთანხმების დაბლოკვაზე და აცხადებს, რომ შეთანხმების მიღწევის გაჭიანურებასა და მძევლების დაღუპვაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ “ჰამასს” ეკისრება. „ჩვენ ვერ მოვახერხეთ მათი გამოყვანა. ძალიან ახლოს ვიყავით. ეს საშინელებაა, მაგრამ ეს მოხდა, პირველ რიგში, იმიტომ, რომ „ჰამასს“ არ სურთ შეთანხმება. მე ვეძებ ყველა […]

რუსებმა დნიპროზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ დნიპროზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა, ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი – დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს. „სამწუხაროდ, უკვე არსებობს ინფორმაცია დნიპროზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულისა და სამი დაშავებულის შესახებ“, – აცხადებს ლისაკი. ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის […]

უკრაინის საგარეო უწყება – მონღოლეთი, ვლადიმერ პუტინის ქვეყანაში შეშვებით, ომის დანაშაულებზე მის პასუხისმგებლობას იზიარებს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მონღოლეთმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ქვეყანაში შეშვების გადაწყვეტილების მიღებით მის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებზე პასუხისმგებლობა გაიზიარა. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, გეორგი ტიხი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ მონღოლეთის უარი, შეესრულებინა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული დაკავების ორდერი, “მძიმე დარტყმაა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის და სისხლის სამართლის საერთაშორისო სისტემისთვის”. […]

“ტერორის სახლი” და 1924 წლის აჯანყება

თბილისში, ინგოროყვას 22-ში, 100 წლის წინ „ჩეკა“ იყო განთავსებული. „სოვლაბმა“ 1924 წლის აჯანყების თარიღი ტერორის სახლის წინ, რეპრესირებულ ადამიანთა გვარების საჯარო წაკითხვით აღნიშნა. ქაქუცა ჩოლოყაშვილის აჯანყების სახელით ცნობილ ეროვნულ წინააღმდეგობას, 3900-დან 7000-მდე მოქალაქის დახვრეტა მოჰყვა.

სტამბოლში საგიჟეთია – ოსიმენის შესახვედრად აეროპორტში ათასობით გულშემატკივარი მივიდა

ვიქტორ ოსიმენი “გალათასარაიში” იჯარით გამოსყიდვის უფლების გარეშე გადადის, იქამდე კი “ნაპოლისთან” 2026 წლამდე მოქმედ კონტრაქტს ერთი წლით გაახანგრძლივებს, რათა გაისად ნეაპოლური კლუბისთვის გასაყიდად მისი ფასი არ დაეცეს. ასეთ შემთხვევაში “კლაუსულა” 130 მილიონი ევროდან 80 მილიონამდე შემცირდება. საიჯარო ხელშეკრულებაში სპეციალური პუნქტი იქნება შეტანილი, რომლის მიხედვით, თუ ოსიმენი ზამთარში რომელიმე სხვა კლუბისგან კარგ შეთავაზებას მიიღებს, “გალათარაის” გარკვეული […]