დღეს წმიდა სარმეანეს, ქართლის კათოლიკოსის ხსენების დღეა

წმიდა სარმეან კათოლიკოსი საქართველოს ეკლესიას მესაჭეობდა 767-779 წლებში. მისი მამამთავრობა საქართველოში არაბთა ბატონობას დაემთხვა. არაბები სასტიკად დევნიდნენ ქრისტიანებს, ავიწროებდნენ ღვთისმსახურებს, ყველგან მაჰმადიანობის დამკვიდრებას ცდილობდნენ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სარმეან კათოლიკოსის მამათავრობის დროს თვით ამირას საბრძანებელ ქალაქ თბილისშიც კი მრავალი ეკლესია მოქმედებდა. სარმეანი მტკიცე დამცველი იყო მართლმადიდებლობისა, მაგრამ ერთხელ, ყველიერის ხუთშაბათს, შიომღვიმის მონასტერში წმიდა კათოლიკოსმა სარმეანმა „გამოუძიებლივ“ […]

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩა N11-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს. კომპანია ტექნიკურ სამუშაოებს ხვალ, 4 სექტემბერს დილის 10:00 საათზე დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 4 სექტემბერს, დილის 10:00 […]

ლაგუნა ვერეს მიმდებარე მონაკვეთის გაფართოების ტენდერში შპს „ჯიარჯიმ“ გაიმარჯვა – როდის დასრულდება და რა უჯდება ბიუჯეტს გზის რეკონსტრუქცია

ლაგუნა ვერეს მიმდებარე (გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სანაპირომდე) მონაკვეთის რეკონსტრუქცია-გაფართოების სამუშაოებისთვის გამოცხადებულ ტენდერში აგვისტოს ბოლოს შპს „ჯიარჯიმ“ გაიმარჯვა. თბილისის მერიას შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად 5 120 997 ლარი ჰქონდა განსაზღვრული. ტენდერში მონაწილეობა ოთხმა კომპანიამ მიიღო და შპს „ჯიარჯიმ“ გაიმარჯვა, რომელმაც შესასრულებელი სამუშაოები 4 557 687 ლარად შეაფასა. საპროექტო დოკუმენტების მიხედვით, სამშენებლო სამუშაოების მიწოდების ვადად ხელშეკრულების გაფორმებიდან […]

3-5 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): მოსალოდნელია […]

მამუკა ხაზარაძე – არასამთავრობო ორგანიზაციების მხოლოდ 1.5% დარეგისტრირდა იუსტიციის სამინისტროში, რუსული კანონის მოთხოვნის შესაბამისად – საქართველო საქართველოა და არა – რუსეთი!

არასამთავრობო ორგანიზაციების მხოლოდ 1.5% დარეგისტრირდა იუსტიციის სამინისტროში, რუსული კანონის მოთხოვნის შესაბამისად – მივესალმები ყველას, ვინც უარი თქვა რუსული წესებით და კანონებით ცხოვრებაზე. საქართველო საქართველოა და არა – რუსეთი! – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც ის აღნიშნავს, 26 ოქტომბერს ქართველი ერი გამოუტანს მათ პოლიტიკურ განაჩენს და ერთხელ და სამუდამოდ დაუსვამს […]

ჩინეთის და სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტები რუსეთ-უკრაინის ომის მხარეებს მოუწოდებენ არ დაუშვან ბრძოლის ველის გაფართოება და ესკალაცია

ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა თვლიან, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი პოლიტიკურად, მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყდეს, – ამის შესახებ ორი ქვეყნის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინსა და სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტ კირილ რამაფოსას შორის პეკინში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გამოქვეყნდა. „ორივე მხარე შეთანხმდა, რომ ინკლუზიური დიალოგი და სამშვიდობო მოლაპარაკებები არის ერთადერთი შესაძლო პოლიტიკური გზა კრიზისის გრძელვადიანი […]

უკრაინელებმა 8 ოლქში 27 დრონი ჩამოაგდეს

რუსებმა 3 სექტემბრის ღამეს უკრაინას „ისკანდერ-მ/კნ-23” ტიპის 3 ბალისტიკური რაკეტით, „ხ-59/69“ ტიპის მართვადი რაკეტითა და „შაჰედ-131/136“ ტიპის 35 დრონით შეუტიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, უკრაინელებმა 27 დრონი ჩამოაგდეს, 6 – ლოკაციურად გაუჩინარდა, 2 კი რუსეთისა და დონეცკის ოლქის მიმართულებით გაფრინდა. უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ […]

Volkswagen გერმანიაში ქარხნების დახურვაზე დაფიქრდა

გერმანული Volkswagen–ი განიხილავს გერმანიაში ქარხნების დახურვის შესაძლებლობას და უარს ამბობს დაპირებაზე, რომ 2030 წლამდე არ შეამცირებს პერსონალს – წერს Financial Times საავტომობილო გიგანტის წარმოების საბჭოზე დაყრდნობით. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა თომას შეფერმა აღიარა, რომ გასულ წელს დაწყებული ხარჯების შემცირების პროგრამა რამდენიმე მილიარდი ევროთი ჩამორჩება მიზანს. ვრცლად interfax – ზე

მსხვერპლია დნეპრსა და ზაპოროჟიეში სარაკეტო თავდასხმის შემდეგ

ზაპოროჟიეს საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ივან ფედოროვის ინფორმაციით, ოლქის ცენტზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა – 38 წლის ქალი და 8 წლის ბიჭი. კიდევ სამი ადამიანია დაშავებული. მათგან ერთი – 12 წლის გოგო რეანიმაციაში იმყოფება. ფედოროვის თანახმად, ნაწილობრივ დანგრეულია მრავალსართულიანი შენობა თუმცა, არ აკონკრეტებს რა შენობას გულისხმობს, მისსავე შეტყობინებაში ნათქვამია, რომ უკანასკნელი ღამის განმავლობაში […]

რაჭაში რთველი სავარაუდოდ, დაგეგმილზე ადრე დაიწყება – რა მოცულობის მოსავალს ელოდებიან რაჭველები?

სარდანაშვილის მეღვინეობის დამფუძნებელი ალეკო სარდანაშვილი თვლის, რომ წელს ყურძნის მოსავალი გასული წლის მსგავსი იქნება და ადგილზე 2000 ტონა მოსავლის აღება მოხდება. თუმცა მისი შეფასებით, წელს გასული წლისგან განსხვავებით ყურძნის ხარისხი ბევრად უკეთესი იქნება. “წელს ლოგიკური იქნება, რომ რაჭაშიც ადრე დაიწყოს რთველი, რადგან ვეგეტაციის პროცესი უკვე დაწყებულია. ცხელი სექტემბერია გვაქვს ასევე და სწრაფად მიდის მწიფობის პერიოდი. […]