+33, +35 გრადუსი – როგორია უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 3-5 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ […]

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

იწყება სამოცდამეათე ეტაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლისა. ამის შესახებ საპატრიარქო აცხადებს და დეტალებზე ინფორმაციას აზიარებს. „ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში ა.წ. 9 სექტემბრიდან 23 სექტემბრის ჩათვლით 12 საათიდან 16 საათამდე (შაბათ-კვირისა და საეკლესიო დღესასწაულების გარდა). რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ: მშობლების პირადობის მოწმობების ასლები; მშობლების ჯვრისწერისა […]

100-ზე მეტმა ინფლუენსერმა და ჟურნალისტმა აჭარაზე მასალები გამოაქვეყნა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით, რეგიონს უზბეკი ჟურნალისტები და ინფლუენსერები სტუმრობდნენ. მედიატურის მონაწილეებმა ბათუმის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებთან ერთად მთიანი აჭარის ბუნება, ტურისტული ადგილები/ მიმართულებები მოინახულეს, ადგილზე დაესწრნენ ფოლკლორ შოუსა და აჭარული კერძები დააგემოვნეს. მიმდინარე წელს, აჭარაში ასევე იმოგზაურა ბრიტანელმა, დანიელმა, ესტონელმა, ლატვიელმა, ლიეტუველმა, იტალიელმა, ინდოელმა, ჩინელმა, ყაზახმა, თურქმა, ებრაელმა, არაბმა, აზერბაიჯანელმა ჟურნალისტებმა და ინფლუენსერებმა, რომელთა მიერ გამოქვეყნებულ […]

დიდი ბრიტანეთი ისრაელისთვის იარაღის მიწოდებას ნაწილობრივ აჩერებს

დიდი ბრიტანეთი ისრაელისთვის იარაღის მიწოდებას ნაწილობრივ აჩერებს. შესაბამისი განცხადება თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ გააკეთა და აღნიშნა, რომ ლონდონმა გადაწყვეტილება საექსპორტო ლიცენზიების შემოწმების შემდეგ მიიღო, რომელმაც იარაღის საერთაშორისო ნორმების დარღვევით გამოყენების საფრთხე გამოავლინა. ლემიმ ასევე აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება შეეხება 350-დან 30 ლიცენზიას. მინისტრმა დააზუსტა, რომ ბრიტანეთი კვლავ მხარს უჭერს ისრაელის […]

ექსტრემალური სიცხის შედეგად შესაძლოა, ყურძნის გარკვეული ჯიშები გაქრეს

ექსტრემალური ამინდები სამხრეთ ევროპაში ღვინის წარმოებას ემუქრება – ყურძნის გარკვეული ჯიშები შესაძლოა, საერთოდ გაქრეს. ამის შესახებ EasrFruit-ი წერს. ერთ-ერთი ასეთია „ასირტიკო“, რომელიც თეთრი ღვინის წარმოებაში გამოიყენება. არსებული ინფორმაციით, ძლიერი სიცხის გამო მკვეთრად შემცირდა მისი მოსავლიანობა. კუნძულ სანტორინიზე, ადგილობრივი მწარმოებლის განცხადებით, 2023 წელს, „ასირტიკოს“ წარმოება, წინა წლის მოცულობის მხოლოდ მესამედს შეადგენდა. მისივე შეფასებით, წელს ეს მაჩვენებელი, […]

წელს საქართველოს საფონდო ბირჟაზე მხოლოდ 21 გარიგება დაიდო

საქართველოში საფონდო ბირჟა მიმდინარე წელს, ტრადიციულად, უმნიშვნელოდ ფუნქციონირებს, წლიდან წლამდე არც გარიგებების მოცულობა და რაოდენობა იცვლება მნიშვნელოვნად. მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოს საფონდო ბირჟაზე მხოლოდ ოთხი, 9875 ლარის ღირებულების გარიგება დაიდო, რომელიც „საქართველოს ბანკს“ უკავშირდება. ივლისში საქართველოს მხოლოდ ერთი, 250 ლარის ღირებულების გარიგება დაიდო. ივნისსა და მაისში კი ბირჟაზე გარიგება საერთოდ არ დადებულა. აპრილში საქართველოს საფონდო […]

Ocean Network Express-ი შავი ზღვის მარშრუტში ფოთის პორტს ამატებს

Ocean Network Express (ONE) შავ ზღვაზე, ახალ მომსახურებას გეგმავს. იაპონური საკონტეინერო და გადამზიდავი კომპანიის ინფორმაციით, ახალი მომსახურება მას შესაძლებლობას მისცემს, გაზარდოს აღმოსავლეთ შავი ზღვის დაფარვა და მომხმარებელს შესთავაზოს სტამბოლი – ფოთი – კონსტანცას ხაზზე ტვირთის გადატანის მომსახურება. კომპანია მიიჩნევს, რომ ფოთის საზღვაო ნავსადგურის დამატება შესაძლებლობას მისცემს, მომხმარებელს ამ მნიშვნელოვან ბაზარზე ტვირთის მიტანის მეტი ვარიანტი შესთავაზოს. […]

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა აგვისტოში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 11 ფაქტი გამოავლინეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2024 წლის აგვისტოს თვეში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ -სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინეს მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 11 ფაქტი, რაზეც ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 11 პირი, მათგან დაკავებულია 2 პირი. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან […]

დღეს ღირსი თადეოზ სტეფანწმინდელის (VI) ხსენების დღეა

წმიდა თადეოზ სტეფანწმიდელი – ერთ-ერთი ცამეტ ასურელ მამათაგანი, თავდაპირველად მცხეთაში მოღვაწეობდა. მან ზედაზნის ძირას ააშენა მონასტერი. წმიდანი ქადაგებდა ქართლში, სადაც მრავალი ეკლესია ააშენა, მათ შორის წმიდა პირველმოწამე სტეფანეს სახელობის ტაძარი ურბნისში. შემდეგ დაეყუდა წლევის მთის მღვიმეში (კასპთან). აღესრულა და დაკრძალულია იქვე. „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.

საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა ჩეხეთთან – ველით 4 ცვლილებას!..

საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთისა და ალბანეთისთვის მზადება ახლახან დაიწყო და სასტარტო შემადგენლობაზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ ვფიქრობთ, მსჯელობა შესაძლებელია. ჩეხებთან ევროპის ჩემპიონატზე მატჩის, გამოძახებული ფეხბურთელების, სათამაშო ფორმისა და მომავალი ტაქტიკის გათვალისწინებით, ვილი სანიოლისგან ძირითად შემადგენლობაში 4 ცვლილებას ველით. სანიოლი ჩეხებთან კიდევ ერთი დუელისთვის ემზადება… გიორგი მამარდაშვილმა ჰამბურგში ჩატარებულ შეხვედრაში პირველივე წუთებიდან “იფრინა”. ის კარგ ფორმაშია და იმას […]