„გირჩი“ ამბობს, რომ რამდენიმე ოლქში ენმ-სთან და “დაიტოვესთან” კოორდინაციაზე შეთანხმდა

საპარლამენტო პოლიტიკური პარტია „გირჩი“ აცხადებს, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ და სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფთან (“დაიტოვე” )რამდენიმე საარჩევნო ოლქში კოორდინაციაზე შეთანხმდნენ, რათა მათი თქმით, უკეთ დააკვირდნენ არჩევნებს და დაიცვან ხმები. პარტიაში ამბობენ, რომ მიუხედავად განსხვავებულობისა, აუცილებელია ოპოზიციური პარტიები თანამშრომლობდნენ ხმების დასაცავად. „ჩვენს პარტიას თითოეულ საარჩევნო უბანზე კომისიის წევრის ადგილი ეკუთვნის. მზად ვართ ამ ადგილების ნაწილი გავუზიაროთ სხვა […]

,, ბიძინას გასროლა, შეიძლება ითქვას მიზანს აცდა” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი: ,,იმ ორგანიზაციების უდიდესი ნაწილი, რომლებიც დარეგისტრირდნენ არის ხელისუფლებასთან აფილირებული და/ან ამ უკანასკნელთან აქტიურ თანამშრომლობაში მყოფი. ანუ, ბიძინას გასროლა, შეიძლება ითქვას მიზანს აცდა, რადგან ვის გამოც მთელი ეს მავნებლობა იქნა წამოწყებული, აქტიური ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა. ახლა არჩევნებამდე, მათ მიმართ რაც უფრო მეტ რეპრესიულ სისულელეს ჩაიდენს, მით უფრო გაიუარესებს ელექტორალურ მოცემულობას. მთავარია, სამოქალაქო სექტორმა […]

ლევან ცუცქირიძე – მოხარული ვარ, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა, მათმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ, უარი თქვა დისკრიმინაციულ და დამამცირებელ რეესტრში გაწევრიანებაზე

გუშინ, ნებაყოფლობით აგენტად დარეგისტრირების ვადა გავიდა. ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა, მათმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ, უარი თქვა ამ დისკრიმინაციულ და დამამცირებელ რეესტრში გაწევრიანებაზე. ეს, აჩვენებს იმ სოლიდარობას, რომელიც არსებობს საქართველოს სამოქალაქო და დემოკრატიულ, პოლიტიკურ საზოგადოებაში მთლიანად, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლების მშვიდობიანი […]

თამარ კორძაია – „რუსული კანონის“ სანქციების ნაწილი ამოქმედდა – ამას აქვს ერთადერთი მიზანი, რომ ჟურნალისტები და თავისუფლებისთვის მებრძოლი საზოგადოების წარმომადგენლები გააჩუმონ

კოალიცია „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ კორძაიას განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის მიზანია, რომ ჟურნალისტები და თავისუფლებისთვის მებრძოლი საზოგადოების წარმომადგენლები გააჩუმონ. მისივე თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის მიღების შემდეგ უკვე ფინანსური დახმარება ადგილობრივ და თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეუწყდათ. „დღეს „რუსული კანონის“ სანქციების ნაწილი ამოქმედდა. ჩვენმა საზოგადოებამ ამ კანონის მიღების მავნე შედეგები უკვე ძალიან […]

იგორ ნარმანია – ლანჩხუთის ბაზრის ტერიტორია ზუსტად ასახავს იმ ფაქტს, თუ როგორ უყურებენ ჩიგოგიძე და წილოსანი ლანჩხუთის მომავალს

ლანჩხუთის ბაზრის ტერიტორია ზუსტად ასახავს იმ ფაქტს, თუ როგორ უყურებენ ჩიგოგიძე და წილოსანი ლანჩხუთის მომავალს. იმის ნაცვლად, რომ მათ ლანჩხუთში საინვესტიციო გარემო ადამიანების დასასაქმებლად შეექმნათ, დღეს ეს ადგილი ადამიანებისგან იცლება. ერთადერთი, რაც ამ ადამიანებმა აქ დანერგეს, არის კორუფცია და ნეპოტიზმი, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ, იგორ ნარმანიამ განაცხადა. მისივე თქმით, გურია მოსახლეობისგან […]

რომან გოცირიძე – ყველა კანონპროექტი, რაც პარლამენტში იხილება, არის რუსული კანონებიდან გადმოწერილი – იხილება „რუსული კანონი 2“, „რუსული კანონი 3“, „რუსული კანონი 4“-ია მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების მცდელობა

რუსულია ეს ე.წ ტრადიციული ღირებულებების დაცვის თემა, სადაც ჩართულია ეს საშინელი რუსული ეკლესია და რუსეთის მთავრობა. ისინი შეკრული არიან ერთად და ეს სახელმწიფო ინკვიზიციას აწარმოებს რუსულ და ფაშისტურ ეკლესიასთან ერთად, – ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, “ქართულ ოცნებას” არათუ საკონსტიტუციო, არამედ მარტივი უმრავლესობა არ ექნება და 2 თვის შემდეგ […]

39 წლის გილერმო ოჩოა კარიერას პორტუგალიაში განაგრძობს

39 წლის ცნობილი მექსიკელი კიპერი გილერმო ოჩოა კარიერას პორტუგალიის ჩემპიონატის ახალწვეულ AVS-ში განაგრძობს. ვეტერანი მეკარე თავისუფალი აგენტი გახლდათ და ის ახალ გუნდში სრულიად უსასყიდლოდ გადაბარგდა. ოჩოა ბოლოს “სალერინტანას” ღირსებას იცავდა, რომელიც იტალიის სერია A-დან გავარდა.

ევროპარლამენტარი: ბიძინა და ევროკავშირის წევრობა შეუთავსებელია

“დიდი ბოდიში ქართველებო, მაგრამ ბიძინა და ევროკავშირის წევრობა შეუთავსებელია”, — განაცხადა ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა „ევროპის სახალხო პარტიიდან“ რასა იუკნევიჩიანემ თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციაზე (“გარდამტეხი წელი”). იუკნევიჩიანეს თქმით, საქართველო მოწინავე იყო რეფორმების განხორციელებაში, თუმცა ახლა რეგიონში სომხეთი უფრო წინაა. მან ასევე არ გამორიცხა, ბრიუსელში დაიწყოს მსჯელობა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე. „დებიძინიზაციის გარეშე ვერ ვხედავ ვერანაირ შესაძლებლობას, საქართველო […]

სოფელ გვიმბალაურში სადრენაჟე ქსელი წესრიგდება

შპს „საქართველოს მელიორაცია“ რიონის მარცხენა სანაპიროს დამშრობი მასივის გაწმენდით სამუშაოებს ატარებს. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიმბალაურის ტერიტორიაზე, ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან ჯამში 5,3 კმ სიგრძის კოლექტორული და შემკრები ქსელი იწმინდება. სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს. შედეგად 35 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება. სადრენაჟე სისტემის მოწესრიგება აგროწარმოების შესაძლებლობის გაზრდას შეუწყობს ხელს. სადრენაჟე სისტემის […]

„თავად ჩემმა მშობლებმაც არ იციან რომ ჩემი მშობლები არიან, სანამ მათ პირადად არ ვნახავ, ვერ დავწერ დეტალებს“ – თამუნა მუსერიძე

რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ ჟურნალისტმა, პროექტის „ვეძებ“ ავტორმა, თამუნა მუსერიძემ რვაწლიანი ძებნის შემდეგ, საკუთარი ბიოლოგიური მშობელი იპოვა. თამუნა მუსერიძე მორიგ მიმართვაში განმარტავს, რომ გარკვეულ დეტალებზე ამ ეტაპზე ვერ საუბრობს, ვინაიდან მისივე თქმით, მისმა მშობლებმა არ იციან აღნიშნული ინფორმაცია. „მესმის და ვითვალისწინებ პასუხისმგებლობას ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩართული იყვნენ […]