1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6906 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6906 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6906 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6896 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0010 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9699 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9758 ლარს შეადგენდა. […]

ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ მოკლა ჰამასის მეომარი, რომელიც ჩანდა გავრცელებულ – 7 ოქტომბრის ვიდეოში

ისრაელის სამხედროები ამტკიცებენ, რომ მოკლეს ჰამასის (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი დაჯგუფება) მეომარი, რომელიც ჩანდა ფართოდ გავრცელებულ 7 ოქტომბერს ისრაელის სამხრეთში ჰამასის იერიშის დროს გადაღებულ ვიდეოში. ცნობით, კადრში ჩანდა როგორც სვამდა ახლა მოკლული ჰამასელი ბოთლიდან კოკა-კოლას ყუმბარით დაჭრილი ბავშვების წინ, რომელთა მამა მანამდე იქვე მოკლა აფეთქებამ. 3 სექტემბერს სამხედროებმა ამოიცნეს ეს მეომარი როგორც აჰმედ ფოზი […]

უკრაინის პრეზიდენტის და თავდაცვის უწყების თანახმად, რუსეთის სარაკეტო თავდასხმას პოლტავაში სულ მცირე 41 ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ამ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ 3 სექტემბერს განაცხადეს, რომ რუსეთის მხრიდან ბალისტიკური რაკეტით თავდასხმის შედეგად ცენტრალური უკრაინის ქალაქ პოლტავის – უკრაინის შეიარაღებული ძალების კავშირგაბმულობის ინსტიტუტის შენობაზე სულ მცირე, 41 ადამიანია დაღუპული. 180 პირი დაშავდა. მათი თქმით, სარაკეტო თავდასხმა მოხდა მალევე საჰაერო განგაშის გამოცხადების შემდეგ და შენობაში მყოფებმა ვერ მოასწრეს ბომბდამცავში ჩასვლა. […]

როგორ ამარტივებს “ველი” ბიზნესი კომპანიის მომარაგებას

შესყიდვების პროცესი ნებისმიერი ინდუსტრიისა თუ ზომის ბიზნესისთვის კომპლექსური საკითხია, რომელშიც თითოეულ დეტალს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს – დროის რესურსის სწორი განაწილება, პროდუქციის შესაბამისი რაოდენობა ნებისმიერ მომენტში, ფორსმაჟორულ სიტუაციების მზაობა ან სწრაფი გამოსავლის მოძიება, ბიზნესისთვის მისაღები ღირებულება და სხვა. მომარაგების გამართული პროცესი ბიზნესის შეუფერხებელი მუშაობისთვის აუცილებელი კომპონენტია.

ბავშვების მიმართ გარყვნილი ქმედების, სექსუალური ძალადობის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე დაკავებულს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

ბავშვების მიმართ გარყვნილი ქმედების, სექსუალური ძალადობის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე დაკავებულს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა საქართველოს პროკურატურამ ბავშვების მიმართ გარყვნილი ქმედების, სექსუალური ძალადობის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა – ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული, სოციალური ქსელების […]

ალექსანდრე სოკოლოვსკი – საქართველომ უნდა ჩაატაროს კარგად მართული, მშვიდობიანი, გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები – საარჩევნო პროცესი გადამწყვეტი იქნება ევროკავშირის იმედებისა და მისწრაფებების შესანარჩუნებლად

საქართველო დემოკრატიის კუთხით ღრმა გამოწვევის წინაშე დგას, რაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის მიღებასა და დემოკრატიული უკუსვლის სხვა რამდენიმე ნიშანთანაა დაკავშირებული, – ამის შესახებ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა, ალექსანდრე სოკოლოვსკიმ თბილისში მიმდინარე ორდღიანი კონფერენციის, „გარდამტეხი წელი“ ფარგლებში გამართულ პანელზე განაცხადა. “რა შეუძლია და რა უნდა გააკეთოს საქართველომ უახლოეს მომავალში? – პირველი არის კარგად მართული, […]

„ევროსტატის“ მონაცემებით, საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა შემცირდა

საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობამ 2024 წლის პირველ ნახევარში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია. შესაბამისი მონაცემები „ევროსტატის“ ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა შემცირებულია ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში. აღნიშნული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირებულია გერმანიაში, სადაც თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა საქართველოდან ყველაზე მაღალი იყო. „ევროსტატის“ მონაცემებით, 2024 წლის პირველი ნახევარში გერმანიაში თავშესაფარი […]

საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა ლატვიის სასულიერო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა ლატვიის სასულიერო მუსიკის რიგით 27-ე საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. საგუნდო კაპელა ფესტივალის ფარგლებში ორ კონცერტს გამართავს – 6 სექტემბერს ულბროკის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში, 7 სექტემბერს კი რიგის წმინდა პეტრეს სახელობის კათედრალში გამოვა. ქორმაისტერ არჩილ უშვერიძის დირიჟორობით შესრულდება ქართველი კომპოზიტორების მიერ სხვადასხვა პერიოდში შექმნილი ქართული საგუნდო მუსიკა. ფესტივალში ასევე მონაწილეობენ: ლატვიის სახელმწიფო […]

იაგო ხვიჩია – მეორე მოსმენით წარმოდგენილი „ამნისტიის შესახებ“ პროექტი გაუარესებულია – ხელისუფლებამ ადამიანები, რომელთაც გათავისუფლებას შეჰპირდა, გადააგდო!

მეორე მოსმენით წარმოდგენილი „ამნისტიის შესახებ“ პროექტი გაუარესებულია – ხელისუფლებამ ადამიანები, რომელთაც გათავისუფლებას შეჰპირდა, გადააგდო! იმ ხალხის მდგომარეობა გაუარესდა, ვინც შეიძლება უკვე ზეიმობდა, – ეს განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ წარმომადგენელმა იაგო ხვიჩიამ გააკეთა. როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით არავის აზრი გათვალისწინებული არ არის. ხვიჩიამ პატიმრებს, ვისაც ამნისტია არ შეეხება, ბოდიში მოუხადა და დასძინა, […]

ვასო ურუშაძე – თბილისის მერი კორუფციულ გარიგებებში პირადად არის ჩართული – გვაქვს გაფლანგული საბიუჯეტო სახსრები და გამდიდრებული კერძო კომპანიები, რომლებიც თბილისის მერის გარემოცვასთან არიან დაკავშირებული

თბილისის მერი, კახა კალაძე ტენდერს არ აცხადებს და და ბოლო თარიღს ელოდება, როცა მილიონებს გადაურიცხავს მის ფავორიტ კომპანიას, რეალურად კი გვაქვს გაფლანგული საბიუჯეტო სახსრები და გამდიდრებული კერძო კომპანიები, რომლებიც თბილისის მერის გარემოცვასთან არიან დაკავშირებული, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ განაცხადა. მისივე თქმით, თბილისის მერი კორუფციულ გარიგებებში პირადად არის […]