როგორ იყენებს საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს კომპანია „ზიხარი“

„„ჩვენთვის მთავარი გულით გაკეთებული საქმეა”, – ამბობს ზურაბ ბრეგაძე, რომელმაც 2018 წელს ქუთაისში ეზოს ხელნაკეთი ავეჯის კომპანია „ზიხარ“ შექმნა. პირველი საქანელა საკუთარი ხელით, შვილის თხოვნით დაამზადა, შემდეგ კი იდეა გაუჩნდა, რომ ეს საქმიანობა საოჯახო ბიზნესად ექცია და ხის ხელნაკეთი ავეჯის ფართო წარმოება წამოეწყო. ასე შეიქმნა ბრენდი, რომლის სახელსა და ლოგზე ოჯახმა იზრუნა, ხარისხი და სრულყოფილება […]

ყალბი პროფილით ეცნობოდა არასრულწლოვნებს, რის შემდგომაც მუქარის და შანტაჟის გზით, მათ ინტიმური შინაარსის ფოტოსურათების, ვიდეოს და სქესობრივი ურთიერთობის გადაღებას და მისთვის გაგზავნას აიძულებდა – პედოფილის საქმე

ყალბი პროფილით ეცნობოდა არასრულწლოვნებს, რის შემდგომაც მუქარის და შანტაჟის გზით, მათ ინტიმური შინაარსის ფოტოსურათების, ვიდეოს და სქესობრივი ურთიერთობის გადაღებას და მისთვის გაგზავნას აიძულებდა – პედოფილის საქმე საქართველოს პროკურატურამ ბავშვების მიმართ გარყვნილი ქმედების, სექსუალური ძალადობის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა: „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული, სოციალური ქსელების […]

„გამომყევი აჭარაში” კამპანიის პირველადმა შედეგებმა 200 მილიონს გადააჭარბა

შიდა ტურიზმის სტიმულირების კამპანია „გამომყევი აჭარაში“ დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კამპანიის პირველადი შედეგებით, აჭარის შესახებ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული კონტენტის წვდომამ (Reach) 200 მილიონს გადააჭარბა, რაც 100 მილიონით აღემატება გასული წლის შედეგებს. „კამპანიის მონაწილე ინფლუენსერები და მოგზაურები ორი თვის განმავლობაში მოგზაურობდნენ აჭარაში და ასიათასობით შიდა ტურისტს აცნობდნენ აჭარის […]

აგენტად რეგისტრირებაზე უარს ამბობს მოხევეთა ორგანიზაცია, რომელიც თრუსოს ხეობის დაცვაზე მუშაობს

ორგანიზაცია „ლომეკი“ საქმიანობას აჩერებს და აცხადებს, რომ რუსული კანონის აღსრულების ფარგლებში შექმნილ რეესტრში არ დარეგისტრირებულა და ამას არც აპირებს. „ლომეკი“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში 2017 წლიდან მუშაობს. ორგანიზაციის საქმიანობა შეეხება ხევის კულტურული მემკვიდრეობის კვლევასა და პოპულარიზებას; მივიწყებული მოხეური ტრადიციების აღდგენასა და პოპულარიზებას. ამზადებს პუბლიკაციებს ხევის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. დააარსა ეთნოფესტივალები „გაიბოტნობა“ და „თრუსო“. 2021 წლიდან მუშაობს „თრუსოს […]

ზელენსკის თქმით, რუსეთმა პოლტავაში სასწავლებელი დაბომბა — დაიღუპა 41 ადამიანი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პოლტავაში რუსეთის ავიაიერიშს 41 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა 180 ადამიანი კი დაშავდა. ზელენსკის თქმით, თავდასხმა დღეს 3 სექტემბერს მოხდა. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ორი ბალისტიკური რაკეტა სასწავლო დაწესებულებას და მახლობლად მდებარე საავადმყოფოს მოხვდა, ნაწილობრივ დაზიანდა სამხედრო კომუნიკაციების ინსტიტუტის შენობაც: უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დროის ინტერვალი გამაფრთხილებელ სირენასა და გამანადგურებელი ჭურვის ჩამოვარდნას შორის […]

“გაიზრდება კონკურენცია და ოპერირების არეალი”- მიკროკრედიტების ლიმიტი იზრდება

მთავრობა მიკროკრედიტის ჯამური ლიმიტის 100 000 ლარიდან 200 000 ლარამდე გაზრდის ინიციატივით გამოდის. ეკონომიკის სამინისტროსა და ეროვნული ბანკის მომზადებული კანონპროექტით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ერთ მსესხებელზე ან ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფზე გასაცემი მიკროკრედიტის მაქსიმალური ჯამური ოდენობა ორმაგდება. „მიკროკრედიტის არსებული ლიმიტი ერთგვარი შემაფერხებელი ფაქტორია სექტორის განვითარებისთვის, რადგან ფერხდება ახალი პროდუქტების შემუშავების შესაძლებლობა და რთულდება არსებული მსესხებლების შენარჩუნება“, – […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6906 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6906 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6906 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6896 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0010 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9699 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9758 ლარს შეადგენდა. […]

რას გულისხმობს „ფაქტორინგის შესახებ“ კანონი?

საქართველოს მთავრობამ მოამზადა და უკვე პარლამენტს წარუდგინა კანონი „ფაქტორინგის“ შესახებ. როგორც კანონპროექტშია აღნიშნული, ეს კანონი განსაზღვრავს და არეგულირებს ფაქტორინგის არსსა და საგანს, ფაქტორინგის მხარეებს, ფაქტორინგის განხორციელების პირობებსა და წესს, ფაქტორინგის სახეებს, ფაქტორინგის მხარეების უფლებებსა და მოვალეობებს. ფაქტორინგი არის გარიგება, რომელიც გულისხმობს ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დებიტორული დავალიანების გადაცემას და რეგისტრირებულია ფაქტორინგის რეესტრში, რის შედეგადაც დებიტორული დავალიანებიდან […]

შამბამ დაადასტურა, რომ რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ დაადასტურა, რომ რუსეთმა 1 სექტემბრიდან შეუჩერა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება, აფხაზური მხარის მიერ გარკვეული ვალდებულებების შესრულებამდე. შამბას თქმით, მოსკოვში არაერთგზის განაცხადეს, რომ „ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული სანქციები.“ „ისინი უკვე ამოქმედდა 1 სექტემბრიდან, მოგეხსენებათ, გარკვეული სოციალური დაფინანსება უკვე შეჩერებულია, რაც ეხებათ ექიმებს, მასწავლებლებს, ძალოვან სტრუქტურებს და სხვა. […]

სერგეი შამბა ადასტურებს, რომ რუსეთმა აფხაზეთს გარკვეული ფინანსური დახმარება შეუჩერა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი შამბა ადასტურებს, რომ რუსეთმა მიმდინარე წლის 1-ელი სექტემბრიდან აფხაზეთის დაფინანსება შეზღუდა და აფხაზურ მხარეს გარკვეული ვალდებულებების შესრულება მოსთხოვა. შამბას თქმით, მოსკოვში, არაერთხელ განაცხადეს, რომ „აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული სანქციები“. „1-ელი სექტემბრიდან მათი განხორციელება უკვე დაიწყო. მოგეხსენებათ, გარკვეული სოციალური დაფინანსება უკვე შეჩერებულია, რომელიც ეხება ექიმებს, მასწავლებლებს, ძალოვან […]