ბავშვების მიმართ გარყვნილი ქმედების, სექსუალური ძალადობის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე დაკავებულს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

საქართველოს პროკურატურამ ბავშვების მიმართ გარყვნილი ქმედების, სექსუალური ძალადობის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს პროკურატურის ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული, სოციალური ქსელების მეშვეობით, ყალბი პროფილით ეცნობოდა არასრულწლოვნებს, რის შემდგომაც მუქარის და შანტაჟის გზით, მათ ინტიმური შინაარსის ფოტოსურათების, ვიდეოს და სქესობრივი ურთიერთობის გადაღებას და მისთვის გაგზავნას […]

სარკინიგზო შემთხვევის შედეგად დაზიანებული მატარებლიდან მგზავრები სხვა მატარებელში გადაიყვანეს

სარკინიგზო შემთხვევის შედეგად დაზიანებული მატარებლიდან მგზავრები სხვა მატარებელში გადაიყვანეს. როგორც მგზავრები აღნიშნავენ, ისინი საგზაო შემთხვევის შემდეგ, მატარებელში დაახლოებით 3 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. დიდუბე-ავჭალის იმ მონაკვეთზე, სადაც სარკინიგზო შემთხვევის დროს „საქართველოს რკინიგზის“ 2 თანამშრომელი დაიღუპა, კვლავ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ინფორმაციისთვის, ფეიქრების ქუჩის მიმდებარედ, თბილისი-ბათუმის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო მატარებელი სამუშაო პლატფორმას შეეჯახა. ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. […]

ელენე ხოშტარია – შეგვიძლია, იმ არასამთავრობო სექტორით ვიამაყოთ, რომელმაც „რუსული კანონი“ გააცამტვერა

ჩვენ, ქართულ საზოგადოებას შეგვიძლია იმ არასამთავრობო სექტორით ვიამაყოთ, რომელმაც ეს „რუსული კანონი“ გააცამტვერა. უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი არ არსებობს, რაც არ უნდა ეცადონ, ორგანიზაციების მხოლოდ 1,5% დარეგისტრირდა, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა. მისი თქმით, ქართველი ხალხის ბრძოლამ საქართველო შთაგონების წყარო გახადა. „ქართულმა ოცნებამ“ მიზანს ვერ მიაღწია, მათ შორის, „რუსული კანონის“ […]

„სულ ორიოდე თვით ჩამორჩება “ქართული ოცნების” პარლამენტი ერაყისას“ – რომან გოცირიძე

პარლამენტის წევრი, რომან გოცირიძე: „ტრადიციულ ღირებულებათა დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, ერაყის პარლამენტში მიმდინარეობს კანონპროექტის განხილვა, რომლის მიხედვითაც ქორწინება ნებადართული გახდება 9 წლის გოგონებთან. რამდენიმე თვის წინ ერაყის პარლამენტმა ასევე მიიღო კანონი ე. წ. ლგბტ პროპაგანდის შესახებ. იგი ითვალისწინებს პატიმრობას 7 წლის ვადით “პროპაგანდისათვის”, ხოლო ერთნაირსქესიანთა შორის ურთიერთობისათვის ციხეს 10-დან 15 წლამდე. სულ ორიოდე თვით ჩამორჩება […]

“კვარაცხელიაზე ამის დანახვამ გამაკვირვა! მას და სხვა ფეხბურთელებს კონტემ ეს გადასცა” – კაპელო სერია A-ს ბოლო ტურში ხვიჩას ასპარეზობაზე

წარსულში ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა და ახლა უკვე საფეხბურთო კომენტატორმა ფაბიო კაპელომ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მან Sky Sport-ის ეთერში საუბრისას თქვა, რომ სერია A-ს ბოლო ტურში ქართველის თამაშით აღფრთოვანებული დარჩა. “კვარაცხელიას ასე სირბილის დანახვამ გამაკვირვა! მოედანზე მის პოზიციას თავი რომ დავანებოთ, ის სულისკვეთება, რაც მან თამაშში ჩადო, ნამდვილად გასაოცარი იყო. როდესაც ასეთი ფეხბურთელები და ლიდერები […]

კრიშტიანო რონალდოს “ალ-ნასრი” “ლაიფციგის” მცველით გაძლიერდა

საუდის არაბეთის კლუბმა “ალ-ნასრიმ” გვაუწყა, რომ “ლაიფციგიდან” 24 წლის ფრანგი მცველი მუჰამედ სიმაკანი დაიმატა და მის სანაცვლოდ 45 მილიონი ევრო გაიღო. აღსანიშნავია, რომ 3 წლის წინ გერმანელებმა ის “სტრასბურგიდან” 3-ჯერ ნაკლები თანხის სანაცვლოდ გადაიბირეს. სიმაკანმა ჯამში “ლაიფციგის” ფორმა 122 შეხვედრაში მოირგო, სადაც 7 გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. აღსანისნავია, რომ საფრანგეთის ნაკრების ფორმა […]

პორნოვარსკვლავის ფრაზა სოციალურ ქსელში – მუდრიკი სახალისო ინციდენტში გაეხვია

“ჩელსისა” და უკრაინის ნაკრების ფეხბურთელი მიხაილო მუდრიკი სასაცილო და უსიამოვნო სიტუაციაში გაეხვია. მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ციტატა, რომელიც ცნობილ ავსტრალიელ პორნოვარსკვლავს, ანჯელა ვაითს ეკუთვნის. “თუ არასწორი გადაწყვეტილების მიღება გინდა, ყველას აზრი მოისმინე”, – წერია ციტატაში. როგორც ჩანს, ფეხბურთელმა არ იცოდა, ვის ეკუთვნოდა ეს ციტატა, რადგან კომენტარების წაკითხვისა და სიტუაციაში გარკვევის მერე ეს ფოტო მისი Instagram-გვერდიდან […]

დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო, თბილისი-ბათუმის 17:00-საათიანი რეისი გაუქმდა

დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო, თბილისი-ბათუმის 17:00-საათიანი რეისი გაუქმდა. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, მგზავრებს გაუქმებული რეისის ბილეთის თანხას აუნაზღაურებს. „ძვირფასო მგზავრებო, მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო, 17:00-საათიანი თბილისი-ბათუმის რეისი გაუქმდა. საქართველოს რკინიგზა მგზავრებს გაუქმებული რეისის ბილეთის თანხას აუნაზღაურებს. კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – ნათქვამია განცახდებაში.

პოლიტიკურმა გაერთიანებამ – „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროამ“ წყალტუბოს ოფისი გახსნა

პოლიტიკურმა გაერთიანებამ – „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროამ“ წყალტუბოს ოფისი გახსნა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ოფისის გახსნისას, ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ ძვირფასია ყოველი დღე, როდესაც იგრძნობა, რომ მალე აისახება ხალხის ნება, ხელისუფლება შეიცვლება, ქვეყანა ევროკავშირში შევა და განვითარების ახალ ეტაპზე გადავა. „ძვირფასია ყოველი დღე, როდესაც იგრძნობა, რომ მალე აისახება ხალხის ნება, […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 სექტემბერს 11:00-დან 17:00 საათამდე, აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ძეგვი, ძველი ქანდა, ნიჩბისი, შიომღვიმის ტერიტორია და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე მცხეთაში არმაზის ქუჩაზე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.