ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმე კონფესიას და ტრადიციულ რელიგიურ მიმართულებებს რაიმე პრობლემა შეექმნათ, პირიქით, თავის მხრივ, ისინიც ამყარებენ სახელმწიფოს იდენტობას

ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმე კონფესიას და ტრადიციულ რელიგიურ მიმართულებებს რაიმე პრობლემა შეექმნათ, პირიქით, თავის მხრივ, ისინიც ამყარებენ სახელმწიფოს იდენტობას „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებლობის როლის ასახვაზე და ამ ჩანაწერის სხვა ტრადიციულ რელიგიურ მიმართულებებზე გავლენაზე ისაუბრა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, კონსტიტუციაში ჩანაწერი განამტკიცებს ეკლესიის როლს, მაგრამ, ამავდროულად, სხვა ტრადიციულ რელიგიებს პრობლემა […]
,,პუტინის აგვისტოს სტრატეგია ჩაიფუშა” – გიორგი თავდგირიძე

სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე: ,,პუტინის აგვისტოს სტრატეგია: შეტევა პოკროვსკის მიმართულებაზე, კურსკის იგნორირება ჩაიფუშა. პოკროვსკი მიმართულებაზე უკრაინელებმა წელი მოიმაგრეს, კურსკში გაილაღეს. სამხედრო ოპერატიული ლოგიკით, კურსკის დაცვა დაგვიანებულია, ხოლი შეტევიდან თავდაცვაზე გადასვლა პოკროვსკის მიმართულებით ძალიან ძნელი იქნება. სექტემბერში ძირითადი ბატალიები კურსკში, ბელგოროდში, ბრიანსკში იქნება. თუმცა, ხერსონი ყირიმის ხაზიც შეიძლება პერსპექტიული გახდეს.”
სერგეი შამბა ადასტურებს, რომ რუსეთმა აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა ადასტურებს, რომ რუსეთმა პირველი სექტემბრიდან აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა. შამბას თქმით, მოსკოვმა არაერთხელ განაცხადა, რომ „აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობას შესაძლოა გამოეწვია გარკვეული სანქციები“. მან კომენტარი გააკეთა ე.წ. პარლამენტის ზოგიერთი “დეპუტატისა” და ოპოზიციონერისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესაძლებლობაზე და აღნიშნა, რომ “დღეს მსოფლიოში მოქალაქეობის ჩამორთმევა სრულიად მოქმედი სანქციაა”. შამბამ მაგალითად ცხინვალის […]
რუსული კანონის გამო, 23-წლიანი ისტორიის NGO კახეთიდან, არსებული ფორმით წყვეტს საქმიანობას

ორგანიზაცია 23 წლის 3 სექტემბერს გახდა. 2002 წლიდან მუშაობს კახეთის რეგიონში და მისი მიზანი ადგილობრივი საზოგადოების გაძლიერების ხელშეწყობა იყო. „ორგანიზაციამ 23 წლის მანძილზე ასეულობით თემატური ტრენინგი, სასწავლო და გადამზადების პროგრამები განახორციელა, 50 ზე მეტი მცირე საგრანტო პროგრამა დააფინანსა, ჩაატარა ახალგაზრდული ბანაკები, საზოგადოებრივი ღონისძიებები, საინფორმაციო შეხვედრები, ცნობიერების ამაღლების კამპანიები, ათეულობით პოდკასტი და გადაცემები, რომელთა ფარგლებში ჩვენი […]
რაქვიაშვილი: აქციზი ღარიბების დაბეგვრაა, მდიდარი ვერ იგრძნობს, ღარიბისთვის ეს მნიშვნელოვანია

რამდენმა კანონმა გაიარა ან შეიძლებოდა გაევლო ქრისტიანობის ფილტრი? მაგალითისთვის, არის თუ არა, ქრისტიანული ღარიბების დაბეგვრა მდიდრების სასარგებლოდ? მე არ მგონია, რომ რომელიმე ადამიანმა, ვინც რამე იცის ქრისტიანობაზე იტყოდა, რომ მოდით ღარიბებს ფული წავართვათ და მდიდრებს მივცეთ… ეს ხომ არასდროს არ გაგიგიათ. მაგრამ რა არის აქციზი? აქციზი სიგარეტზე იქნება თუ ბენზინზე ღარიბების დაბეგვრაა, იმიტომ რომ 1-2 […]
რუსებისთვის ზაფხულში საინტერესო დასასვენებელი ადგილი თურქეთი, აფხაზეთი, საამიროები და ეგვიპტე იყო – АТОР

რუსეთის ტურიზმის ასოციაციის (АТОР) ინფორმაციით, რუსებისთვის ზაფხულში საინტერესო თურქეთი, აფხაზეთი, საამიროები და ეგვიპტე იყო. მათივე ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეების 90%-მა ზაფხულში 6 ქვეყანაში იმოგზაურა. პირველ ადგილზე თურქეთია, რომელსაც სამ თვეში 2.75 მლნ რუსი ეწვია. რუსეთის მოქალაქეების ინტერესი ანტალიაზე გაიზარდა, რომელსაც რუსეთიდან 1.75 მლნ დამსვენებელი ეწვია. მეორე ადგილზე ოკუპირებული აფხაზეთია, რომელსაც რუსეთის ტურიზმის ასოციაცია ცალკე ქვეყნად მოიხსენიებს. […]
„ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელის პროექტს ჩვენთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს“ – ლევან დავითაშვილი

„ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელის პროექტს ჩვენთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ოთხი ქვეყანა გაერთიანდა იმისთვის, რომ ეს ამბიციური პროექტი განვახორციელოთ – ის ხელს შეუწყობს ევროპის, და არამარტო ევროპის, არამედ სამხრეთ კავკასიის და მთლიანად რეგიონის ენერგოუსაფრთხოებას“, – განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბუქარესტში „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული […]
მამუკა მდინარაძე მართლმადიდებლობის როლის კონსტიტუციაში ასახვაზე – ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმე კონფესიას და ტრადიციულ რელიგიურ მიმართულებებს რაიმე პრობლემა შეექმნათ, პირიქით, ისინიც ამყარებენ სახელმწიფოს იდენტობას

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებლობის როლის ასახვაზე და ამ ჩანაწერის სხვა ტრადიციულ რელიგიურ მიმართულებებზე გავლენაზე ისაუბრა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, კონსტიტუციაში ჩანაწერი განამტკიცებს ეკლესიის როლს, მაგრამ, ამავდროულად, სხვა ტრადიციულ რელიგიებს პრობლემა არ შეექმნებათ. მისივე თქმით, პირიქით – ტრადიციული რელიგიური მიმართულებები ასევე ამყარებენ სახელმწიფოს იდენტობას და მათი როლიც უნდა მკაფიოდ უნდა იქნას ნახსენები. […]
,, საინტერესო მაგალითია, ახლადგამომცხვარი დიქტატორებისთვის” – სააკაშვილი
,, საინტერესო მაგალითია, ახლადგამომცხვარი დიქტატორებისთვის” – სააკაშვილი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს: ,,ვენესუელის არჩევნების გამყალბებლის და ამერიკული ფინანსური სანქციების ფიგურანტის მადუროს საპრეზიდენტო თვითმფრინავი, რომელიც სარემონტოდ იმყოფებოდა დომინიკის რესპუბლიკაში ამერიკის FBI-ს აგენტებმა დააპატიმრეს და გადააფრინეს მაიამიში კონფისკაციის მიზნით. თვითონ მადურო უკვე კარგა ხანია თავს არიდებს ქვეყნის დატოვებას, რათა ამერიკელებმა გზაში არ დააკავონ. საინტერესო მაგალითია, ახლადგამომცხვარი […]
ლანჩხუთში სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაიწყო

ლანჩხუთში სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაიწყო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. შენობა 250 მაყურებელზეა გათვლილი. მოეწყობა ორი დარბაზი, რომელიც კალათბურთს, ფრენბურთს და სხვადასხვა სპორტულ აქტივობებს დაეთმობა. შენობაში მოწყობილი იქნება სველი წერტილები, გასახდელები, საშხაპეები. კომპლექსის მშენებლობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2 680 538 ლარით ხორციელდება. მიმდინარე სამუშოები დღეს ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა მოადგილე თორნიკე ტიკაძესთან […]