გიგი წერეთელი – რატომ ამბობენ ჩვენი მეგობრები, რომ არჩევანი მარტივია – ხალხი, ვინც დასავლეთს ლანძღავს და მტრებად აცხადებს, ვინც გლობალური ომის პარტიაზე საუბრობს, საქართველოს ევროკავშირში ვერ შეიყვანს

რატომ ამბობენ ჩვენი მეგობრები და კოლეგები, რომ მარტივია არჩევანი, რომ ნათელია ყველაფერი. მართლაც ასეა: სიღარიბე, იზოლაცია თუ სიკეთე და კეთილდღეობა ევროპაში – ეს არის მთავარი ამოცანა , – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც წერეთელი აღნიშნავს, ხელისუფლება, რომელიც დასავლეთს გლობალური ომის პარტიას უწოდებს, საქართველოს ევროკავშირში ვერ შეიყვანს. „ჩვენ ვართ საარჩევნო […]

რა მიზნით იყენებს საქართველოს მოსახლეობა ინტერნეტს ყველაზე ხშირად?

საქართველოში 2024 წლის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ოჯახების ინტერნეტით უზრუნველყოფის მაჩვენებელი 2.6%-ით გაიზარდა და შინამეურნეობების 91.5% ინტერნეტი აქვს. საქსტატის ინფორმაციით, ბოლო 3 თვის განმავლობაში ინტერნეტით 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 84.8%-მა ისარგებლა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2.1 პროცენტული პუნქტით აღემატება. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 15 წლის და უფროსი ასაკის, ბოლო სამ თვეში ინტერნეტის მომხმარებელ მოსახლეობაში, […]

პარლამენტი „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით კენჭს 4 სექტემბერს, პლენარულ სხდომაზე უყრის

ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს – ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. „მომხსენებელმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ ცვლილებების პროექტი მუხლობრივად წარადგინა და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. კანონპროექტით, ამნისტია ცივი იარაღის ტარებისთვის მსჯავრდებულ პირებზე, მხოლოდ გარკვეული დათქმით გავრცელდება.მომხსენებლის განმარტებით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან გათავისუფლდებიან ის პირები, […]

რუსლან სტეფანჩუკი – სამმა მინისტრმა გადადგომა მოითხოვა

უკრაინის სამმა მინისტრმა გადადგომა მოითხოვა. ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას (პარლამენტის) თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს. მისი თქმით, გადადგომის შესახებ განცხადებები გააკეთეს: უკრაინის მრეწველობის სტრატეგიული დარგების საკითხების მინისტრმა ალექსანდრ კამიშინმა, უკრაინის იუსტიციის მინისტრმა დენის მალიუსკამ, და უკრაინის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა რუსლან სტრელეცმა. “ასევე გადადგომის შესახებ განცხადება შემოვიდა უკრაინის სახელმწიფო საკუტრების […]

ლაშა ბაქრაძე – ან ვირჩევთ სიღატაკეს, სიდუხჭირეს, შიმშილს ან ჭეშმარიტ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გზას, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია დასავლეთისკენ

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ევროპაზე, ჩვენ ვსაუბრობთ მეტ სოციალურ დაცულობაზე, მეტ სოციალურ სამართლიანობაზე და ამიტომ არის ჩვენი ლოზუნგი დღეს კეთილდღეობა ევროპასთან ერთად, ან იზოლაციაში ყოფნა, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ბაქრაძემ განაცხადა. ლაშა ბაქრაძის თქმით, არცერთი ნორმალური დასავლური დემოკრატიული სახელმწიფო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან არ ითანამშრომლებს. „როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ევროპაზე, ჩვენ ვსაუბრობთ მეტ სოციალურ […]

გარდაიცვალა სამხედრო, რომელმაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დამწვრობა მიიღო

საქართველოს თავდაცვის ძალების კაპრალი, ზურაბ ფისენკო გარდაიცვალა. ამის შესახებ განცხადებას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ ზურაბ ფისენკოს გარდაცვალების გამო და თანგრძნობას უცხადებს მის ოჯახსა და ახლობლებს“, – ვკითხულობთ განცხადებაში. კაპრალი ფისენკო აგვისტოს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაშავდა. „მთავარის“ ცნობით, მაშინ მან ტანკის აალების […]

თამარ კორძაია – ხელისუფლება არ გვპირდება არაფერს გარდა მტრობისა, შუღლისა და დაპირისპირებისა, რითაც ქვეყანა არ შენდება – 26 ოქტომბერს უნდა გადავწყვიტოთ, როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება

ჩვენი შეხვედრები თქვენთან ადასტურებს, რომ თქვენ მოგბეზრდათ სიღატაკეში ცხოვრება, მოგბეზრდათ დაპირისპირება, გინდათ წინსვლა საკუთარი თავისთვის და საკუთარი შვილებისთვის, ამიტომ არ დავიზაროთ და 26 ოქტომბერს, ერთი გაფერადებით წავიდეთ კეთილდღეობისკენ ევროპაში , – ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ ვასო გოძიაშვილის პარკში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. მისი თქმით, 26 ოქტომბერს, უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა კეთილდღეობით ევროპაში ყოფნა, […]

ცესკოს თავმჯდომარემ გაეროს საქართველოს ოფისის წარმომადგენლებთან მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გაეროს საქართველოს ოფისის წარმომადგენლებთან მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილა. როგორც ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გაეროს მუდმივ კოორდინატორს დიდიე ტღებიუკს, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში დაგლას უებს და რეგიონული მრჩეველ მშვიდობისა და განვითარების საკითხებში ოლეჰ პროციკს გიორგი კალანდარიშვილი დღეს გაეროს საქართველოს ოფისში შეხვდა. „შეხვედრის მთავარი თემა 2024 წლის […]

ილია ინჯია – ხალხი, რომელიც ებრძვის საქართველოს მოსახლეობასა და ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ ქართველებს შორის კავშირის შენარჩუნებასა და გაღრმავებას, საკუთარი სამშობლოს მოღალატე და მტერია

ხალხი, რომელიც ებრძვის საქართველოს მოსახლეობასა და ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ ქართველებს შორის კავშირის შენარჩუნებასა და გაღრმავებას, საკუთარი სამშობლოს მოღალატე და მტერია , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მარტვილის, აბაშის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს დელეგატი ილია ინჯია სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც მას რუსად მოიხსენიებენ. როგორც ინჯია აღნიშნავს, დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში […]

გია ჯაფარიძე – 26 ოქტომბერს ჩვენ შეგვიძლია დავაბრუნოთ საქართველო ევროპის კავშირში გაწევრიანების გზაზე და გვქონდეს ყველა სიკეთე, რაც ევროკავშირის ქვეყნებს აქვთ

26 ოქტომბერს, სინამდვილეში, ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს, თუ როგორ ქვეყანაში გვინდა, რომ ვიცხოვროთ. არჩევანი გვაქვს კეთილდღეობასა და სიღატაკეს შორის და საერთაშორისო იზოლაციასა და ევროკავშირის წევრობას შორის – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, გია ჯაფარიძემ განაცხადა. მისი თქმით, ერთადერთი, რასაც „ქართული ოცნება“ 12 – წლიანი მმართველობის შემდეგ თავის ამომრჩეველს სთავაზობს, ზიზღი, დაპირისპირება, კორუფცია და სიღატაკეა. […]