მკვლევრები ამბობენ, რომ ამერიკელი ამომრჩევლები ონლაინ სივრცეში ჩინეთის გავლენის სამიზნე არიან

სადაზვერვო კომპანია “გრაფიკის” მიერ გამოქვეყნებული ბოლო კვლევა აჩვენებს, რომ ჩინეთის სოციალური მედიის გავლენის ოპერაციები მიზანში იღებენ ამერიკელ ამომრჩევლებს და მოსახლეობაში დამაპირისპირებელ მესიჯებს აგზავნის. კამპანია ჩინეთის სახელმწიფოსთან დაკავშირებული ძალისხმევის ნაწილია, რომელსაც ანალიტიკოსები “სპამუფლაჟს”, ან “დრაგონბრიჯს” უწოდებენ. ამ კამპანის მიზანია სპამებისა და მიზანმიმართული პროპაგანდის ნარევის ინტერნეტში გავრცელება. “სპამუფლაჟი”, დაახლოებით, 2017 წლიდან გააქტიურდა, მაგრამ ექსპერტების აზრით, არჩევნების მოახლოებასთან […]

ტრამპი ამბობს, რომ 2020 წლის არჩევნებში ჩარევის “ყველა უფლება” ჰქონდა

რესპუბლიკელი ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომლის წინააღმდეგაც ფედერალური და შტატის ბრალდებებია წაყენებული, რომ 2020 წლის არჩევნებში დემოკრატ პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან წაგების ამოტრიალება სცადა, ირწმუნება რომ ჰქონდა „ყველა უფლება“ რათა იმ არჩევნებში ჩარეულიყო. „ფოქს ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, რომელიც ეთერში კვირას გავიდა, ტრამპმა თქვა: „ვინმეს გაუგია ბრალი დაგდონ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაზე, სადაც ამის ყველა უფლება გაქვს?“. ფედერალური […]

ინგლისურის სწავლის ათობით მეთოდი – რომელია ყველაზე ეფექტური?

როგორ ვისწავლო ინგლისური? – უამრავ მასალას შეხვდები ამ თემაზე – ზოგი წერს, რომ ფილმებით უნდა ისწავლო, და იმასაც მიმტკიცებს, თუ ფილმებით ვისწავლი ინგლისურს, უშიშრად ვისაუბრებ ინგლისურად. ვცადე, ვუყურე ინგლისურენოვან ფილმებს, დიდად ვერაფერი გავიგე, „ჰელოუ“ ისედაც ვიცოდი და „ბაი“, მაგრამ ახლა სამაგიეროდ, „ჰელოუს“ და „ბაის“ ვამბობ უშიშრად. ალბათ, მეტი ფილმი უნდა მენახა, ან, ერთი ფილმი რამდენჯერმე? […]

“აბუჩად ამგდები ქირქილით გამომიყვანა წყობიდან” – ქარელში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ ძმებს 2-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ

გორის რაიონულმა სასამართლომ ქარელში მომხდარ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ ძმებს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მანამდე, ერთ-ერთი ბრალდებულმა ძმამ, ემზარ მედოშვილმა პროცესზე თქვა: “განზრახ მკვლელობა არ იყო – აბუჩად ამგდები ქირქილით გამომიყვანა წყობიდან, ალბათ სტრესმა განაპირობა ეს ყველაფერი, არ მქონდა განზრახული მკვლელობის ჩადენა”. ბრალდებული ძმებმა დეტალურად გაიხსენეს დანაშაულის ჩადენის ღამე და ამტკიცებდნენ, რომ 28 წლის კაცის მკვლელობა […]

რუსეთის სასამართლომ უკრაინელ სამხედროს 20 წელი მიუსაჯა ყირიმში სადესანტო ოპერაციის მცდელობისთვის

რუსეთის დონის როსტოვის საოლქო სამხედრო სასამართლომ უკრაინელ სამხედროს, ალექსანდრ ლიუბასს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის სანაპიროზე გადასვლის და რუს სამხედროებზე თავდასხმის მცდელობის გამო. ამის შესახებ ТАСС -ს აცნობა სასამართლოს წარმომადგენელმა. სააგენტო მსჯავრდადებულს მოიხსენიებს როგორც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს “სპეცდანიშნულების ქვედანაყოფის წევრს”. ის დამნაშავედ ცნეს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, იარაღის […]

ცესკოს თავმჯდომარემ გაეროს საქართველოს ოფისის წარმომადგენლებთან მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გაეროს საქართველოს ოფისის წარმომადგენლებთან მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილა. გაეროს მუდმივ კოორდინატორს დიდიე ტღებიუკს, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში დაგლას უებს და რეგიონული მრჩეველ მშვიდობისა და განვითარების საკითხებში ოლეჰ პროციკს გიორგი კალანდარიშვილი დღეს გაეროს საქართველოს ოფისში შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა 2024 წლის არჩევნები იყო. ცესკოს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა […]

ივლისში ესპანეთში ტურისტულმა ნაკადმა ისტორიულ რეკორდს მიაღწია

ივლისში ესპანეთში ჩასული უცხოელი ტურისტების რაოდენობა 7,3%-ით გაიზარდა და 10,851 მილიონს მიაღწია – ამის შესახებ, ქვეყნის სტატისტიკური სამსახური(INE) იტყობინება. ეს არის რეკორდული მაჩვენებელი ნებისმიერი თვისთვის, დაკვირვებების მთელ ისტორიაში ანუ 1995 წლიდან. ივლისში, ყველაზე მეტი ტურისტი ესპანეთში გაერთიანებული სამეფოდან მოვიდა – 2 მილიონზე მეტი, მეორე ადგილი საფრანგეთმა (1,62 მილიონი ტურისტი), ხოლო მესამეზე ადგილი გერმანიამ (1,25 მილიონი […]

სოფო ჯაფარიძე – ჩვენ გპირდებით უსაფრთხო გარემოს, ღირსეულ ქვეყანას, რომელიც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაჩქარებული ტემპით შევა ევროკავშირსა და ნატო-ში

ჩვენ გპირდებით ისეთ ქვეყანას, სადაც დილას დედას, რომელიც შვილს აცილებს სკოლაში, არ მოუწევს ფიქრი, მისი შვილი დარჩება თუ არა მშიერი, ჩვენ გპირდებით უსაფრთხო გარემოს, ღირსეულ ქვეყანას, რომელიც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაჩქარებული ტემპით შევა ევროკავშირში და ნატოში. 26 ოქტომბრის შემდეგ ჩვენ ერთიანობით, იმ ადამიანთან ერთად, რომელმაც საქართველოში პირველმა აღმართა ევროკავშირის დროშა – მიხეილ სააკაშვილთან ერთად, აუცილებლად […]

Wendy’s -ს, Dunkin-ს და Subway-ს ახალი CEO ჰყავს

Wendy’s Georgia-ს, Dunkin Georgia-ს და Subway Georgia-ს ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს. კომპანიაში გიორგი მშვილდაძის ადგილი გივი გვეტაძემ დაიკავა, რომელიც მანამდე ფინანსური დირექტორის პოსტს იკავებდა. გიორგი მშვილდაძემ Wissol Group-ის შვილობილ კომპანიებში აღმასრულებელი დირექტორის პოზიციიდან წასვლის შესახებ რამდენიმე დღის წინ დაწერა. “მოხარული ვარ, გაგიზიაროთ, რომ ვიწყებ ახალ თანამდებობას, როგორც აღმასრულებელი დირექტორი Wendy’s, Dunkin’ და Subway Georgia-ში. მადლობა […]

„კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროამ“ ზესტაფონის ოფისი გახსნა

პოლიტიკურმა გაერთიანებამ – „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროამ“ ზესტაფონის ოფისი გახსნა. ინფორმაციას კოალიციის პრესსამსახური ავრცელებს. ოფისის გახსნისას, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ კოალიციას დღითი დღე მეტი ადამიანი უერთდება. “მიხარია რომ ზესტაფონში ბევრი ადამიანია და დღითი დღე სულ უფრო მეტი ადამიანი უერთდება კოალიციას ცვლილების გარშემო, იქ სადაც ადამიანებს სურთ ცვლილება და არა ჩანაცვლება. ერთხელ და […]