თემურ ცამციშვილი – „ქართული ოცნება” უკვე მეთორმეტე წელიწადია ზღაპრებს გვიყვება ოცნების ქალაქის, ინდუსტრიული ჰაბის მშენებლობით, მაგრამ არცერთი დაპირება შესრულებული არ არის

თუ წინა ხელისუფლებამ და მიხელ სააკაშვილმა ზუსტად იცოდა, თუ როგორ უნდა განვითარებულიყო იმერეთი და ქუთაისი, „ქართული ოცნება” უკვე მეთორმეტე წელიწადია ზღაპრებს გვიყვება თავისი ოცნების ქალაქის, ინდუსტრიული ჰაბის მშენებლობით, მაგრამ როგორც ხედავთ არცერთი დაპირება შესრულებული არ არის, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის”იმერეთის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარემ, თემურ ცამციშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, თითქმის ასი ათასი ადამიანით […]

11 სექტემბერს, ქვეყნის მასშტაბით 598 საარჩევნო უბანზე, იმიტირებული კენჭისყრა გაიმართება

სარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმირების კამპანიის ფარგლებში კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტს განახორციელებს. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. მათივე ცნობით, 11 სექტემბერს, ქვეყნის მასშტაბით 598 საარჩევნო უბანზე, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, იმიტირებული კენჭისყრა გაიმართება და მასში მონაწილეობა ნებისმიერ ამომრჩეველს შეეძლება. „ღონისძიების მიზანია საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და ხმის მიცემის პროცედურების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება. […]

ირაკლი ფავლენიშვილი – ივანიშვილმა გაანადგურა ქუთაისი და იმერეთი, თუმცა გამარჯვების შემდგომ მიხეილ სააკაშვილი, “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” გპირდებით, რომ აუცილებლად გაგრძელდება იმერეთის აღმშენებლობა

ივანიშვილმა გაანადგურა ქუთაისი და იმერეთი, თუმცა არჩევნებში გამარჯვების შემდგომ მიხეილ სააკაშვილი, “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” გპირდებით, რომ აუცილებლად გაგრძელდება ქუთაისის, იმერეთის აღმშენებლობა, შეწყდება გელათის ნგრევა, პოლიტიკური ცენტრი კვლავ დაბრუნდება ქუთაისში და ქუთაისი თავისი განვითარების ტემპით გახდება ერთ-ერთი პირველი ქალაქი, – ამის შესახებ“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა, განაცხადა. მისი განცხადებით, „ბიძინა ივანიშვილის […]

რა დანაკლისი იქნება საძოვრების, საირიგაციო და სადრენაჟე ინფრასტრუქტურაში დასავლური ფულის შეჩერება

100 მდე შეჩერებული იფრასტრუქტურული პროექტი, 10 მილიარდ ლარამდე დაკარგული ინვესტიცია, 100 000 მდე დაკარგული სამუშაო ადგილი, – ასეთია შედეგები კვლევის, რომლითაც “საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრმა” ანტიდასავლური პოლიტიკის ეკონომიკური საფრთხეები გამოიკვლია და “კომერსანტს” ექსკლუზიურად მიაწოდა. “ჯამურად „დაკარგული“ ფინანსური მაჩვენებელი შეადგენს – 8 დან 10 მილიარდ ლარს, რომელიც ემპირიული გაანგარიშებით ქვეყნის ეკონომიკაზე წლიურად აისახება – 1.5 […]

შუქრუთელების აქციაზე პირი უკვე ხუთმა ადამიანმა ამოიკერა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მკვიდრთა უწყვეტ აქციაზე პირი უკვე ხუთმა ადამიანმა ამოიკერა. სოფელ შუქრუთის მკვიდრი ჯამბულ მაჭარაშვილი აქციის მეხუთე მონაწილეა, რომელმაც პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. ზვიად პაპიძემ, ამირან შეყილაძემ, ჯუმბერ ცუცქირიძემ და გიორგი ბიწაძემ პროტესტის უკიდურეს ფორმას წინა კვირაში მიმართეს და პროცესში ცენტრალური ხელისუფლების ჩართვა მოითხოვეს. ჭიათურის მუნიციპალიტეტში, კოროხნალისა და შუქრუთის მაღაროების შესასვლელთან, აქცია უკვე […]

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორი მრჩეველი და ანდრეი ერმაკის მოადგილეები დანიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორი მრჩეველი და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ორი მოადგილე დანიშნა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციიით, პრეზიდენტის მრჩეველი კომუნიკაციების საკითხებში დიმიტრი ლიტვინი გახდა, ხოლო მრჩეველი სტრატეგიულ საკითხებში ალექსანდრე კამიშინი. პრეზიდენტის კიდევ ერთი დადგენილება ეხება ვიქტორ მიკიტას ტრანსკარპატების რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლებას და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილედ დანიშვნას. გარდა ამისა, […]

კულტურის სამინისტროს საერთოდ გაუქმების მომხრე ვარ – სალომე ზურაბიშვილი

„მე პირადად მომხრე ვარ, კულტურის მინისტრის საერთოდ გაუქმების”,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში განაცხადა. მისი შეფასებით, ამ ფორმით კულტურის სამინისტროს არსებობა დრომოჭმული პრაქტიკაა და ფიქრობს, რომ უწყებას დაქვემდებარებული ინსტიტუტები, დამოუკიდებლად უფრო ეფექტურად იმუშავებს. გარდა ამისა, პრეზიდენტი დასძენს, რომ ქართული კულტურის პოლიტიკა იმავე დღეშია, რაც ქვეყანა, რომელსაც მისი ხელისუფლება ევროპის კართან ბლოკავს. […]

პრეზიდენტი ზურაბიშვილი მეცენატის კანონმდებლობის მიღებას ემხრობა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ემხრობა მეცენატის კანონმდებლობის მიღებას. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში განაცხადა. მეცენატის კანონმდებლობის შემოღების მიზანს კი პრეზიდენტი ასე ხნის: „რომ იყოს გამჭვირვალობა, არა ისეთი მეცენატობა, რომელიც გაგვივლია“. ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილს კულტურის სამინისტროს გაუქმების იდეაც აქვს.

ოპოზიციას ყურძნის მინიმალური ფასის დაწესების ინიციატივა აქვს – ინიციატივის კალკულაცია

მიხეილ სააკაშვილი და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” გამოვდივართ ინიციატივით, რომ ყურძნის ფასი რქაწითელთან დაკავშირებით უნდა იყოს მინიმალური – ორი ლარი და 30 თეთრი, ხოლო საფერავის სამი ლარი და 50 თეთრი – ჩვენ ამ ინიციატივით, აბსოლუტურად, ყველა მევენახის ოჯახში შევალთ და ყველა მევენახეს გავაგებინებთ, თუ როგორ ვაპირებთ ამ ყველაფრის გაკეთებას , – ამის შესახებ „ერთიანობა – […]

“მისი ეს უნარი ლივერპულში ტრანსფერისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი იყო” – რას წერს ფაბრიციო რომანო გიორგი მამარდაშვილზე?

ერთა ლიგის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი 4:1 დაამარცხა. მატ­ჩის შემ­დეგ გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლი ფა­ნებ­თან მი­ვი­და და მათ­თა ერ­თად იზე­ი­მა გა­მარ­ჯვე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლის ამ­სახ­ვე­ლი ფოტო ცნო­ბილ­მა იტა­ლი­ელ­მა სპორ­ტულ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა, ფაბ­რი­ციო რო­მა­ნომ გა­მო­აქ­ვეყ­ნა. “მისი ლიდერობის უნარი “ლივერულში” ტრანსფერისთვის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო”, – წერს რომანო. შეგახსენებთ, მამარდაშვილი ამჟამად “ვალენსიას” ღირსებას იჯარის წესით იცავს, სეზონის დასრულების შემდეგ კი “ლივერპულს” […]