მარნეულში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მარნეულში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ნაპოვნი ცხედარი ეკუთვნის მამაკაცს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გიორგი ბოტკოველი – მიხეილ სააკაშვილი და “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” გამოვდივართ ინიციატივით, ყურძნის ფასი რქაწითელთან დაკავშირებით იყოს მინიმალური 2 ლარი – 2 ლარი და 30 თეთრი, ხოლო საფერავის 3 ლარი – 3 ლარი და 50 თეთრი

მიხეილ სააკაშვილი და “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” გამოვდივართ ინიციატივით, რომ ყურძნის ფასი რქაწითელთან დაკავშირებით უნდა იყოს მინიმალური 2 ლარი – 2 ლარი და 30 თეთრი, ხოლო საფერავის 3 ლარი – 3 ლარი და 50 თეთრი. სწორედ ამიტომ გვინდა ევროკავშირი, რომელიც ყოველწლიურად მილიარდ 600 მილიონ ევროს გამოყოფს სხვადასხვა ქვეყნებისთვის მეღვინეობის სექტორის გასავითარებლად , – განაცხადა “ერთიანობა […]

ტურიზმში კადრების დეფიციტის პრობლემა უფრო მწვავედ დგას… სერვისი გაუარესდა – ჰოტელიერი

ჰოტელიერ მაია მურაჩაშვილის შეფასებით, შარშანდელთან შედარებით, წელს ტურიზმის სფეროში სერვისის ხარისხი გაუარესდა. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა. მაია მურაჩაშვილი, რომელიც ამჟამად სასტუმროების „როშე გუდაურის“ და „ვესტ ინ ჯორჯია – ქუთაისის“ მმართველი პარტნიორი და ტურისტული კომპანია “იბერია ტურს პლიუსის“ დამფუძნებელია, ამბობს, რომ სერვისის გაუარესება იგრძნობა როგორც სასტუმროებში, ისე რესტორნებსა თუ პაბებში. „შარშანდელთან შედარებით, […]

ლაფში ჩაფლული წურბელები ვარჯიშობენ ახალ მანტრას და ემზადებიან რევოლუციისთვის

„NATO იყოს ჩვენი მფარველი” – ისმის ჭაობის ფსკერიდან ბულბულატორებით ზედაპირისკენ მიმართული “ლოცვა/ვედრება,” – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. მისივე თქმით, მაშინ როცა ქვეყანა ეროვნული აღმავლობის ტალღაზეა, მავანნი რევოლუციისთვის ემზადებიან. „აი ამ ეროვნული აღმავლობის ტალღაზე, იქ სადღაც ჭაობის ფსკერზე ლაფში ჩაფლული წურბლები ვარჯიშობენ ახალ მანტრას: “გაყალბდა! გაყალბდა! გაყალბდა!” და ემზადებიან რევოლუციისთვის იმიტომ, […]

ბოტკოველი: გამოდივართ ინიციატივით – ყურძნის ფასი რქაწითელთან მიმართებით უნდა იყოს მინიმალური

ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა კოალიციის ინიციატივა წარადგინა, რომლის თანახმადაც, ყურძნის ფასი რქაწითელთან დაკავშირებით უნდა იყოს მინიმალური – 2 ლარი და 30 თეთრი, ხოლო საფერავის 3 ლარი და 50 თეთრი. როგორც ბოტკოველმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ევროკავშირი ყოველწლიურად მილიარდ 600 მილიონ ევროს გამოყოფს სხვადასხვა ქვეყნებისთვის, რათა მეღვინეობის და მევენახეობის სექტორი განვითარდეს. “გამოვდივართ […]

დეა კულუმბეგაშვილის “აპრილი” ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზის მფლობელია

დასრულდა ვენეციის კინოფესტივალი. დეა კულუმბეგაშვილის ფილმი “აპრილი” ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ მერაბ ნინიძე, ია სუხიტაშვილი და კახა კინწურაშვილი. ფილმი გვიამბობს მეან ქალზე, რომლის როლსაც ია სუხიტაშვილი ასრულებს, რომელიც ორსულობის ნაადრევ შეწყვეტაში ეხმარება თანასოფლელებს. მთავარ კონკურსში ქართული ფილმები მხოლოდ გასული საუკუნის 90-იან წლებში მოხვდა – 1992 წელს ლანა ღოღობერიძის […]

არგენტინა ცდილობს მოიპოვოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერი ვენესუელის პრეზიდენტის დასაკავებლად

არგენტინის ხელისუფლებამ მოუწოდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, გასცეს ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაკავების ორდერი. ამის შესახებ იტყობინება საინფორმაციო სააგენტო dpa. ვენესუელაში 28 ივლისს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს თან სდევდა მადუროს მთავრობის მიერ ჩადენილი მასშტაბური გაყალბებისა და იმგვარი ქმედებების გამო მრავალრიცხოვანი ბრალდებები, რომლებიც შესაძლოა წარმოადგენდეს დანაშაულებს კაცობრიობის წინააღმდეგ, – განაცხადა არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 6 სექტემბერს. ბუენოს-აირესი […]

პრეზიდენტ ზურაბიშვილს მეცენატის კანონმდებლობის შექმნის ინიციატივა აქვს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ემხრობა მეცენატის კანონმდებლობის მიღებას. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში განაცხადა. მეცენატის კანონმდებლობის შემოღების მიზანს კი პრეზიდენტი ასე ხნის: „რომ იყოს გამჭვირვალობა, არა ისეთი მეცენატობა, რომელიც გაგვივლია“. ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილს კულტურის სამინისტროს გაუქმების იდეაც აქვს.

ესტონეთი: ფასების სწრაფი ზრდა ადამიანებს აიძულებს, საქონელი აზიური ონლაინ-მაღაზიებიდან გამოიწერონ

ესტონეთში ფასების სწრაფმა ზრდამ განაპირობა იაფი პროდუქტების შეკვეთების მნიშვნელოვანი მატება ისეთ აზიურ ონლაინ-მაღაზიებში, როგორიცაა „თემუ“ და „ალიექსპრესი“. თუმცა, ჩინელი გამყიდველებისგან საქონლის შეძენისას, ევროკავშირის მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგულაციები არ მოქმედებს და ესტონეთის მომხმარებელთა დაცვის სააგენტო წარმოშობილი პრობლემების მოგვარებაში ვერ ერევა. ესტონეთის ელექტრონული კომერციის ასოციაციის ხელმძღვანელმა, ტინუ ვიაეტმა ესტონეთის ტელე-რადიო მაუწყებელს (ERR) განუცხადა, რომ აზიაში იაფი საქონლის […]

ჯეიმს ო’ბრაიენი – ევროკავშირმა უკვე თქვა, რომ ინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია და ეს სრულებით იმის გამო ხდება, რომ მთავრობამ გადაწყვიტა დაეწერა ეს კანონი ისე, როგორც ეს გააკეთეს და ეს სირცხვილია

ევროკავშირმა უკვე თქვა, რომ ევროკავშირში [ინტეგრაციის] პროცესი შეჩერებულია და ეს სრულებით იმის გამო ხდება, რომ მთავრობამ გადაწყვიტა დაეწერა ეს კანონი ისე, როგორც ეს გააკეთეს და ეს სირცხვილია,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ბრაიენი „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრობს. აღნიშნულით მან ის ფაქტი შეაფასა, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის […]