ცოტნე ქობალია – „გემო ფესტი“ ჩემი ბიზნესისთვის საუკეთესო ხელშემწყობია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, 7-8 სექტემბერს, ზუგდიდში, პირველად, „გემო ფესტი“ გაიმართა. სამეგრელოში „გემო ფესტის“ ჩატარების შესახებ ისაუბრა ფესტივალის მონაწილემ, Griller-ის წარმომადგენელმა ცოტნე ქობალიამ. „გემო ფესტში“ პირველად მივიღე მონაწილეობა. ძალიან კმაყოფილი ვარ. პირველ რიგში, ფესტივალში მონაწილეობით დიდი გამოცდილება მივიღე და კიდევ ველოდები შემდგომ „გემო ფესტს“. ეს ფესტივალი ჩვენი რეგიონისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია, ასევე ჩემი ბიზნესისთვის საუკეთესო […]

თინა ბოკუჩავა – 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებისთანავე, გავხსნით მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, რათა უმოკლეს ვადებში საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ევროპული კეთილდღეობა ჰქონდეს და ხელში ევროპული პასპორტი ეჭიროს

26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებისთანავე, ჩვენ გავხსნით მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, რათა უმოკლეს ვადებში საქართველო ევროკავშირის ამაყი წევრი გახდეს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ევროპული კეთილდღეობა ჰქონდეს და ხელში ევროპული პასპორტი ეჭიროს, რაც ევროპულ პენსიებს, ხელფასებს, განათლებას, დაცულობასა და კეთილდღეობას ნიშნავს,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა. თინა ბოკუჩავას განცხადებით, 26 ოქტომბერს საკუთარ თავებს უნდა დავუსვათ […]

„ვფიქრობ გემო ფესტი იდეალურად ჩატარდა, ხალხი გაეცნო ზუგდიდს, ჩვენს კერძებს, მეგრულ კულინარიას“ – Food Vendor-ის წარმომადგენელი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ზუგდიდში, პირველად, 7-8 სექტემბერს გემო ფესტი გაიმართა. ფესტივალში ადგილობრივმა მზარეულებმა მიიღეს მონაწილეობა. ფესტივალის შესახებ საუბრობს გემო ფესტის მონაწილე სალომე ფაცია. „ვფიქრობ გემო ფესტი იდეალურად ჩატარდა. ძალიან კმაყოფილები არიან ჩვენი სტუმრებიც, მათი ბედნიერი სახეებით ჩვენც ძალიან ბედნიერები ვართ. გემო ფესტის ჩატარება მნიშვნელოვანია რეგიონებში. მე თვითონ მეგრელი ვარ და მეგრული გასტრონომია იმდენად მრავალფეროვანია, […]

ბიუჯეტი გრანტებზე არ არის დამოკიდებული, ამიტომ 2025 წლის ბიუჯეტში ვერანაირ რისკს ვერ ვხედავთ – კაკაურიძე

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ ქვეყნის ბიუჯეტი გრანტებზე დამოკიდებული არაა და 2025 წლის ბიუჯეტში შეფერხების რისკებს ვერ ხედავს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან არაერთი მიმართულებით შეჩერებული უცხოური დახმარების ფონზე, მომდევნო წლის ბიუჯეტში შესაძლო რისკებზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირის მიერ საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის განკუთვნილი 30 მლნ ევროს გაყინვა ბიუჯეტში შეფერხებას ვერ შექმნის. „საქართველოს […]

82 წლის ასაკში КВН-ის წამყვანი ალექსანდრე მასლიაკოვი გარდაიცვალა

КВН-ის დიდი ხნის წამყვანი ალექსანდრე მასლიაკოვი გარდაიცვალა 8 სექტემბერს, ის 82 წლის იყო – ნათქვამია КВН-ის ვებგვერდზე. „ის იყო და დარჩება სამუდამოდ ლეგენდად KVN მოძრაობის ყველა მონაწილისთვის და მილიონობით მაყურებლისთვის. 1964 წლიდან იგი უძღვებოდა KVN პროგრამას, გახდა იუმორისა და სატირის სიმბოლო რუსეთში და მის ფარგლებს გარეთ“, – ნათქვამია განცხადებაში. rbc.ru

ზუგდიდში შვილიშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 66 წლის კაცი დააკავეს

ზუგდიდის ერთ-ერთ სოფელში შვილიშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 66 წლის კაცი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, კაცი 9 წლის გოგონაზე რამდენიმე თვის განმავლობაში ძალადობდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 141-ე და 151-ე მუხლებით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებას და მუქარას გულისხმობს.

პორტუგალიის ერთ-ერთი ციხიდან 5 პატიმარი გაიქცა, მათ შორის 1 ქართველია

პორტუგალიის ერთ-ერთი ციხიდან 5 პატიმარი გაიქცა, მათ შორის 1 საქართველოს მოქალაქეა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან , რომლის კედელის სიმაღლეც დაახლოებით შვიდი მეტრია, დილით გაიქცნენ, მაგრამ დაწესებულების დაცვამ მომხდარი მოგვიანებით შენიშნა, როდესაც კვების მისაღებად პატიმრები არ გამოცხადდნენ. პორტუგალიის სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობით, პატიმრები შაბათ დილით კედელზე კიბის საშუალებით გადაძვრნენ, რა […]

კახა ოქრიაშვილი – „ოცნებას“ ურჩევნია, საქართველოში ომი მოხდეს, ოღონდ ხელისუფლება შეინარჩუნოს!

ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: „რა შემთხვევაში იზრდება ომის საშიშროება ქვეყნებს შორის და რა ვითარებაშია ახლა ჩვენი ქვეყანა?! როცა საქართველოზე და მის მსგავს პატარ ქვეყნებზეა საუბარი, ომის საფრთხე მაშინ გამოირიცხება, თუ ქვეყანას აქვს კარგი პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობა მეზობლებთან და გლობალურ მოთამაშეებთან, როგორც დიდ ქვეყნებთან, ისე დიდ გაერთიანებებთან. როგორ მყარდება ეს ურთიერთობები? […]

გამოსაზამთრებლად მიგრირებული აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მოსახლეობამ მექანიკური მეთოდები უნდა გამოიყენოს – სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს ოქტომბრის ბოლომდე განახორციელებს. დღეისათვის, სააგენტოს შესაბამისი სამსახურების მიერ, სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით, თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებულია 168 180 ჰა ფართობი, ცივი შესხურების მეთოდით – 96 057, 05 ჰა ფართობი, მონიტორინგის მიზნით დამონტაჟებულია 122 231 სპეციალური სადგური და 6487 ფერომონიანი დამჭერი. შემოდგომის დადგომასთან ერთად, აზიური ფაროსანა ტყის […]

დღე არ გადის, ხელისუფლებამ მორიგი “ტოპკა” არ დაურტყას გარე და შიდა მავნებლებს, რომლებიც თავის დღის წესრიგს დეზინფორმაციაზე, გაუმჭვირვალობაზე და თავისი აგენტოკრატების განწირულ ბოდვებზე აგებენ

დღე არ გადის, ხელისუფლებამ მორიგი “ტოპკა” არ დაურტყას გარე და შიდა მავნებლებს, რომლებიც თავის დღის წესრიგს დეზინფორმაციაზე, გაუმჭვირვალობაზე და თავისი აგენტოკრატების განწირულ ბოდვებზე აგებენ პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, არასამთავრობო სექტორის სახელმწიფო საგრანტო კონკურსის წესით დაფინანსების შესახებ, სოციალურ ქსელში ეხმიანება. დავით ქართველიშვილის წერს, რომ ივლისში შეხვდა NGO სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს […]