2024 წლის პირველ ნახევარში, საქართველოში 52 ადამიანი დაიკარგა, ნაპოვნია მხოლოდ 27

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ქვეყნის მასშტაბით ჯამში 52 ადამიანი დაიკარგა, მათგან 27 ნაპოვნია, ხოლო 4 გარდაცვლილი – არსებულ სტატისტიკას შსს მის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი ადამიანი თბილისის (19) და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში (10) გაუჩინარდა. 2024 წლის პირველ ნახევარში დაკარგულთა შორის, ყველაზე დიდი რიცხვობრივი მაჩვენებელი […]

თეა გოდოლაძე აცხადებს, რომ აშშ-ს ფინანსური დახმარება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრს გაურკვეველი ვადით შეუჩერდა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სახელმწიფო სსიპ-ია, შესაბამისად, ფინანსური შეზღუდვები, რომლებიც აშშ-ის მთავრობამ საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო დააწესა, შეეხო მიზნობრივ პროგრამასაც, რომლის ბენეფიციარებიც ჩვენ ვიყავით , – ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც გოდოლაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატებისგან ფინანსური […]

პირველი რესპუბლიკის მოედანზე საქართველოსა და ალბანეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის შეხვედრის საჯარო ჩვენება გაიმართება

პირველი რესპუბლიკის მოედანზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლითი შეხვედრის საჯარო ჩვენება გაიმართება, რის გამოც აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. როგორც მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია მითითებული, შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 9 სექტემბრის 21:00-იდან […]

შვედეთმა უკრაინას სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი გამოუყო

შვედეთი უკრაინას სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს გამოუყოფს, რომლის ჯამური ღირებულებაც დაახლოებით 400 მილიონი ევრო იქნება, იტყობინება „უკრაინსკა პრავდა“. კიევი სტოკჰოლმისგან სხვადასხვა შეიარაღებას მიიღებს, მათ შორის გადასატან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს Robot System 70. გარდა ამისა, უკრაინა მიიღებს ჯავშანგამანადგურებელ ჭურვებს, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებს, ყუმბარამტყორცნელებს და აღჭურვილობას. დახმარება გათვალისწინებულია საზღვაო ძალებისთვისაც, კერძოდ კი ექვსი კატერის, Combat Boat 90-ის და მისთვის […]

აშშ-მა სეისმური მონიტორინგის ცენტრის დაფინანსება შეაჩერა – გოდოლაძე

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრის დაფინანსება შეაჩერა. ინფორმაციას ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე Facebook-ზე ავრცელებს. “გრძელი ტექსტიაო და მოკლედ დავწერ: ამერიკამ სეისმური მონიტორინგის ცენტრის დაფინანსება შეაჩერა. ლუგარის ლაბორატორიის შემდეგ ველოდით, რომ გარდაუვალი იქნებოდა”- წერს გოდოლაძე. 3 აგვისტოს ფორმულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ლუგარის ლაბორატორიას ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დახმარება შეუჩერდა.

ცესკო – საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიების 24 047 ხელმძღვანელი პირი/წევრი აირჩიეს – 193 ვაკანტურ ადგილზე გამოცხადდა ხელახალი კონკურსი

საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიების 24 047 ხელმძღვანელი პირი/წევრი აირჩიეს. 193 ვაკანტურ ადგილზე გამოცხადდა ხელახალი კონკურსი. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების/წევრების არჩევა კანონმდებლობის შესაბამისად, საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით წარმართა, დაინტერესებული მხარეები მაინც შეეცადნენ პროცესის დისკრედიტაციას. „საარჩევნო ადმინისტრაციამ ჯერ კიდევ […]

„სამსახურიდან გაგდებას, რა საკვირველია, მე დიდი ხანია, მოველი“ – ლაშა ბაქრაძე წულუკიანის გადაწყვეტილებაზე

ლაშა ბაქრაძე კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას ეხმაურება: „სამსახურიდან გაგდებას, რა საკვირველია, მე დიდი ხანია, მოველი. შეიძლება ითქვას, უკვე რამდენიმე წელიც არის, რადგანაც ყოველთვის აქტიურად ვიღებდი სხვადასხვა პროტესტში მონაწილეობას და მითუმეტეს, რაც, ასე ვთქვათ, პოლიტიკაში წამოვედი, მას შემდეგ ეს ჩემთვის ცხადზე ცხადი იყო, რომ დიდი ხანი ჩემი ყოფნა ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის თანამდებობაზე არ გაგრძელდებოდა. ჩემთვის ლიტერატურის მუზეუმი […]

„აშშ-სგან მიღებული დაფინანსება გაურკვეველი ვადით შეგვიწყდა“ – რას წერს თეა გოდოლაძე

სეისმოლოგი თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში წერს: „მოგმართავთ ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო გუნდის სახელით. ჩვენი სამეცნიერო გუნდისა და ა.შ.შ.-ის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა სხვადასხვა დისციპლინების წარმომადგენელ უნივერსიტეტებსა და მეცნიერებს შორის თანამშრომლობა დაახლოებით 25 წელს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში, ა.შ.შ.-ის გადასახადების გადამხდელთა თანხით და უშუალოდ ა.შ.შ.-ის მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა […]

ბაქრაძე: გათავისუფლებას დიდი ხანია ველი, სასიამოვნო იქნებოდა მედიიდან არ გამეგო

ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ლაშა ბაქრაძე ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია მედიიდან გაიგო. ბაქრაძის თქმით, გათავისუფლება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა. “სამსახურიდან გაგდებას მე უკვე დიდი ხანია, მოველი. შეიძლება ითქვას, უკვე რამდენიმე წელიც არის, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ვმონაწილეობდი […]

კუბილიუსი შესაძლოა თავდაცვის ევროკომისარი გახდეს – Politico – Netgazeti • ანდრიუს კუბილიუსი • ევროკომისია • ოლივერ ვარჰეი • Netgazeti.ge

გამოცემა Politico-ს ცნობით, ლიეტუველი პოლიტიკოსი ანდრიუს კუბილიუსი, სავარაუდოდ, უსაფრთხოების, თავდაცვის, მრეწველობისა და კოსმოსის საკითხების ევროკომისარი გახდება. აღნიშნული პორტფელი 2024-2029 წლების ევროკომისიაში ახალია. უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ჯერ კიდევ თებერვალში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომ თუ ის მეორე ვადით გახდებოდა ევროკომისიის პრეზიდენტი, განახლებულ შემადგენლობაში თავდაცვის კომისარი ეყოლებოდა. ამ პროგნოზს Politico აკეთებს ევროკომისიის, […]