„ჩვენი პასუხისმგებლობაა, ქართველ ხალხს დავუჭიროთ მხარი“ – აშშ-ის ჰელსინკის კომისია

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მოქმედი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისია, ე.წ. ჰელსინკის კომისია აცხადებს, რომ მისი პასუხისმგებლობაა, ქართველ ხალხს მხარი დაუჭიროს. „ქართველმა ხალხმა აირჩია თავისუფალი, დემოკრატიული მომავალი, [რომელშიც საქართველო] ევროატლანტიკური ინსტიტუტების ნაწილია. ჩვენი პასუხისმგებლობაა, მათ მხარი დავუჭიროთ ამ რეალობის მიღწევაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათ საქმე აქვთ რუსეთის ჩარევასთან და სამშობლოში დემოკრატიის ეროზიასთან“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტს აშშ-ის დახმარება შეუჩერდა – თეა გოდოლაძე

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტს აშშ-ის დახმარება შეუჩერდა. ამის შესახებ ინსტიტუტის ხელმძღვანელი, თეა გოდოლაძე წერს. თავის ფეისბუქ-პოსტში გოდოლაძე აღნიშნავს, რომ ამერიკული დახმარების წყალობით ინსტიტუტმა არაერთი პროექტის განხორციელება თუ აპარატურის შესყიდვა შეძლო. „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სახელმწიფო სსიპ-ია, შესაბამისად, ფინანსური შეზღუდვები, რომლებიც აშშ-ის მთავრობამ საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო დააწესა, შეეხო მიზნობრივ პროგრამასაც, რომლის ბენეფიციარებიც ჩვენ ვიყავით. […]

GITA – ს ორგანიზებით, კახეთში სტუდენტებისათვის ტექნოლოგიური ბანაკი დაიწყო

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და თელავის, ახმეტის, გურჯაანის ტექნოპარკების ორგანიზებით, ასევე კახეთის რეგიონის 6 მუნიციპალიტეტის მერიის (ახმეტა, თელავი, დედოფლისწყარო, ლაგოდეხი, საგარეჯო, ყვარელი) მხარდაჭერით, „კახეთის ტექნოლოგიური ბანაკი სტუდენტებისთვის“ დაიწყო, რომელიც 13 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს. „გახსნის ცერემონიალს დაესწრნენ და ბანაკის მონაწილეებს შეხვდნენ GITA – ს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე და სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში […]

ზაზა თავაძე – საკონსტიტუციო სასამართლომ შესაძლოა „რუსული კანონთან“ დაკავშირებული სარჩელი გაურკვეველი ვადით შემოდოს თაროზე

სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების უმრავლესობა, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო მოწყვლადები არიან, დღემდე ვერ იღებენ გადაწყვეტილებას. ეტყობა, უნდა შეთანხმდნენ იქ, სადაც ათანხმებენ, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ზაზა თავაძემ განაცხადა. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, საკონსტიტუციო სასამართლომ […]

“საქართველო ჩვენთვის ადვილი მეტოქე არასოდეს არ ყოფილა” – ალბანური მედია

ალბანეთში საქართველოსთან მატჩზე დიდი მოლოდინია. syri.net-მა წერილი გამოაქვეყნა სათაურით – ალბანეთი ფავორიტად მიიჩნევა, მაგრამ სტატისტიკა სრულიად სხვას მეტყველებს. “ჟენევაში ერთა ლიგის კენჭისყრისას საქართველო ყველაზე ადვილ მეტოქედ მოჩანდა, თუმცა ევროპის ჩემპიონატზე მათმა პირველმა ასპარეზობამ საპირისპირო დაამტკიცა. B1 ჯგუფში ისინი იოლი მოწინააღმდეგეები კი არა, “კვარა” და მისი გუნდი ჩეხეთის დამარცხების შემდეგ ფავორიტებად მიიჩნევიან. საქართველო ალბანეთისთვის ადვილი მეტოქე […]

აზერბაიჯანი დათანხმდა ყაზახეთის წინადადებას ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების ასტანაში გამართვაზე

აზერბაიჯანი “მისაღებად” მიიჩნევს ყაზახეთის წინადადებას ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკების ასტანაში გამართვის თაობაზე – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა სატელეფონო საუბარში ყაზახეთის პრეზიდენტთან, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევთან. ამ ცნობას 9 სექტემბერს ავრცელებს ალიევის პრესსამსახური. მაისში აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასტანაში გამართეს შეხვედრა, სამშვიდობო მოლაპარაკების განხილვის მიზნით. ალიევმა გასულ კვირაში თქვა, რომ აზერბაიჯანმა […]

ინფორმაცია საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების/წევრების არჩევის შესახებ

საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიების 24 047 ხელმძღვანელი პირი/წევრი აირჩიეს. 193 ვაკანტურ ადგილზე გამოცხადდა ხელახალი კონკურსი. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების/წევრების არჩევა კანონმდებლობის შესაბამისად, საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით წარმართა, დაინტერესებული მხარეები მაინც შეეცადნენ პროცესის დისკრედიტაციას. საარჩევნო ადმინისტრაციამ ჯერ კიდევ საუბნო საარჩევნო კომისიების არჩევის პროცესის დაწყებამდე გააკეთა განცხადება და […]

ჰელსინკის კომისია – გვაქვს პასუხისმგებლობა, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს, მაშინ, როდესაც ისინი არიან რუსული ჩარევისა და დემოკრატიის ეროზიის წინაშე

გვაქვს პასუხისმგებლობა, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს, განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც ისინი არიან რუსული ჩარევისა და დემოკრატიის ეროზიის წინაშე – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც პლატფორმა X-ზე გამოქვეყნდა. „ქართველმა ხალხმა აირჩია მომავალი, რაც არის თავისუფალი, დემოკრატიული და ევროატლანტიკური ინსტიტუტების ნაწილი. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, მხარი დავუჭიროთ მათ ამ რეალობის მიღწევაში, განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც […]

GITA-ს ორგანიზებით, კახეთში სტუდენტებისათვის ტექნოლოგიური ბანაკი დაიწყო

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, კახეთში სტუდენტებისათვის ტექნოლოგიური ბანაკი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას GITA ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბანაკში მონაწილეობას კახეთის 8 მუნიციპალიტეტიდან კონკურსის წესით შერჩეული 50 სტუდენტი იღებს. „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და თელავის, ახმეტის, გურჯაანის ტექნოპარკების ორგანიზებით, ასევე კახეთის რეგიონის 6 მუნიციპალიტეტის მერიის (ახმეტა, თელავი, დედოფლისწყარო, ლაგოდეხი, საგარეჯო, ყვარელი) მხარდაჭერით, […]

პირველი რესპუბლიკის მოედანზე უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლითი შეხვედრის საჯარო ჩვენება გაიმართება

პირველი რესპუბლიკის მოედანზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლითი შეხვედრის საჯარო ჩვენება გაიმართება, რის გამოც აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 9 სექტემბრის 21:00-დან 11 სექტემბრის 12:00 საათამდე იმოქმედებს. დროის აღნიშნულ […]