U21. დანაკლისით ნიდერლანდებთან – საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

რამაზ სვანაძის გუნდს, დღევანდელ მატჩში, ნაკრების ცენტრალური მცველი – საბა საზონოვი ვეღარ დაეხმარება, რომელსაც ვირუსის შედეგად გამოწვეული მაღალი ტემპერატურა აქვს. ჩვენი გუნდის მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ძირითადი შემადგენლობა დაასახელა: ხარატიშვილი, ზურაბიანი, უგრეხელიძე, ხვადაგიანი, მამაცაშვილი, ლომინაძე, გაგნიძე, გ. მამაგეიშვილი, ო. მამაგეიშვილი, ოდიშარია, კვერნაძე
აშშ-მა სეისმური მონიტორინგის ცენტრის დაფინანსება შეაჩერა – თეა გოდოლაძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მათი ცენტრის დაფინანსება შეაჩერა. ამის შესახებ ის ფეისბუქზე წერს. “გრძელი ტექსტიაო და მოკლედ დავწერ: ამერიკამ სეისმური მონიტორინგის ცენტრის დაფინანსება შეაჩერა. ლუგარის ლაბორატორიის შემდეგ ველოდით, რომ გარდაუვალი იქნებოდა”, – ამბობს თეა გოდოლაძე. გოდოლაძის ცნობით, ცენტრი ამჟამად სეისმური საფრთხის რუკების განახლებულ ვერსიაზე […]
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობით შექმნილი ზურგჩანთები უკვე „ბიბლუსშია“

„ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობით შექმნილი სასკოლო პროდუქტები უკვე ხელმისაწვდომია. როგორც „ბიბლუსში“ განმარტავენ, მაღალი დაინტერესებიდან გამომდინარე გადაწყდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობით შექმნილიყო სპეციალური კოლექცია, რომელიც სკოლის მოსწავლეებისთვის განსაკუთრებული საჩუქარი აღმოჩნდა. „ბიბლუსის“ ქსელში და ონლაინ, მის ვებგვერდზე უკვე რამდენიმე დღეა იყიდება ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების სურათებით დაპრინტული რვეულები და ცხრილის ფურცლები, რომელზეც მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია. […]
2024 წლის მეორე კვარტალში ინვესტიციები 10.3%-ით გაიზარდა, რაც მეორე კვარტლების მონაცემებს შორის 2008 წლის შემდეგ რეკორდულია – ირაკლი ნადარეიშვილი

„საქსტატის“ წინასწარი მაჩვენებლით, 2024 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 10.3%-ით გაიზარდა და 574.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მეორე კვარტალების მონაცემებს შორის 2008 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის ინფორმაციით, ინვესტიციები, ძირითადად, მოზიდულ იქნა ისეთ სექტორებში როგორიცაა საფინანსო და სადაზღვევო სექტორი (დაახლოებით 255 მლნ აშშ დოლარი), ასევე ენერგეტიკასა […]
ინფორმაცია საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების/წევრების არჩევის შესახებ

საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიების 24 047 ხელმძღვანელი პირი/წევრი აირჩიეს. 193 ვაკანტურ ადგილზე გამოცხადდა ხელახალი კონკურსი. განცხადებას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. „მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების/წევრების არჩევა კანონმდებლობის შესაბამისად, საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით წარმართა, დაინტერესებული მხარეები მაინც შეეცადნენ პროცესის დისკრედიტაციას. საარჩევნო ადმინისტრაციამ ჯერ კიდევ საუბნო საარჩევნო კომისიების არჩევის […]
ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციები გაიაფდა

გალტ & თაგარტის 2–6 სექტემბრის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასები, წინა კვირასთან შედარებით, მკვეთრად გაუფასურდა. ყველაზე მეტი საქართველოს ბანკმა და თიბისიმ დაკარგეს. საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 40.55 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -10.88% წინა კვირასთან შედარებით და +1.88% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 228 ათას აქციაზე მეტი […]
შალვა პაპუაშვილი – ისმის კითხვა, ხომ არ სარგებლობს კეზერაშვილი ხელშეუხებლობის გარანტიით რადიკალების დაფინანსების სანაცვლოდ – საქართველოსთვის მისი გადმოცემა ამ ეჭვების გაფანტვის ერთადერთი გზაა

არალეგალური ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებული თანხების გადარიცხვის ბოლოდროინდელმა სკანდალმა ნათლად დაგვანახა, თუ რა შეუძლიათ გააკეთონ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, უსაგნო მორალისტობის ნაცვლად, რომ დაეხმარონ საქართველოს, თავიდან აირიდოს სასიცოცხლო საფრთხეები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, აღმოჩნდა, რომ, რასაც BBC-ი საგამოძიებო სიუჟეტში ამტკიცებდა, ახლა საბანკო გადარიცხვებით დადასტურდა: „მისტერ ოფშორი, როგორც მას […]
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობით შექმნილი ზურგჩანთები უკვე „ბიბლუსშია“

„ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობით შექმნილი სასკოლო პროდუქტები უკვე ხელმისაწვდომია. როგორც „ბიბლუსში“ განმარტავენ, მაღალი დაინტერესებიდან გამომდინარე გადაწყდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობით შექმნილიყო სპეციალური კოლექცია, რომელიც სკოლის მოსწავლეებისთვის განსაკუთრებული საჩუქარი აღმოჩნდა. „ბიბლუსის“ ქსელში და ონლაინ, მის ვებგვერდზე უკვე რამდენიმე დღეა იყიდება ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების სურათებით დაპრინტული რვეულები და ცხრილის ფურცლები, რომელზეც მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია. […]
ამომრჩევლებზე გავლენის მოსახდენად, რუსეთი ყურადღებას სოციალური მედიის ამერიკულ ვარსკვლავებზე ამახვილებს

შეერთებული შტატების ოფიციალური პირების და ცოტა ხნის წინ გამჟღავნებული კრიმინალური ბრალდებების თანახმად, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რუსეთი სულ უფრო მეტად მიმართავს ამერიკული სოციალური მედიის ვარსკვლავებს, რათა ამომრჩევლებზე ფარული ზემოქმედება მოახდინოს. ექსპერტები ამბობენ, რომ ამერიკული უშიშროების სააგენტოები ასეთ მიდგომას განიხილავენ ტაქტიკად, რომელსაც რუსეთი უპირატესობას ანიჭებს, რათა უცხოეთში თავისი ფსიქოლოგიურ ოპერაციებს უფრო დამაჯერებელი სახე მისცეს. ზოგადად, […]
ნატოს წევრები რუსეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებენ

რუმინეთმა და ლატვიამ, რომლებიც ნატოს – ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის – წევრები არიან, 8 სექტემბერს რუსეთი დაადანაშაულეს მათი ქვეყნების საჰაერო სივრცის დარღვევაში. ისინი რუსეთს სამხედრო თვითმფრინავების გამოყენებით, მოსკოვსა და დასავლეთს შორის დაძაბულობის ესკალაციაში დებენ ბრალს. მას შემდეგ, რაც რუსეთი 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეიჭრა და იქ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, მისმა სამხედრო თვითმფრინავებმა ან რაკეტებმა უკრაინის მეზობელ […]