ლუკაშენკომ პოლიტპატიმრები შეიწყალა-რას მოასწავებს ეს?

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ გასული კვირის ოთხშაბათს, 4 თებერვალს, განაცხადა, რომ 30 პოლიტპატიმარს შეიწყალებს. ეს უკვე მესამე ასეთი პატიმართა შეწყალების აქტია, ბოლოსამი თვის განმავლობაში. გათავისუფლებულთა სია არ გამოქვეყნებულა, მაგრამ, დიდი ალბათობით, ქვეყნის ყველაზე ცნობილი პოლიტპატიმარი, მარია კოლესნიკოვა, სიაში არაა. კოლესნიკოვა იმ სამ ოპოზიციონერ ქალს შორის იყო, რომლებიც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ლუკაშენკოს წინააღმდეგ ცვლილებების გაერთიანებულ […]
“საქართველოს ნაკრებთან 100 კილომეტრით სირბილი და “კვარას” ორმაგი მეურვეობა” – ალბანელთა პრესკონფერენცია

ერთა ლიგის მეორე ტურში, საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ალბანეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა სილვინიომ და თავდამსხმელმა იასირ ასანიმ ისაუბრეს: სილვინიო: „ჩვენს ჯგუფი თანაბარი დონის ნაკრებებია. საქართველოს ძალიან ბალანსირებული გუნდი და ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავს, კარგად ორგანიზებულები არიან. მათმა მწვრთნელმა დიდი სამუშაო ჩაატარა. ყველა მწვრთნელი გუნდს გამარჯვებისთვის ამზადებს. ვფიქრობ, სავსე სტადიონზე კარგი თამაში იქნება. მოსაგებად საათში 100 […]
აზერბაიჯანიდან შესრულებულ ავიარეისებს შორის საქართველო მეოთხე ადგილზეა, რუსეთი – პირველზე

იანვარ-აგვისტოში აზერბაიჯანიდან შესრულებული ავიარეისების მიმართულებებს შორის საქართველო მეოთხე ადგილზეა. ამის შესახებ ქვეყნის ტურიზმის სახელმწიფო სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით, Report ავრცელებს. რაც შეეხება საქართველოს, აზერბაიჯანიდან საქართველოს მიმართულებით იანვარ-აგვისტოში 1 353 რეისი შესრულდა, რაც, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 33,1%-ით მეტია. 2024 წლის 8 თვეში აზერბაიჯანიდან ყველაზე მეტი ავიარეისი შემდეგ 10 ქვეყანაში შესრულდა: · რუსეთი – 5 134 […]
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალ პროგრამას იწყებს

2024 წლის 16 სექტემბრიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად ახალ პროგრამას იწყებს. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ 500 000 ლარამდე შემოსავლის მქონე როგორც არსებულ, ასევე დამწყებ მეწარმეებს. პროგრამის ბენეფიციარებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მხარდაჭერა სააგენტოს პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტებიდან სესხის აღების პროცესში 80%-იანი გარანტიის და პროცენტის თანადაფინანსების სახით. მხარდაჭერის პერიოდი […]
დებატები ჰარისსა და ტრამპს შორის, შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს

ყველაფერი მზადაა იმ მომენტისთვის, რომელიც შესაძლოა, შეერთებულ შტატებში მიმდინარე საარჩევნო კამპანიაში გადამწყვეტი აღმოჩნდეს და 5 ნოემბერს, ამერიკის შემდეგი პრეზიდენტის ბედი განსაზღვროს. ხვალ, 10 სექტემბერს, საღამოს 9 საათზე, პირდაპირი ეთერით გადაიცემა საპრეზიდენტო დებატები დემოკრატ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისსა და ამერიკის 45-ე რესპუბლიკელ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის. საპრეზიდენტო კანდიდატები ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან და ტელეფონითაც კი არასდროს უსაუბრიათ. სამშაბათს […]
გიორგი მამარდაშვილი – საქართველოს ნაკრების კარის “მშრალად” შენახვა პირველად სწორედ ალბანეთში მოვახერხე, იმედია, ამ სტადიონიდან ხვალაც კარგი მოგონებები გამყვება

საქართველოს ნაკრების კარის “მშრალად” შენახვა პირველად სწორედ ალბანეთში მოვახერხე, იმედია, ამ სტადიონიდან ხვალაც კარგი მოგონებები გამყვება , – ამის შესახებ ალბანეთთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გიორგი მამადაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „სტუმრად თამაში იოლი არასოდეს არის“ და ხვალაც მძიმე შეხვედრას ელიან. „ვიცით, რომ ყველა ბილეთი გაიყიდა და ტრიბუნაზე საფეხბურთო ატმოსფერო იქნება. თუმცა, ჩვენ წარმატების მისაღწევად მაქსიმუმს გავაკეთებთ… საქართველოს […]
ალეკო ელისაშვილი – ყველა დაპირებაში “გადაგვაგდეს“, ახლა „ქართული ოცნების“ დაპირება, ყველას დაგიჭერთო, კაცობრიობის ისტორიაში შევა ყველაზე შემზარავ დაპირებად – სხვა არაფერი აქვთ სათქმელი, ხვდებიან, რომ აღარავინ დაუჯერებს

„ქართული ოცნების“ დაპირება, ყველას დაგიჭერთო, კაცობრიობის ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე შემზარავი წინასაარჩევნო დაპირება , – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ წევრმა ალეკო ელისაშვილმა პალიტრანიუსის გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. მისი თქმით, სახელისუფლებო გუნდის წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსნები არიან და ე.წ. კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვას თავადვე აპირებენ. „გივი მიქანაძე, გოჩა ენუქიძე, ანზორ ბოლქვაძე ორ-ორჯერ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები […]
ვილი სანიოლი – ალბანეთში რთულ გარემოში თამაში გველის, ძლიერ გუნდს ვხვდებით, ეს ფეხბურთელებისთვის დამატებით მოტივაციაა – შევეცდებით, ისეთი ფეხბურთი ვაჩვენოთ, როგორც ჩეხეთთან მოვახერხეთ

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ალბანეთთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა იციან, როგორ რთულ გარემოში მოუწევთ თამაში. “ალბანეთის ნაკრებმა, ისევე, როგორც ჩვენ, ევროპის ჩემპიონატზე თავი კარგად წარმოაჩინა. ვიცით, რომ ძალიან ძლიერ გუნდს ვხვდებით, რომ სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო და რომ რთულ გარემოში თამაში გველის. ეს ფეხბურთელებისთვის დამატებითი მოტივაციაა, რომ ფხიზლად ითამაშონ… ორი წლის […]
გერმანია სახმელეთო საზღვრებზე საპასპორტო კონტროლს დროებით აღადგენს

გერმანია სახმელეთო საზღვრებზე საპასპორტო კონტროლს დროებით აღადგენს. როგორც გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეიზერმა განაცხადა, გერმანიამ აღნიშნულის შესახებ ევროკავშირს აცნობა. მისი თქმით, საფრანგეთთან, ლუქსემბურგთან, ნიდერლანდებთან, ბელგიასთან და დანიასთან სასაზღვრო კონტროლი 16 სექტემბრიდან დაიწყება და თავდაპირველად ექვს თვეს გაგრძელდება. ამ გადაწყვეტილების მიზანია არალეგალურ მიგრაციასთან, ასევე ისლამისტური ტერორისტული ჯგუფებიდან და საერთაშორისო კრიმინალური ორგანიზაციებისგან მომდინარე საფრთხეებთან გამკლავება. „ჩვენ […]
შვედეთის მთავრობამ უკრაინისთვის 400 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების დახმარების პაკეტი გამოაცხადა.

შვედეთის მთავრობამ უკრაინისთვის 400 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა. როგორც შვედეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ეს რიგით მე-17 დახმარების პაკეტია. პაკეტი, რომლის ღირებულებაა 4,6 მილიარდი კრონაა, აკმაყოფილებს უკრაინის „სამხედრო საჭიროებებს და ქმნის მოქმედების არეალს მომავლისთვის“. შვედეთის მთავრობა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მხარდაჭერის პაკეტით შვედეთი გადადის უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის ახალ ფაზაში. მხარდაჭერის პაკეტი […]