უკრაინამ, ირანის მიერ რუსეთისთვის რაკეტების შესაძლო გადაცემასთან დაკავშირებით, ირანელი დიპლომატი დაიბარა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ირანის საქმეთა დროებითი რწმუნებული, შაჰრიარ ამოუზეგარი უწყებაში დაიბარა, რათა გაეფრთხილებინა, რომ თუ ცნობები ირანის მიერ რუსეთისთვის მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტები გადაცემის შესახებ სიმართლეს შეესაბამება, ამას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისთვის შედეგები მოჰყვება. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამოუზეგარი „დამანგრეველი და გამოუსწორებელი შედეგების“ შესახებ გააფრთხილეს. ევროკავშირმა განაცხადა, რომ აქვს სანდო ინფორმაცია […]

მოსკოვის ოლქის გუბერნატორი – უკრაინული დრონებით თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა

რამენსკოეში უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონებით თავდასხმის შედეგად 46 წლის ქალი დაიღუპა და სამი ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას მოსკოვის ოლქის გუბერნატორი ანდრეი ვორობიოვი „ტელეგრამ“ არხზე ავრცელებს. მან არ დაადასტურა მანამდე გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავდასხმას ცხრა წლის ბავშვი ემსხვერპლა. „46 წლის ქალი გარდაიცვალა, ვრცელდებოდა ინფორმაცია ცხრა წლის ბავშვის გარდაცვალების შესახებ, ეს ინფორმაცია არ დადასტურდა“ – […]

„ქართული ოცნების“ პრესსამსახური პარტიის საარჩევნო პლაკატების ჩამოხევის ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს

„ქართული ოცნების“ პრესსამსახური ვიდეოს ავრცელებს, რომელზეც, მათი ინფორმაციით, ჩანს, რომ გვარამია/მელიას პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები „ქართული ოცნების” პლაკატებს ხევენ და ანადგურებენ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ეს არის საარჩევნო პროცესში ხელის შეშლის პირდაპირი მტკიცებულება და გვარამია/მელიას პარტიის მიმართ რეაგირებისკენ მოუწოდებენ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. „ყურადღებით დავაკვირდებით თუ როგორი რეაქცია ექნებათ არასამთავრობო ორგანიზაციებს და სადამკვირვებლო მისიებს ვიდეოკადრებზე, რომლითაც დასტურდება, […]

მოსკოვსა და მის შემოგარენზე დრონებით შეტევა იყო

10 სექტემბერს, ღამის განმავლობაში აფეთქებები იყო მოსკოვის ოლქში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთის დედაქალაქ მოსკოვზე დრონებით თავდასხმა სცადა, თუმცა, საჰაერო თავდაცვის ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატები მოსკოვამდე არ მიუშვეს. მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა დილით ტელეგრამით გამოაქვეყნა ცნობა, რომ 14 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ოლქის ქალაქებში: პოდოლსკში, რამენსკოეში, ლიუბერციში, დომოდედოვოსა და კოლომნაში. ვორობიოვის თანახმად, დრონებით […]

ღაზაში აცხადებენ, რომ ალ-მავასის ჰუმანიტარულ ზონაზე ისრაელის თავდასხმას 40 პალესტინელი ემსხვერპლა

სამხრეთ ღაზაში, ქალაქ ხან-იუნისში, ალ-მავასის ტერიტორიაზე, იძულებით გადაადგილებული პალესტინელების კარვების ბანაკზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად 65 ადამიანი დაიღუპა და დაჭრა, – Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ღაზას საგანგებო სიტუაციების სამოქალაქო სამსახურმა განაცხადა. ადგილობრივები და მედიკოსები აცხადებენ, რომ ჰუმანიტარულ ზონაზე იერიში მინიმუმ 4 რაკეტით განხორციელდა. „ჰამასთან“ დაკავშირებულმა საინფორმაციო სააგენტო Shehab-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდასხმის შედეგად 40 პალესტინელი […]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ირანის მიერ რუსეთისთვის რაკეტების შესაძლო მიწოდებაზე – მზად ვართ, ირანს მნიშვნელოვანი შედეგებით ვუპასუხოთ

ირანული ბალისტიკური რაკეტების რუსეთისთვის ნებისმიერი გადაცემა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის მიმართ ირანის მხარდაჭერის ესკალაცია იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა. მისი თქმით, შეერთებული შტატები მზად არის უპასუხოს ირანს „მნიშვნელოვანი შედეგებით“. ამასთან, პატელმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონის პოლიტიკა რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედი იარაღით დარტყმებთან დაკავშირებით არ შეცვლილა. დასავლურმა მედიამ […]

რუსული მხარის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვამ 10 დრონი ჩამოაგდო, რომელიც მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდა

რუსეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ქვეყნის საჰაერო თავდაცვამ წუხელ ათი დრონი ჩამოაგდო, რომელიც დედაქალაქ მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდა. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, ერთი დრონი ლიუბერცის რაიონში ჩამოაგდეს, სამი რამენსკის რაიონში და კიდევ ოთხი პოდოლსკიში. სობიანინის თქმით, წინასწარი მონაცემებით, ნამსხვრევების ჩამოვარდნის ადგილზე ნგრევა ან მსხვერპლი არ ყოფილა და შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციის სამსახურების სპეციალისტები მუშაობდნენ. მისი თქმით, […]

საფრანგეთმა ბელგიას, იტალიამ კი ისრაელს მოუგო [VIDEO]

ერთა ლიგაზე A2 ჯგუფში მეორე ტური გაიმართა. საფრანგეთმა ბელგია 2:0, ხოლო იტალიამ ისრაელი 2:1 დაამარცხა. 6 ქულით ლიდერი იტალიაა, 3-3 ქულა საფრანგეთს და ბელგიას აქვთ, ისრაელი კი უქულოდაა. მომდევნო ტური 10 ოქტომბერს ჩატარდება – ისრაელი საფრანგეთს უნგრეთში, იტალია კი ბელგიას რომში მიიღებს. საფრანგეთი – ბელგია 2:0 გოლები: 1:0 კოლო მუანი (29), 2:0 დემბელე (57) ისრაელი […]

თემურ ქეცბაია: დავიღალეთ, მოვკვდით, დავმთავრდით – თქვენ რას ელოდით?

ერთა ლიგის მეორე ტურში, სახლში კოსოვოსთან 0:4 წაგების შემდეგ, კომენტარი კვიპროსის ნაკრების მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გააკეთა: “ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ასეთი შეცდომების დაშვების შედეგად წაგება გარდაუვალია. გვაქვს პრობლემა, მეტადრე ჩემპიონატის დასაწყისისას. ბიჭებმა მთელი ენერგია ლიეტუვასთან მატჩს შეალიეს. მხოლოდ 8 ფეხბურთელზე ვართ დამოკიდებული. გამოჩნდა, რომ დროის ასეთ მოკლე პერიოდში ორი მატჩის თამაში არ შეგვიძლია. დავიღალეთ, მოვკვდით, დავმთავრდით… […]

,,ივანიშვილი ისტერიკაშია…” – თინა ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი “ქართული ოცნების” ბოლოდროინდელი ქმედებებისა და განცხადებების უკან ივანიშვილის მიერ ძალაუფლების დაკარგვის შიშს ხედავს – როგორც თინა ხიდაშელი “პირველი ხაზის” ეთერში აცხადებს, “მმართველი პარტიის მთელი კამპანია სისუსტის ერთმნიშვნელოვნად დადასტურებაა“. თინა ხიდაშელი ამბობს, რომ “ბიძინა ივანიშვილი ისტერიკაშია, რადგან თავს კუთხეში მომწყვდეულად გრძნობს“. მაშინ, როდესაც “ოცნებას” მისი ამომრჩევლისგან არ დაუცავს საკუთარი უსაფრთხოება, როგორ […]