ზაფხულის სეზონზე 80%-იანი დატვირთულობა გვქონდა – სასტუმრო CHUBU

ზაფხულის სეზონმა ტურისტული თვალსაზრისით, კარგად ჩაიარა. დაახლოებით, 80%-იანი დატვირთვა გვქონდა, ხოლო წინა წელს 65%-მდე, – ამის შესახებ მესტიაში მდებარე სასტუმრო Chubu-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მალხაზ უდესიანი “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა. მისივე თქმით, დამსვენებლების თითქმის 100% ევროპელი ტურისტები, მათ შორის, იტალიიდან, პოლონეთიდან და გერმანიიდან იყვნენ. მალხაზ უდესიანი აღნიშნავს, რომ აგვისტოში ადგილობრივი ტურისტების მხრიდანაც ძალიან დიდი მოთხოვნა იყო. “აღსანიშნავია, რომ […]

დღეს წმიდა დიდებული მოწამე დედოფალი შუშანიკის(+475) ხსენების დღეა

წმიდა შუშანიკი ჰერეთის პიტიახშის, ვარსქენის მეუღლე იყო. ქრისტიანულ ოჯახში აღზრდილი დედოფალი ბავშვობიდანვე ღვთის შიშითა და სიყვარულით გამოირჩეოდა. იმ დროს ქართლში სპარსელები ბატონობდნენ. სპარსეთის სამეფო კართან კეთილი ურთიერთობის დამყარების მიზნით ვარსქენ პიტიახში სპარსეთის მეფეს, პეროზს ეწვია, საკუთარი ნებით უარყო ჭეშმარიტი სარწმუნოება, მაზდეანობა მიიღო და მეფეს დაჰპირდა, როგორც კი ქართლში დავბრუნდები, ჩემს ცოლსა და შვილებსაც ჩემს რჯულს […]

ჟურნალისტი სალომე გოგოხია სავარაუდო თვალთვალზე საუბრობს

შაბათის ფორმულას ჟურნალისტი სალომე გოგოხია სოციალურ ქსელში წერს და აქვეყნებს ვიდეოს სადაც ჩანს ავტომობილი, რომელიც მის საცხოვრებელ სახლთან შენიშნა. გოგოხია ყვება, რომ ვერცხლისფერი ტოიოტა პრიუსის მარკის ავტომობილში ორი პირი დაინახა, ერთ-ერთი კი ტელეფონით იღებდა მის საცხოვრებელს. გოგოხია ყვება რომ მათ ტერიტორია მაშინვე დატოვეს, როგორც კი თავადაც დაიწყო ტელეფონით გადაღება. ჟურნალისტი მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს სათანადოდ […]

სომხეთმა და ევროკავშირმა უვიზო რეჟიმის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყეს

სომხეთმა და ევროკავშირმა სავიზო რეჟიმის გადახედვაზე მოლაპარაკებები დაიწყეს,- ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ მარგარიტის სხინასსთან შეხვედრაზე განაცხადა. „მოხარული ვარ, რომ ჩვენს ურთიერთობებში შესამჩნევი ცვლილებებია: იწყება მოლაპარაკებები ვიზალიბერალიზაციაზე, მიღებულია გადაწყვეტილება „ევროპის მშვიდობის ფონდის“ საშუალებით სომხეთის რესპუბლიკის მხარდაჭერის შესახებ, რასაც ჩვენ ძალიან ვაფასებთ“, – განაცხადა სომხეთის მთავრობის მეთაურმა. მისი თქმით, ახლა სომხეთში მიმდინარეობს დისკუსიები […]

Trafigura-ს ანალიტიკოსმა დაუშვა Brent-ის გაიაფება ბარელზე 70 დოლარზე დაბლა

Brent-ის ფასი შეიძლება შედარებით მალე დაეშვას ბარელზე 70 დოლარზე დაბლა – ამბობს ბენ ლუკოკი, ტრეიდერ Trafigura-ს ნავთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ამის შესახებ მან აზია-წყნარი ოკეანის ნავთობის კონფერენციაზე (APPEC) განაცხადა – იტყობინება Bloomberg–ი. თუმცა, მან გააფრთხილა ბაზარი, რომ არ იყოს ზედმეტად პესიმისტური. „ეს საშიშია, რადგან ბევრი მოულოდნელი რამ შეიძლება მოხდეს“, – თქვა ლუკოკმა, „მე არ დავდებ ყველაფერს […]

„ექსპორტიორებს ქართული ღვინო მოსწონთ, თუმცა პოპულარიზაციაზე მუშაობაა საჭირო“ – მეღვინე

„ექსპორტიორებს ჩვენი ღვინო ძალიან მოსწონთ, თუმცა პოპულარიზაციაზე მუშაობაა საჭირო“, – ამის შესახებ მეღვინეობის „რტონი“ და მეღვინეობის “მელიტონი” დამფუძნებელმა, გიორგი სხირტლაძემ BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ განაცხადა. მისი ინფორმაციით, საექსპორტო მიმართულებებით აქტიურად მუშაობენ და უკვე 10-ზე მეტ ქვეყანაში არიან წარმოდგენილი. „საექსპორტო კუთხით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. ღვინო 10-ზე მეტ ქვეყანაში გაგვაქვს. ვცდილობთ, რომ ჩვენს ექსპორტიორებს გაყიდვაში დავეხმაროთ. ერთადერთი […]

ისრაელის არმია დევნილთა ბანაკის დაბომბვაში დაადანაშაულეს

ისრაელის არმიამ იერიში მიიტანა ღაზის სექტორის ქალაქ ხან-იუნისის რაიონ ალ-მავასიზე, სადაც დევნილთა კარვების ბანაკი მდებარეობს. პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა ჰამასის კონტროლქვეშ მყოფი სამოქალაქო თავდაცვის სამმართველოს ინფორმაციით, დაიღუპა ბანაკში მყოფი სულ მცირე 40 ადამიანი და 60 დაიჭრა. სხვა წყაროებით ეს მონაცემები ჯერჯერობით გადაუმოწმებელია. ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ავიაგამანადგურებლების სამიზნე იყო ჰამასის სამეთაურო ცენტრი, რომელიც ფარულად მოქმედებდა […]

როგორი ამინდი იქნება 10-12 სექტემბერს საქართველოში?

10-12 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი: უახლოეს დღეებში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ქ. თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, […]

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეს ალბანეთს დაუპირისპირდება

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეს, „ერთა ლიგის“ მეორე ტურში ალბანეთის საფეხბურთო ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი ტირანაში შედგება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფის პირველ შეხვედრაში ჩეხეთის საფეხბურთო ნაკრები ანგარიშით 4:1 დაამარცხა. პირველი ტურის შეხვედრა უკრაინასთან გამარჯვებით დაასრულა ალბანეთის ნაკრებმაც. პირველი ტურის შემდეგ ჯგუფში 3-3 ქულით საქართველოსა და ალბანეთის საფეხბურთო ნაკრებები ლიდერობენ. საქართველოს […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შეზღუდვა მცხეთის რაიონის სოფლებსა და და თბილისის რაიონებს მოიცავს. „ ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 სექტემბერს 12:00-იდან 13:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში წეროვანი, მისაქციელი, ნატახტარი, ახალუბანი და […]