11 სექტემბერს, ქვეყნის მასშტაბით 598 საარჩევნო უბანზე, იმიტირებული კენჭისყრა გაიმართება

საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმირების კამპანიის ფარგლებში ხვალ კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტს განახორციელებს. ქვეყნის მასშტაბით 598 საარჩევნო უბანზე, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, იმიტირებული კენჭისყრა გაიმართება და მასში მონაწილეობა ნებისმიერ ამომრჩეველს შეეძლება. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, იმიტირებული კენჭისყრის პროცესი ხვალ 11:00 საათიდან დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება. ამომრჩევლები […]
ძალადობის მსხვერპლი დედა შვილის დასაბრუნებლად ოზურგეთის შემდეგ აქციას თბილისში მართავს

10 სექტემბრის დილას საქართველოს პარლამენტის შენობის წინ ბანერით და კარვით მივიდა სამი შვილის დედა, თარჯიმანი და გიდი თამთა ჟვანია. ბანერზე, რომელიც მან საკანონმდებლო ორგანოსთან გაშალა, ორი კითხვა და ძალადობის საწინააღმდეგო სლოგანი წერია. “რატომ არ არის მოძალადე დასჯილი ამდენი ხანი? დამიბრუნეთ ძალით წართმეული შვილი! ” – საჯარო სივრცეში გამოტანილი ამ ტექსტით სამი შვილის დედა ითხოვს მისი […]
15 წლის მოზარდი, რომელიც დედოფლისწყაროში ხელოვნურ ტბაში ჩავარდა, გარდაიცვალა

15 წლის მოზარდი, რომელიც დედოფლისწყაროში ხელოვნურ ტბაში ჩავარდა, რამდენიმედღიანი მკურნალობის შემდეგ, გარდაიცვალა. ინფორმაცია ფეისბუქ გვერდ “დედოფლისწყაროს ახალი ამბები”ვრცელდება. შემთხვევა 21 აგვისტოს მოხდა. 15 წლის მარიამ ბენაშვილი საბანაოდ იმყოფებოდა, რა დროსაც მოულოდნელად შეუძლოდ გახდა. ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარებამ ის თბილისში, ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანა. ახლობლების ინფორმაციით, გოგონა ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული, თუმცა მისი მდგომარეობიდან გამოყვანა, […]
,, არ უჩნდება ნახვის, ან იმის მოსმენის სურვილი, რასაც ბოდავს?! და თუ ნახა, არ შერცხვა?!” – ნინო ალადაშვილი კომენტატორებზე

პოეტი ნინო ალადაშვილი საქართველო-ჩეხეთის თამაშისას კომენტატორების წაყვანის მანერაზე წერს: ,,დღეს გადავახვიე, ხელახლა ვნახე ფეხბურთის მატჩი, მინდოდა კიდევ ერთხელ მიმეღო სიამოვნება თამაშით და საშინლად გავბრაზდი ჩვენს კომენტატორებზე (მაშინ სად მეცალა გაბრაზებისთვის?!) ძირითადად ერთი, მთავარი კომენტატორი გამოირჩეოდა. არ დამეზარა და ჩავიწერე მისი პირიდან ამოფრქვეული ,,მარგალიტები” ,,ზუსტად იგივე თამაშია, რაც იყო გერმანიაში.” , ეს ხვიჩა კვარაცხელია მუდმივად მარცხენა […]
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 პირი დააკავა, მათ შორის 10 ნარკორეალიზატორია – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის, თბილისის, აჭარისა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 პირი დააკავეს, მათ შორის 10 ნარკორეალიზატორია – ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. „დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღების, […]
ამაღლების ქუჩაზე სახლს კაპიტალური გამაგრება ჩაუტარდა

მთაწმინდაზე, ამაღლების ქ. N1-ში, საცხოვრებელი სახლი კაპიტალურად გამაგრდა. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. „შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამაგრდა. ბოლო ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გამგეობის თანამშრომლებთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა. სამუშაოების ფარგლებში, რეაბილიტაცია შენობის ფასადს ჩაუტარდა და პირვანდელი სახე დაუბრუნდება. ასევე, მონოლითური რკინა-ბეტონით […]
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები დასახელდნენ

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი დასახელდა. მათგან ერთ-ერთი 4 ოქტომბერს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება და ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 15 000 ლარი გადაეცემა. კონკურსი, ლიბერთი ბანკის სტრატეგიული პარტნიორობით მერვედ ტარდება და საუკეთესო ათეულის წევრებს ლიბერთი ბანკი ტრადიციულად წელსაც დააჯილდოებს. 2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები, არიან: · გიორგი ლიპარიშვილი […]
ალბანეთი-საქართველოს საფეხბურთო მატჩის შემდეგ მოქალაქეებს მუნიციპალური ტრანსპორტი გახანგრძლივებული დროით მოემსახურება

ალბანეთი-საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის დღეს დაგეგმილი მატჩის პერიოდში, გულშემატკივრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი 11 სექტემბრის 02:00 საათამდე იმოძრავებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ქართველი გულშემატკივრებისთვის რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დიდი ეკრანი დამონტაჟდა, სადაც მატჩის საჯარო ჩვენება გაიმართება. „ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია, მოქალაქეებს კი […]
საქართველოს ფავორიტი მეტოქე – “ჯვაროსნების” სტატისტიკა ალბანეთთან

ალბანელი ბესნიკ ჰასი და ალექსანდრე იაშვილი, 2004 წელი საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს, 10 სექტემბერს, ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ტურის მატჩს გასვლაზე, ალბანეთის გუნდის წინააღმდეგ გამართავს. თამაშამდე შეგვიძლია ორ ნაკრებს შორის გამართული შეხვედრების სტატისტიკა გავიხსენოთ. საქართველოს ეროვნულ გუნდს ალბანელების წინააღმდეგ, სხვა ყველა მეტოქესთან შედარებით, ყველაზე მეტი, 15 მატჩი აქვს ჩატარებული. ასევე, “ჯვაროსნებს” ყველაზე მეტი […]
ჩვენი კოალიციის წევრი დააკავეს – საბა ბუაძე პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს

პოლიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერები პოლიტიკურ დევნაზე და რეპრესიებზე საუბრობენ – საბა ბუაძის თქმით, დაკავებულია საგარეჯოს ორგანიზაციის “ერთ-ერთი ლიდერი, აზერბაიჯანული თემის წარმომადგენელი, იუსალ გეიუბოვი. ბუაძე ამბობს, რომ გეიუბოვის სახლში სპეცოპერაციის შედეგად ამოღებულ იარაღთან, არც კოალიციის წევრს და არც მისი ოჯახის არცერთ წევრს შეხება არ აქვს.