15 წლის გოგონა, რომელიც დედოფლისწყაროს ცენტრალურ პარკში, ტბაში ბანაობის დროს შეუძლოდ გახდა, გარდაიცვალა

15 წლის გოგონა, რომელიც დედოფლისწყაროს ცენტრალურ პარკში, ტბაში ბანაობის დროს შეუძლოდ გახდა, გარდაიცვალა. რამდენიმე კვირის განმავლობაში გოგონას თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში მკურნალობდნენ. ამ დროის განმავლობაში მოზარდი მართვის სუნთქვაზე იმყოფებოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შემთხვევა დედოფლისწყაროში 21 აგვისტოს იმ დრო მოხდა, როცა ხელოვნურ ტბაში საბანაოდ მოზარდები შევიდნენ და ერთ- ერთმა მათგანმა წყალში გონება დაკარგა. ფაქტზე გამოძიება […]
ფაშინიანმა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ განაცხადა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ იწყება სომხეთსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებები სავიზო რეჟიმის გადახედვის შესახებ. “მოხარული ვარ, რომ ჩვენს ურთიერთობებში შესამჩნევი ცვლილებებია: იწყება მოლაპარაკებები ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ევროპის მშვიდობის ფონდის მხრიდან მიღებულია გადაწყვეტილება, მხარი დაუჭირონ სომხეთის რესპუბლიკას, რასაც ჩვენ ძალიან ვაფასებთ”, – განაცხადა ფაშინიანმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ მარგარიტის სხინასთან შეხვედრის დროს. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა იმას, […]
ლია სტურუა თარგმნილი პოეზიის ლიტერატურული კონკურსის Sarah Maguire Prize გამარჯვებულია

ლია სტურუას ლექსების კრებულის ინგლისური თარგმანი On the Contrary, რომელიც 2023 წელს დიდ ბრიტანეთში მწერალთა სახლის ხელშეწყობით გამოიცა, პრესტიჟული კონკურსის Sarah Maguire Prize გამარჯვებული გახდა. მთარგმნელები: ნატალია ბუკია-პიტერსი და ვიქტორია ფილდი. გამარჯვებული 9 სექტემბერს გამოვლინდა. „ეს პირველი კრებულია ინგლისურ ენაზე ამ შესანიშნავი ქართველი პოეტისგან. 1939 წელს დაბადებულმა ლიამ განვლო მშფოთვარე დროება და ყოველთვის იყო ინოვაციური, […]
Airbus-ის შეკვეთები აგვისტოში 22%-ით დაეცა

ევროპული თვითმფრინავების მწარმოებელ Airbus-ს ერთ თვეში შეკვეთების რაოდენობა 22%-ით შეუმცირდა. კომპანიისა ცნობით, Airbus-მა აგვისტოში 46 თვითმფრინავზე მიიღო შეკვეთა, მაშინ როდესაც ივლისში 59 თვითმფრინავზე ჰქონდა მიღებული დაკვეთა. წლის დასაწყისიდან Airbus-მა 432 თვითმფრინავის შეკვეთა მიიღო. არსებული გაუქმების გათვალისწინებით, შეკვეთები იანვარ-აგვისტოში სულ 413 თვითმფრინავია. აღსანიშნავია ისიც, რომ. აგვისტოში ივლისთან შედარებით კომპანიებისთვის თვითმფრინავების მიწოდება 39%-ით შემცირდა. 77 თვითმფრინავიდან 47 […]
ინდოეთის მაღალრეიტინგული გამოცემების წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას ეცნობიან

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინდოეთიდან პოპულარული გამოცემის Deccan Herald-ის და ავიაკომპანია Indigo-ს საბორტო ჟურნალის Hello3E-ის წარმომადგენლებს მასპინძლობს. პრესტურის მონაწილეებმა თბილისი, მცხეთა, წყალტუბო, მარტვილის კანიონი, მესტია, უშგული, სიღნაღი, ლოპოტა და ლაგოდეხის ეროვნული პარკი მოინახულეს. საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები ზუგდიდში გემო ფესტს დაესწრნენ. Deccan Herald-ისა და Indigo-ს წარმომადგენლები ფესტივალის შესახებ მასალებს მოამზადებენ და მკითხველს ქართულ კულინარიას გააცნობენ. „ვფიქრობ […]
რუსული ონლაინ-მაღაზია Ozon საქართველოში ოპერირებას იწყებს

მსხვილმა რუსულმა ონლაინმაღაზია Ozon საქართველოში ოპერირებას იწყებს. ოფიციალურ საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, შეკვეთილი პროდუქციის მიღება შესაძლებელია როგორც საქართველოს მსხვილ ქალაქებში (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ფოთი, ზუგდიდი, რუსთავი), ასევე, პატარა ქალაქებში (მაგალითად, ხაშურში, ბორჯომში, ამბროლაურში, ონში და ა.შ.). Ozon-ის მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, საქართველოში მაცხოვრებლებს სხვადასხვა კატეგორიის 50 მილიონზე მეტი პროდუქციის შეძენა შეუძლიათ. მიწოდებას პირველ ეტაპზე 14 […]
კახეთში, სარწყავ არხში ახალგაზრდა დაიხრჩო

კახეთში, სარწყავ არხში ახალგაზრდა დაიხრჩო. უბედური შემთხვევა წნორში მოხდა. არსებული ინფორმაციით, 24 წლის ბიჭი მეგობრებთან ერთად ბანაობდა, რა დროსაც ძლიერმა დინებამ გაიტაცა და მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გარდაცვლილი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. მიმდინარეობს გამოძიება.
რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალებმა, ჩინეთის მონაწილეობით, ორ ოკეანესა და სამ ზღვაში სტრატეგიული წვრთნები დაიწყო

რუსეთის საზღვაო-სამხედრო ძალებმა დაგეგმილი სტრატეგიული სამეთაურო-საშტაბო სწავლება – „ოკეანე-2024“ დაიწყო, – ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, წვრთნები წყნარი და არქტიკის ოკეანეების და ხმელთაშუა, კასპიისა და ბალტიის ზღვების წყლებში ჩატარდება და 16 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. „წვრთნებში 400-ზე მეტ სამხედრო ხომალდი, წყალქვეშა ნავი და ფლოტის დამხმარე გემი, 120-ზე მეტი თვითმფრინავი და საზღვაო ავიაციის ვერტმფრენი, საზღვაო […]
,,რაც შეეხება აფხაზეთს, ივანიშვილი ღიად გადავიდა რუსეთის მხარეს…” – სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს: ,,რაც შეეხება აფხაზეთს, ივანიშვილი ღიად გადავიდა რუსეთის მხარეს და თუ ის დარჩა და რუსეთმა გაიმარჯვა დასავლეთთან დაპირისპირებაში (რასაც მე გამოვრიცხავ) საქართველო დაკარგავს აფხაზეთსაც და საკუთარ დამოუკიდებლობასაც. მარტო ის რად ღირს, რომ ახლა რუსეთი ცდილობს დაცარიელებულ ოჩამჩირის და გალის რაიონებში რუსების ჩასახლებას, რათა გაანეიტრალოს ქართველების ოდესმე დაბრუნების საფრთხე. თუ საქართველო […]
,,ბოლო თვეებში იყო ბევრი დეზინფორმაცია… ჩვენი მხარდაჭერა მიდის ქართველებთან, ქართველების დასახმარებლად“ – დანიგანი

აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა, რომელიც ბათუმში განახლებული ამერიკული კუთხის გახსნას დაესწრო, განაცხადა: ,,ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იყო ბევრი დეზინფორმაცია, მათ შორის უცხოური გავლენის შესახებ კანონზე. იმის შესახებ, თუ რას ემსახურება უცხოური დახმარება. და ეს ოთხი მაგალითი არის მაგალითები იმისა, თუ სად მიდის ჩვენი მხარდაჭერა. ქართველებთან ქართველების დასახმარებლად. ეს არის დახმარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის, […]