ევროპასა და საქართველოში მიმდინარე ამხელა საგამოძიებო პროცესის მიუხედავად რატომ არ ხდება დავით კეზერაშვილის დაკავება?! ნუთუ კანონის დაცვა და დამნაშავის დასჯა ევროპულად სხვაგვარ შინაარს ატარებს
ევროპასა და საქართველოში მიმდინარე ამხელა საგამოძიებო პროცესის მიუხედავად რატომ არ ხდება დავით კეზერაშვილის დაკავება?! ნუთუ კანონის დაცვა და დამნაშავის დასჯა ევროპულად სხვაგვარ შინაარს ატარებს „ქართული სამართალდამცავი უწყებებიდან ინტერპოლისათვის გაგზავნილი წერილების გარდა „ევროპოლის“ მიერ ჩატარებული გამოძიებით, ფაქტია შექმნილია სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ მოხდეს დავით კეზერაშვილის პასუხისგებაში მიცემა. თუმცა კეზერაშვილს არათუ რაიმე შეზღუდვა არ აქვს გადაადგილებაზე, მას […]
“ქართული ოცნება” წინასაარჩევნო შეხვედრებს ოზურგეთში მართავს

პარტია “ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი, პარლამენტის ვიცე – სპიკერი არჩილ თალაკვაძე და „ქართული ოცნების“ გურიის დელეგატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე, პარტიის წევრებთან ერთად, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ოზურგეთის მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე ლიდერებმა ისაუბრეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მნიშვნელობაზე, გაწეულ სამუშაოსა და სამომავლო გეგმებზე. “ქართული ოცნების წევრებმა მოქალაქეების შეკითხვებსაც უპასუხეს. ოზურგეთის თეატრში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საარჩევნო შტაბის […]
რას ამბობს კალაძე ყაზბეგის ქუჩის მშენებლობაზე, სადაც მოსახლეობის პროტესტია

ყაზბეგის გამზირის N32-ის მცხოვრებლები კორპუსის წინ მიმდინარე მშენებლობას აპროტესტებენ. ადგილზე დილიდან დაპირისპირებაა. ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა სამშენებლო კომპანია sky residence-ის მიერ ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკის შეყვანის გამო. ადგილობრივები ამბობენ, რომ კომპანია მრავალსართულიან კორპუსს უსაფრთხოების შესახებ შესაბამისი დოკუმენტის გარეშე აშენებს. ისინი უსაფრთხოების სრულ გარანტიებამდე მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ. მოსახლეობა მედიასთან ჰყვება, რომ სამუშაოების დაწყებას მათ კორპუსშიმოჰყვა რყევები, დაიბზარა ასფალტი. […]
თბილისი პირველ მასშტაბურ ვისკის ფესტივალს უმასპინძლებს

გიყვარს ვისკი და გსურს weekend-ზე დაუვიწყარი დრო გემრიელად, საინტერესოდ და მუსიკალურად გაატარო? მაშინ კალენდარში 21 და 22 სექტემბერი მოინიშნე. ლოკაციაც ჩაიწერე: წერეთლის 118, საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯოას მესამე პავილიონი. თბილისი პირველად მასშტაბურ და გამორჩეულ ვიკსის ფესტივალს მასპინძლობს, რომელიც მთელი ქვეყნიდან ვისკის ენთუზიასტებს აერთიანებს. ფესტივალზე საოცარი ზეიმი, ნამდვილი დღესასწაული, ცეკვა, მუსიკა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – […]
ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის მასწავლებლის საერთაშორისო ჯილდო დიასპორული განათლებისთვის – “სპექტრში” პრეზენტაცია გაიმართა

მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს“ ორგანიზებით საქართველოში იმართება ორდღიანი ღონისძიება „ქართული ენისა და კულტურის ელჩები საზღვარგარეთ“. ორგანიზატორთა ინფორმაციით, ღონისძიება ეძღვნება საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ პედაგოგებსა და მათი ღვაწლის აღიარებას, უდიდეს წვლილს, რომელიც შეაქვთ ქართული ენის, კულტურისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაში. მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაცია „საქართველო“ დაარსდა 2020 წელს. არის მსოფლიოს 24 ქვეყნის ქართული საკვირაო სკოლებსა და კულტურის ცენტრებში […]
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი – საქართველოს პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს ანტი-ლგბტი კანონის მიღებისგან და რიტორიკის გამოყენებისგან, რომელიც ლგბტი ადამიანების სტიგმატიზებას იწვევს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, მაიკლ ო’ფლაჰერტმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს წერილით მიმართა, სადაც ის პარლამენტის წევრებს სთხოვს, თავი შეიკავონ 2024 წლის 4 სექტემბერს მეორე მოსმენით მიღებული მიღებული „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტის დამტკიცებისგან, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის საბჭო ავრცელებს. მაიკლ ო’ფლაჰერტი ასევე მოუწოდებს პარლამენტის წევრებს, ითანამშრომლონ ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა დაიცვან […]
კახა კალაძე – რატომაც არა? – არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მართლაც კეთილ საქმეს აკეთებენ, ყველანაირად ხელს შევუწყობთ, დავეხმარებით, დავაფინანსებთ

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის გვერდით დაუდგება ისეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს ან ადამიანებს, რომლებიც საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან და არა სხვის. კალაძემ ჟურნალისტებთან არასამთავრობო ორგანიზაციების ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე პრემიერ-მინისტრის განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ მათ ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერა უნდა ჰქონდეთ. „არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მართლაც კეთილ საქმეს აკეთებენ, რატომაც არა, ყველანაირად ხელს შევუწყობთ, დავეხმარებით, დავაფინანსებთ. […]
კახა კალაძე დავით კეზერაშვილის ევროპაში გადაადგილებაზე – ალბათ, რაღაც დონეზე სჭირდებათ და მას რაღაცისთვის იყენებენ – გარკვეული ნაძარცვი თანხები საქართველოშიც შემოდის და ამით ფინანსდება პოლიტიკა

ძალიან მძიმეა, მთელმა მსოფლიომ გაიგო, თუ ვინ ძარცვავდა პენსიონერებს მთელი ამ წლების განმავლობაში, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმესთან დაკავშირებით განუცხადა. მისი შეფასებით, ძალიან დიდი სიბინძურეა, როდესაც ნაძარცვი ფულით ფინანსდებიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიები და შესაძლოა, ტელევიზიებიც და საარჩევნო კამპანიაც ფინანსდებოდეს. „ეს, რა თქმა უნდა, უმძიმესია. ევროპაშიც მიმდინარეობს სხვადასხვა ქვეყნებში გამოძიება, […]
ლევან დავითაშვილმა საქართველოს ენერგეტიკის დარგის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა

საქართველოს ენერგეტიკოსის დღე პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დარგის წარმომადგენლებთან ერთად აღნიშნა. ღონისძიება ქვესადგურ „თელეთი 220“-ის სივრცეში გაიმართა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა და პირველმა ვიცე-პრემიერმა ენერგეტიკის სექტორის თანამშრომლებს და დამსახურებულ ენერგეტიკოსებს პროფესიული დღე მიულოცეს და მადლობა გადაუხადეს […]
კახეთის პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო – დაკავებულია 1 პირი

სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი ირაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე ერთი პირი დაკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სამართალდამცავებმა ბალდებულის სახლის ჩხრეკისას 2 ცეცხლსასროლი იარაღი და 59 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული ვ.კ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის […]