მერია – დედაენის ბაღი ხოჭოების საწინააღმდეგო სპეციალური ხსნარით შეიწამლა, რაც შეეხება მღრღნელებს, თუ მათი მომრავლება დაფიქსირდება, როგორც მზიურის პარკში მოხდა, აქაც დამონტაჟდება ხაფანგები

თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ დედაენის ბაღი ხოჭოების საწინააღმდეგო სპეციალური ხსნარით შეწამლა. რაც შეეხება მღრღნელებს, როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, თუ მღრღნელების მომრავლება დაფიქსირდება, სპეციალური ხაფანგები დამონტაჟდება. „დედაენის ბაღში შესაბამისი სამუშაოები ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ჩაატარა და ტერიტორია ხოჭოების საწინააღმდეგო სპეციალური ხსნარით შეიწამლა. რაც შეეხება მღრღნელებს, თუ მღრღნელების მომრავლება დაფიქსირდება, როგორც მზიურის პარკში მოხდა, […]
შალვა პაპუაშვილი – ჰელსინკის კომისიამ პირველ რიგში, უნდა გამოიძიონ, რა როლი ჰქონდათ აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებს 2020 წელს პარალელური დათვლის ცრუ შედეგების გავრცელებაში – ეს არის საჭირო და ქართველი ხალხი ამას მოელის

ჰელსინკის კომისიამ პირველ რიგში, უნდა გამოიძიონ, რა როლი ჰქონდათ აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებს 2020 წელს პარალელური დათვლის ცრუ შედეგების გავრცელებაში. ეს არის საჭირო და ქართველი ხალხი ამას მოელის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ჰელსინკის კომისიისთვის და კონგრესისთვის, „რატომღაც საქართველო იქცა მათი გამოძიების ობიექტად“, მაშინ როდესაც არის საკითხები, რომელიც […]
ყაზბეგის ქუჩაზე მშენებლობა კანონიერია – კახა კალაძე

ყაზბეგის ქუჩაზე მშენებლობა კანონიერია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ყაზბეგის N32-ის მოსახლეობის პროტესტს ეხებოდა, მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობის წინააღმდეგ. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, თბილისის მერია მზადაა, მოსახლეობას ავარიული კორპუსის გამაგრებაში ან სრულად ჩანაცვლებაში დაეხმაროს. „სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ მშენებლობა მიმდინარეობს კანონიერად. მე ვიცნობ აღნიშნულ პრობლემას. რაც შეეხება იმ […]
ინდოეთის მაღალრეიტინგული გამოცემების წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას ეცნობიან

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინდოეთიდან პოპულარული გამოცემის Deccan Herald-ის და ავიაკომპანია Indigo-ს საბორტო ჟურნალის Hello3E-ის წარმომადგენლებს მასპინძლობს. პრესტურის მონაწილეებმა თბილისი, მცხეთა, წყალტუბო, მარტვილის კანიონი, მესტია, უშგული, სიღნაღი, ლოპოტა და ლაგოდეხის ეროვნული პარკი მოინახულეს. საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები ზუგდიდში გემო ფესტს დაესწრნენ. Deccan Herald-ისა და Indigo-ს წარმომადგენლები ფესტივალის შესახებ მასალებს მოამზადებენ და მკითხველს ქართულ კულინარიას გააცნობენ. „ვფიქრობ […]
„თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით თბილისში ტექნოლოგიური კონფერენცია ProdAct Conference 2024 გაიმართა

ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი კომპანიებში, ციფრული პროდუქტების მომავალი, მომხმარებლის ქცევა – ეს ის ძირითადი თემებია, რომლებიც ProdAct Community-ის ტექნოლოგიურ კონფერენციაზე განიხილეს. ProdAct Conference 2024 თემით – Tomorrow Of Digital Products 8 სექტემბერს Radisson Blu Iveria-ში გაიმართა და 450-მდე ქართველ და უცხოელ სტუმარს უმასპინძლა. ღონისძიების ღირებული პარტნიორი „თეგეტა ჰოლდინგი“ იყო, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში ციფრული სფეროს […]
„თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით თბილისში ტექნოლოგიური კონფერენცია ProdAct Conference 2024 გაიმართა

ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი კომპანიებში, ციფრული პროდუქტების მომავალი, მომხმარებლის ქცევა – ეს ის ძირითადი თემებია, რომლებიც ProdAct Community-ის ტექნოლოგიურ კონფერენციაზე განიხილეს. ProdAct Conference 2024 თემით – Tomorrow Of Digital Products 8 სექტემბერს Radisson Blu Iveria-ში გაიმართა და 450-მდე ქართველ და უცხოელ სტუმარს უმასპინძლა. ღონისძიების ღირებული პარტნიორი „თეგეტა ჰოლდინგი“ იყო, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში ციფრული სფეროს […]
150-ზე მეტი სკოლა სასწავლო წელს თავის შენობაში ვერ დაიწყებს

რამდენ ბავშვს მოუწევს სწავლის სხვა სკოლის შენობაში გაგრძელება, უცნობია – განათლების სამინისტრო დეპუტატ ანა ნაცვლიშვილისთვის მიწერილ ოფიციალურ წერილში აღნიშნავს, რომ ზუსტი რიცხვი სასწავლო წლის დაწყების შემდეგ გახდება ცნობილი. „მიმდინარე ინფრასტრუქტურული ღონისძიებების შედეგად, ახალ სასწავლო წელს, დროებით ალტერნატიულ ფართში გადასულ მოსწავლეთა რაოდენობა და ტრანსპორტით მოსარგებლეთა რაოდენობა დაზუსტდება 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებისათვის“, – დაწერა ოფიციალურ პასუხში საქართველოს […]
რუსულმა ონლაინ გაყიდვების კომპანია OZON-მა საქართველოში მიტანის სერვისი დაამატა

რუსულმა ონლაინ გაყიდვების კომპანია OZON-მა საქართველოში მიტანის სერვისი აამოქმედა. საქართველოში გაყიდვების დაწყების თაობაზე „ოზონის“ ვებ-საიტზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში წერია, რომ „რესპუბლიკის მცხოვრებლებს ონლაინმარკეტში სხვადასხვა კატეგორიის 50 მლნ-ზე მეტი დასახლების საქონლის შეძენა შეუძლიათ“ მიტანას, პირველ ეტაპზე 14 დღე დასჭირდება, პროდუქციის მიღება კი პარტნიორი კომპანიების გაცემის პუნქტებში ან საკურიერო მომსახურების მეშვეობით შეეძლებათ. Ozon-თან საქართველოში გამცემი პუნქტებით კომპანიები GBS […]
შალვა პაპუაშვილი – სამწუხაროდ, დავინახეთ, ის, რაც ჩვენ გვერდში დგომა გვეგონა, დამადლებული დახმარება ყოფილა – ჩვენ არავის დამადლებული დახმარება არ გვჭირდება

ჩვენ არავის დამადლებული დახმარება არ გვჭირდება. სამწუხაროდ, დავინახეთ, ის, რაც ჩვენ გვეგონა გვერდში დგომა, ეს ყოფილა დამადლებული დახმარება და ქართველ ხალხს არავისგან დასამადლებელი არაფერი აქვს. ამიტომ, ქართველ ხალხს თავად შეუძლია იზრუნოს საკუთარ ინტერესებზე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამის შექმნის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, […]
„ჩაფიძის გულის ცენტრი“ ვეტერანებისთვის მორიგ 167-ე საქველმოქმედო აქციას ჩაატარებს

„ჩაფიძის გულის ცენტრი“ ვეტერანებისთვის მორიგ 167-ე საქველმოქმედო აქციას ჩაატარებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ვეტერანების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, აქცია კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს მოიცავს. „მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 167-ე საქველმოქმედო-სამედიცინო […]