მერია – დედაენის ბაღი ხოჭოების საწინააღმდეგო სპეციალური ხსნარით შეიწამლა, რაც შეეხება მღრღნელებს, თუ მათი მომრავლება დაფიქსირდება, როგორც ვაკის პარკში მოხდა, აქაც დამონტაჟდება ხაფანგები

თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ დედაენის ბაღი ხოჭოების საწინააღმდეგო სპეციალური ხსნარით შეწამლა. რაც შეეხება მღრღნელებს, როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, თუ მღრღნელების მომრავლება დაფიქსირდება, სპეციალური ხაფანგები დამონტაჟდება. „დედაენის ბაღში შესაბამისი სამუშაოები ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ჩაატარა და ტერიტორია ხოჭოების საწინააღმდეგო სპეციალური ხსნარით შეიწამლა. რაც შეეხება მღრღნელებს, თუ მღრღნელების მომრავლება დაფიქსირდება, როგორც ვაკის პარკში მოხდა, […]
რუსულმა „ოზონმა“ საქართველოში გაყიდვები დაიწყო

რუსული ონლაინ საცალო ვაჭრობის ქსელმა „ოზონმა“ საქართველოში გაყიდვები დაამატა. სააგენტო „ტასის“ ცნობით, პირველ ეტაპზე მიწოდებას დაახლოებით 14 დღე დასჭირდება. მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ გამოწერილი ნივთები მიწოდების პუნქტებში ან კურიერის საშუალებით. საქართველო მეშვიდე ქვეყანაა რუსეთის ფარგლებს გარეთ, სადაც „ოზონი“ მიტანის სერვისი აქვს. „ჩვენ უკვე ვაწვდით სამომხმარებლო საქონელს სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელორუსში, ყაზახეთში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში და ძალიან მოხარულები […]
შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირმა ნაცვლად მორალისტობისა, პასუხი უნდა გასცეს კითხვებს, რასთან გვაქვს საქმე? რატომ უწყობენ ხელს კეზერაშვილს? – შუაგულ ევროკავშირში უზით ოლიგარქი

შუაგულ ევროკავშირში უზით ოლიგარქი, რომელიც ევროკავშირის პარტნიორ ქვეყანას, მის სტაბილურობას ძირს უთხრის და ამას ასე არხეინად შეჰყურებენ. რა თქმა უნდა, ჩვენი კითხვები გვაქვს – ამიტომ ევროკავშირმა, ნაცვლად მორალისტობისა, რომელსაც ძალიან ხშირად ვხედავთ ბოლო პერიოდში ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან, პასუხი უნდა გასცეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დავით კეზერაშვილთან დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. […]
იოავ გალანტი – „ჰამასი“, როგორც სამხედრო ფორმირება, აღარ არსებობს

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, „ჰამასი“, როგორც ორგანიზებული სამხედრო ძალა, აღარ არსებობს. „ჰამასი“, როგორც სამხედრო ფორმირება, აღარ არსებობს. „ჰამასი“ ჩართულია პარტიზანულ ომში და ჩვენ კვლავ ვებრძვით „ჰამასის“ ტერორისტებსა და მის ხელმძღვანელობას“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა. შეგახსენებთ, ისრაელი-„ჰამასის“ ომს, რომელიც 2023 წლის 7 ოქტომბრიდან გრძელდება, ათასობით ადამიანი ემსხვერპლა. შუამავლები შეერთებული შტატებიდან, კატარიდან და ეგვიპტიდან […]
ლევან დავითაშვილი – ვფიქრობ, ძალიან სწორი პრაქტიკაა თუ კონკურსის პირობებში, გამჭვირვალედ, ორგანიზაციები მოახერხებენ დაფინანსების მიღებას – ეს იქნება ნორმალური და ცივილიზებული პროცესი

გარდა ყოველდღიური ამოცანებისა, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებს გააჩნიათ, ამ ამოცანების შესასრულებლად და ქვეყნის ინტერესების გასათვალისწინებლად მნიშვნელოვანი როლი შეიძლება შეასრულოს არასამთავრობო სექტორმა, არაკომერციულმა ორგანიზაციებმა, რომელსაც, რა თქმა უნდა, დაფინანსების შესაბამისი წყაროები სჭირდებათ – ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი პრაქტიკაა თუ კონკურსის პირობებში, გამჭვირვალედ, ორგანიზაციები მოახერხებენ დაფინანსების მიღებას, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს […]
შალვა პაპუაშვილი – ტერმინი გაჩერება მხოლოდ პოლიტიკური განცხადებების დონეზე გვესმის, არაფერი გაჩერებული არ არის – ვმუშაობთ ასოცირების დღის წესრიგის მიხედვით, ასოცირების შეთანხმების ნახევარი უკვე შესრულებული გვაქვს

ტერმინი გაჩერება მხოლოდ პოლიტიკური განცხადებების დონეზე გვესმის, არაფერი გაჩერებული არ არის. ჩვენ და საქართველოს პარლამენტი მუშაობს ასოცირების დღის წესრიგის მიხედვით, ასოცირების შეთანხმების ნახევარი ჩვენ უკვე შესრულებული გვაქვს. ეს არის ჩვენი მიდგომა და სტრატეგია,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი შეფასებით, 2017 წლეს როდესაც ასოცირების შეთანხმება ძალაში შევიდა დაპირება კანდიდატობასთან […]
ლევან დავითაშვილი მაიკლ ო’ფლაჰერტის განცხადებაზე – ნებისმიერი გადაწყვეტილება, საქართველომ რა კანონი უნდა მიიღოს ან არ უნდა მიიღოს, ეს არის ქართველი ხალხის გადასაწყვეტი

ვიცე -პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ხალხის მიერ არჩეულ პირებს აქვთ სრული უფლებამოსილება ის კანონები მიიღონ, რომელიც ერის ინტერესშია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის განცხადებასთან დაკავშირებით განუცხადა, სადაც მაიკლ ო’ფლაჰერტი პარლამენტის წევრებს სთხოვს, თავი შეიკავონ 2024 წლის 4 სექტემბერს მეორე მოსმენით მიღებული მიღებული „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა […]
შალვა პაპუაშვილი – ერთი წინასაარჩევნო კამპანიაა, რომელსაც ოპოზიცია და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ერთად ეწევა – ისინი ძალადობას ჩადიან და დამკვირვებელი ორგანიზაციები ამას ხელს აფარებენ

საერთო ჯამში, ერთი წინასაარჩევნო კამპანიაა, რომელსაც ოპოზიცია და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ერთად ეწევა. ამიტომ აქ ხელი ხელს ბანს – ისინი ძალადობას ჩადიან და დამკვირვებელი ორგანიზაციები ამას ხელს აფარებენ და ანგარიშებში არ ასახავენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის მტკიცებით, წინასაარჩევნოდ, ოპოზიციური პარტიების მიერ განხორციელებულ დარღვევებზე, უცხოური დაფინანსებით მოქმედი დამკვირვებელი ორგანიზაციები თვალს […]
საბა ბუაძე – ხელისუფლების დაკარგვის შიშისგან აკანკალებული ივანიშვილის რუსული სისტემა პოლიტიკურ დევნას აგრძელებს – იორმუღანლოში ჩვენი მხარდამჭერი და აქტიური წევრი დაიჭირეს

ხელისუფლების დაკარგვის შიშისგან აკანკალებული ივანიშვილის რუსული სისტემა პოლიტიკურ დევნას აგრძელებს. გუშინ, იორმუღანლოში დაიჭირეს ჩვენი მხარდამჭერი და აქტიური წევრი, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ განაცხადა. მისივე თქმით, 26 ოქტომბერს „უნდა გავაფორმოთ საზოგადოებაში არსებული განწყობა სარეფერენდუმო მნიშვნელობის არჩევნებზე, სადაც დასრულდება იარაღის ჩადება და პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა“. „ხელისუფლების დაკარგვის შიშისგან აკანკალებული ივანიშვილის რუსული […]
„თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით თბილისში ტექნოლოგიური კონფერენცია ProdAct Conference 2024 გაიმართა

ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი კომპანიებში, ციფრული პროდუქტების მომავალი, მომხმარებლის ქცევა – ეს ის ძირითადი თემებია, რომლებიც ProdAct Community-ის ტექნოლოგიურ კონფერენციაზე განიხილეს. ProdAct Conference 2024 თემით – Tomorrow Of Digital Products 8 სექტემბერს Radisson Blu Iveria-ში გაიმართა და 450-მდე ქართველ და უცხოელ სტუმარს უმასპინძლა. ღონისძიების ღირებული პარტნიორი „თეგეტა ჰოლდინგი“ იყო, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში ციფრული სფეროს […]