შალვა პაპუაშვილი – თუ პლაკატების ჩამოხევა, საარჩევნო კამპანიის დროს მივარდნები არის დეპოლარიზაცია ევროკავშირის თვალში, მაშინ ჩვენ ვერ ვთანხმდებით, რა არის დეპოლარიზაცია

საერთო ჯამში, ერთი წინასაარჩევნო კამპანიაა, რომელსაც ოპოზიცია და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ერთად ეწევა. ამიტომ აქ ხელი ხელს ბანს – ისინი ძალადობას ჩადიან და დამკვირვებელი ორგანიზაციები ამას ხელს აფარებენ და ანგარიშებში არ ასახავენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის მტკიცებით, წინასაარჩევნოდ, ოპოზიციური პარტიების მიერ განხორციელებულ დარღვევებზე, უცხოური დაფინანსებით მოქმედი დამკვირვებელი ორგანიზაციები თვალს […]

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო შეხვედრებს ოზურგეთში მართავს

პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი, პარლამენტის ვიცე, სპიკერი არჩილ თალაკვაძე და „ქართული ოცნების“ გურიის დელეგატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე, პარტიის წევრებთან ერთად, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ოზურგეთის მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე ლიდერებმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მნიშვნელობაზე, გაწეულ სამუშაოსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. „ქართული ოცნების“ წევრებმა მოქალაქეების შეკითხვებსაც უპასუხეს. ოზურგეთის თეატრში გამართულ შეხვედრას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ოზურგეთში […]

ჩვენი მიზანია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ექსპლუატაციაში 2030 წლისთვის შევიდეს – ჯუბო ტურაშვილი

ჩვენი მიზანია ოპერატიულად დავიწყოთ და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ექსპლუატაციაში 2030 წლისთვის შევიდეს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა ჯუბო ტურაშვილმა გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა. მისივე ინფორმაციით, პროექტი პერსპექტიული და განხორციელებადია. “ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის კონცეფცია ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დასასრულს მიუახლოვდა. ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, […]

ერთად ვუქომაგოთ ჩვენს ნაკრებს პირველი რესპუბლიკის მოედანზე – კახა კალაძე

დღეს, საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლით შეხვედრას ალბანეთში გამართავს. თამაშის საჯარო ჩვენება კი, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. საჯარო ჩვენების სამზადისს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო. მან ეროვნულ ნაკრებს წარმატებები უსურვა. „დღეს, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. ჩვენი ეროვნული ნაკრები ალბანეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს. ძალიან […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კერძოდ, კომპანიის ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 სექტემბერს 07:00-დან 07:10 საათამდე და 17:50-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ცხვარიჭამია, ბურიანი, ნავდარაანთკარი, გალავანი, ზაქარო, თეზამი და მიმდებარე სოფლებში; 10:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგია არ ექნებათ აბონენტებს სოფელ გლდანში მებაღიშვილის, ხერგიანის, […]

რატი იონათამიშვილი პრემიერის ინიციატივაზე – რადიკალური ოპოზიციის განცხადებები აჩვენებს, რომ მათ ელემენტარული ცოდნაც არ გააჩნიათ დემოკრატიულ ქვეყნებში არსებულ პრაქტიკასთან დაკავშირებით

პრემიერის ინიციატივა არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერასთან დაკავშირებით, არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე და პროგრესული, რაც მნიშვნელოვნად გააჯანსაღებს და გააძლიერებს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებს, – წერს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში. მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიციის განცხადებები აჩვენებს, რომ მათ ელემენტარული ცოდნაც არ გააჩნიათ დემოკრატიულ ქვეყნებში არსებულ პრაქტიკასთან დაკავშირებით და მათი მიდგომა […]

თელავის ნაგავსაყრელზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

თელავის მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელზე შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, სამუშაოების ფარგლებში მიმდინარეობს პოლიგონის ზედაპირის ფორმირება, ნარჩენების გადაადგილება, ტკეპნა და მიწის საიზოლაციო ფენით გადაფარვა. ასევე, ეწყობა შიდა გზები და მიწის საიზოლაციო მარაგები (მიწის კავალიერები). „რეაბილიტაცია 15 აგვისტოს დაიწყო და საწყის ეტაპზე მოიცავდა მიწის სამუშაოებს, […]

თავი შეიკავეთ მიღებისგან – ევროსაბჭოს კომისარი ცენზურის დამწესებელი კანონპროექტზე

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაჰერტი საქართველოს პარლამენტის წევრებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ კანონპროექტის დამტკიცებისგან, რომელიც ცენზურას აწესებს და ლგბტ ადამიანებს უფლებებს უზღუდავს. ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელიც ადამიანის უფლებათა კომისარმა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს 6 სექტემბერს გამოუგზავნა. როგორც წერილშია აღნიშნული, კანონპროექტი უზრუნველყოფს ლგბტქ ადამიანების დისკრიმინაციის სამართლებრივ საფუძველს და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას. ადამიანის […]

სამწუხაროდ, დავინახეთ, ის, რაც ჩვენ გვერდში დგომა გვეგონა, დამადლებული დახმარება ყოფილა – ჩვენ არავის დამადლებული დახმარება არ გვჭირდება – პაპუაშვილი

ჩვენ არავის დამადლებული დახმარება არ გვჭირდება. სამწუხაროდ, დავინახეთ, ის, რაც ჩვენ გვეგონა გვერდში დგომა, ეს ყოფილა დამადლებული დახმარება და ქართველ ხალხს არავისგან დასამადლებელი არაფერი აქვს. ამიტომ, ქართველ ხალხს თავად შეუძლია იზრუნოს საკუთარ ინტერესებზე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამის შექმნის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, […]

ბაგრატის ტაძრის ეზოში სასულიერო პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირება იყო – ზნეობრივი კომისია მომხდარს სწავლობს

ფიზიკური დაპირისპირება იყო რამდენიმე დღის წინ ბაგრატის ტაძრის ეზოში. კონფლიქტში სასულიერო პირები მონაწილეობდნენ, მათ შორის იყო ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმთავარი მეუფე იოანე. გაციებულიყო ინფორმაციით, კამათის მოტივი სასულიერო პირების ქუთაისიდან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელში გადაყვანა გახდა. საკითხზე საქმის კურსშია საპატრიარქოც, რომლის ზნეობრივი კომისია მომხდარს სწავლობს. “მთავარის” ინფორმაციით, მღვდელმთავარმა იოანემ ქუთაისიდან წყალტუბოს სოფლებში გადაყვანილი სასულიერო პირები ტაძარში დაიბარა, მხარეებს […]