„ლელოს“ აქტივისტი იარაღის შეძენა/შენახვის ბრალდებით დააკავეს

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით იორმუღანლოში „ლელოს“ მხარდამჭერი და აქტივისტი დააკავეს, პარტია პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 1993 წელს დაბადებული ვუსალ კაიბოვი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 2 ცეცხლსასროლი იარაღი და 59 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს“, […]
აქციაზე ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებული ახალგაზრდა 2000 ლარითაც დააჯარიმეს

საბა მეფარიშვილი, რომელსაც რუსული კანონის წინააღმდეგ აქციის დროს პარლამენტთან დროებითი ჯებირის დაზიანების ბრალდებითაა დაკავებული, ადმინისტრაციული წესით, 2000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ჩიკაშუამ 10 სექტემბერს მიიღო. ამის შესახებ ნეტგაზეთს DRI-ს იურისტმა თათია კონიაშვილმა განუცხადა, რომელიც სასამართლოში საბა მეფარიშვილის უფლებებს იცავს. როგორც იურისტი ამბობს, საბა მეფარიშვილი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით 166-ე და 173-ე […]
უკრაინა რუს მეთაურს ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმაში ადანაშაულებს. კიევში საერთაშორისო სასამართლოს გენერალური პროკურორი ჩავიდა

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ანდრი კოსტინმა ბრალი დასდო რუსეთის სამხედრო – საჰაერო ძალების მეთაურს, რომლის ვინაობა არ დაასახელა, რომ მან კიევში ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმის ბრძანება გასცა წელს ივლისში. კოსტინმა ტრაგედიის ადგილი 10 სექტემბერს მოინახულა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გენერალური პროკურორთან ერთად. როგორც ჟურნალისტებს უთხრა ძლიერ დაზიანებული საავადმყოფოსთან ყოფნისას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა, ჩანს, […]
„რეალი“ მზად არის ვინისიუსის გასაყიდად

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ბევრი იწერებოდა იმის შესახებ, რომ „რეალის“ ვარსკვლავით, ვინისიუსით საუდის არაბეთის კლუბები არიან დაინტერესებული და თითქოს ესპანეთის ჩემპიონს აქვს ცდუნება, სოლიდური თანხა გამოიმუშაოს ბრაზილიელის სანაცვლოდ. როგორც გამოცემა teamTALK-ი იტყობინება, „რეალი“ მზად არის ვინისიუსის გასაყიდად და იმ შემთხვევაში, თუ ბრაზილიელი წასვლას გადაწყვეტს, მადრიდელები აპირებენ ის „ბილბაოს“ გარემარბით, ნიკო უილიამსით შეცვალონ. შეგახსენებთ, რომ ამ ზაფხულს […]
თეა ახვლედიანმა საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელთან სამუშაო შეხვედრა გამართა

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელთან, იესპერ მოლერთან. ამის შესახებ ინფორმაციას და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით, მხარეებმა განიხილეს გაერო-ს ბავშვთა ფონდისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლობის მიმდინარეობა და დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხების გათვალისწინებით, დასახეს შემდგომი […]
,, თვითონ ისიამოვნეს სექსით და პასუხისმგებლობა არც ერთმა არ აიღო ჩემზე! დამაგდეს…” – ცისნამი საყვარლიშვილი ბიოლოგიურ მშობლებზე

ემიგრანტი ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს: „მთელი 37 წლის მანძილზე კარგი ადამიანი ვიყავი. თუ ვინმეს რამეს ვაწყენინებდი, ყველას ბოდიშს ვუხდიდი და პატიებას ვთხოვდი. ჭიანჭველისთვის არ დამიდგამს ფეხი. კარგმა გოგოობამ მხოლოდ მავნო და მატკინა. თურმე უკეთესია, იყო ცუდი გოგო. ცუდებს უფრო დიდ პატივს სცემენ ცხოვრებაში. ეს რამდენიმე დღეა ვუყურებდი თამუნა მუსერიძის ბედნიერებას, ბიოლოგიურ მამას […]
პრემიერის ინიციატივა არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერასთან დაკავშირებით, არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე და პროგრესული, რაც მნიშვნელოვნად გააჯანსაღებს და გააძლიერებს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებს
პრემიერის ინიციატივა არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერასთან დაკავშირებით, არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე და პროგრესული, რაც მნიშვნელოვნად გააჯანსაღებს და გააძლიერებს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებს პრემიერის ინიციატივა არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერასთან დაკავშირებით, არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე და პროგრესული, რაც მნიშვნელოვნად გააჯანსაღებს და გააძლიერებს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებს, – წერს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი სოციალურ […]
ხელფასები თითქმის 100%-ით არის გაზრდილი, თუმცა კვალიფიციური კადრების პრობლემა კვლავ აქტუალურია – რესტორატორი

ხელფასები თითქმის 100%-ით არის გაზრდილი, თუმცა კვალიფიციური კადრების პრობლემა კვლავ აქტუალურია, ამის შესახებ „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა. „მთელი ქალაქის მასშტაბით უდიდესი დეფიციტია ე.წ. ხაზის პერსონალის მხრივ. სასტუმროების ოპერირების ჯგუფები ცდილობს, მაქსიმალურად გაზარდოს ხელფასები, რომ არსებული კადრები არ დაკარგოს, მაგრამ საზღვარგარეთ გადინება საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით ახალგაზრდების და ეს საბოლოოდ კადრების […]
ასპინძაში, კაცს მეხი დაეცა და გარდაიცვალა

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთასთან მეხის დაცემის შედეგად ერთი კაცი დაშავდა, მეორე კი გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს, 10 სექტემბერს მოხდა. ინფორმაციას, “სამხრეთის კარიბჭე”ავრცელებს. ადგილობრივების ინფორმაციით, მეხის ჩამოვარდნის დროს ორივე პიროვნება ტყეში იმყოფებოდა. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს, ერთი გვამი დახვდათ, მეორე კი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაჰყავთ. „ვესაუბრე სატყეოს წარმომადგენელსაც, […]
ნიკოლ ფაშინიანი – მზად ვართ, აზერბაიჯანთან მშვიდობისა და ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმების ტექსტს ხელი სწრაფად მოვაწეროთ

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი მზადაა ხელი მოაწეროს სამშვიდობო ხელშეკრულებას აზერბაიჯანთან იმ პირობებით, რაც აქამდე იყო შეთანხმებული. „ამ ბოლო დროს გსმენიათ, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების 80 პროცენტი შეთანხმებულია, ასეთი განცხადებები გაკეთდა სხვადასხვა პლატფორმებიდან და მინდა განვაცხადო, რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში. ამ მომენტში სრულად არის შეთანხმებული ცამეტი მუხლი და სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტის პრეამბულა, ხოლო კიდევ სამი […]