საქართველოს მოკრივე გოგონათა ნაკრები პოლონეთიდან 3 მედლით დაბრუნდა

საქართველოს მოკრივე გოგონათა ნაკრებისთვის პოლონეთის ქალაქ გლივიცეში გამართული პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი ისტორიული გამოდგა. მთავარი მწვრთნელის გაგა თოდუას ხელმძღვანელობით მოასპარეზე გოგონებმა 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. საუკეთესო შედეგი რაჰიბა ისმაილოვამ (48 კგ) აჩვენა, რომელმაც მეოთხედფინალში პოლონელ ვიოლეტა პტაკს აჯობა, ნახევარფინალში გვინეა ბისაუელი მეტოქე არ გამოცხადდა, ხოლო გადამწყვეტ შეხვედრაში უკრაინელი სოფია ტურბინინა 4:1 […]
ბათუმში გაიმართა აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის თავდაცვის სამმხრივი მინისტერიალი

ბათუმში გაიმართა აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის თავდაცვის სამმხრივი მინისტერიალი. აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვსა და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრს, იაშარ გიულერს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა უმასპინძლა. სამმხრივ შეხვედრამდე საქართველოს თავდაცვის მინისტი ცალ-ცალკე შეხვდა აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებს. თავის მხრივ შეხვედრა გამართეს ზაქირ ჰასანოვმა და იაშარ გიულერმაც. როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესრელიზი წერია, ირაკლი ჩიქოვანმა […]
არსებული ინფორმაციით, ასპინძის მუნიციპალიტეტში მეხის დაცემის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა

არსებული ინფორმაციით, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთასთან მეხის დაცემის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მეხის ჩამოვარდნის დროს ორივე პირი ტყეში იმყოფებოდა. როგორც „ინტერპრენიუსს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მისულ ეკიპაჟს ერთი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული დახვდა.
რამაზ სვანაძე: მთელი 8 დღის ნამუშევარი გეგმა, ფაქტობრივად, თამაშის წინ აგვერია

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში სტუმრად ნიდერლანდებთან 1:3 დამარცხების შემდეგ nakrebi.ge-სთან კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ გააკეთა: “რთული თამაში გამოდგა. მარცხი ყოველთვის საწყენია, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ოქტომბერში, შვედეთში ფინალის ტოლფასი თამაში გველოდება. თამაშის მენტალურ მხარეს თუ გავითვალისწინებთ, თუ არ ჩავთვლით პირველ 15 წუთს, დანარჩენ მონაკვეთებში, ვთვლი, რომ გუნდი სათამაშო ეპიზოდებზე ადეკვატურად რეაგირებდა […]
„პურთან მიმართებაში გამოწვევები არაა“ – ლევან სილაგავა

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი, ლევან სილაგავა ხორბლის მოსავლის აღებისა და ჩაბარების პროცესს აფასებს. როგორც სილაგავამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, წლევანდელი წელი შარშანდელთან შედარებით საკმაოდ წარმატებულია, ხორბლის რაოდენობა, მოსავალი, უკეთესია და წინასწარი მონაცემებით, ის 200 000 ტონის ფარგლებშია. “წელს უკეთესი სიტუაცია იყო, ვიდრე შარშან. რა თქმა უნდა, გამოწვევები იყო და წელსაც […]
თელავის ნაგავსაყრელის რეაბილიტაცია 13 ნოემბერს დასრულდება – პროექტის ბიუჯეტი 535 996 ლარია

თელავის მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელზე შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია” სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. „სამუშაოების ფარგლებში მიმდინარეობს პოლიგონის ზედაპირის ფორმირება, ნარჩენების გადაადგილება, ტკეპნა და მიწის საიზოლაციო ფენით გადაფარვა. ასევე, ეწყობა შიდა გზები და მიწის საიზოლაციო მარაგები (მიწის კავალიერები). რეაბილიტაცია 15 აგვისტოს დაიწყო და საწყის ეტაპზე მოიცავდა მიწის სამუშაოებს, ნარჩენების გადაადგილებას, რამაც დროებით სუნის […]
შალვა პაპუაშვილი – „ლელოს“ პროგრამაა, რომ რუსეთს დავუწესოთ სანქციები, რაც ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკური კოლაფს და სამხედრო დაპირისპირებას რუსეთთან – იმდენად აბსურდში არიან, ქვეყნის განადგურების გეგმას „ილიას გეგმა“ დაარქვეს

„ლელოს“ პროგრამა არის, რომ რუსეთს დავუწესოთ სანქციები, რაც ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკური კოლაფს და სამხედრო დაპირისპირებას რუსეთთან. იმდენად არიან აბსურდში, ქვეყნის განადგურების გეგმას თან „ილიას გეგმა“ დაარქვეს , – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, თუკი ვინმესთვის ევროკავშირთან დაახლოება გულისხმობს, რუსეთთან ესკალაციას და სანქციების დაწესებას, მაშინ ეს არ არის მშვიდობიანი გზა. […]
10 სექტემბერს ჰარისის და ტრამპის პირველი სატელევიზიო დუელი გაიმართება

აშშ-ის პრეზიდენტობის ორი კანდიდატი, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი, კამალა ჰარისი, და რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი 10 სექტემბერს გამართავენ პირველ პირდაპირ სატელევიზიო დუელს. მოქმედი ვიცეპრეზიდენტის და ყოფილი პრეზიდენტის ეს პაექრობა არჩევნებამდე, 5 ნოემბრამდე დარჩენილ ორ თვეზე ნაკლებში საარჩევნო კამპანიების მწვერვალი იქნება. პირველ რიგში ეს დუელი გამოცდა იქნება ჰარისისთვის. 59 წლის იურისტმა კანდიდატობა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისგან გადაიბარა. […]
მადლობა ბოლომდე ბრძოლისთვის

აჭარაბეთმა სპორტული ნაკრების წევრებს apeople-ს ოფისში უმასპინძლა და მადლობა გადაუხადა პარიზის ოლიმპიადაზე ბოლომდე ბრძოლისთვის. აჭარაბეთის სპორტული ნაკრების 8 წევრი მონაწილეობდა პარიზის ოლიმპიადაზე: გენო პეტრიაშვილი, ტატო გრიგალაშვილი, სანდრო ბაზაძე, ლაშა შავდათუაშვილი, გურამ თუშიშვილი, ეთერ ლიპარტელიანი, ვაჟა მარგველაშვილი და ნინო სალუქვაძე, რომელიც წელს მეათედ გამოვიდა ოლიმპიურ თამაშებზე. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერა, ეს კი ორმაგად სასიხარულოა, რომ […]
SpaceX-მა კოსმოსში ხუთდღიანი კერძო მისია Polaris Dawn-ი გაუშვა

ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა ცოტა ხნის წინ კოსმოსში ხუთდღიანი კერძო მისია Polaris Dawn-ი გაუშვა. Crew Dragon-ის სახელწოდებით ცნობილი აპარატი, რაკეტა Falcon 9-ის დახმარებით, ფლორიდაში მდებარე კენედის კოსმოსური ცენტრიდან აფრინდა. Crew Dragon-ის სამოქალაქო ეკიპაჟში შედიან მისიის მეთაური, მილიარდერი მეწარმე ჯარედ აიზეკმენი, ასევე ყოფილი სამხედრო პილოტი სკოტ პოტიტი და SpaceX-ის ორი თანამშრომელი. ეს არის Crew Dragon-ის მეხუთე […]