ბოკუჩავა: გავხსნით მოლაპარაკებას EU-სთან, ქვეყანას მიეცემა წვდომა 14 მილიარდიან ფონდზე

ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ლიდერების თინა ბოკუჩავასა და გიორგი ვაშაძის თქმით, ხელისუფლების ცვლილებისთანავე გახსნიან მოლაპარაკებებს EU-სთან გაწევრიანებაზე, რა მომენტიდანაც, ქვეყანას მიეცემა წვდომა 14 მილიარდიან ფონდზე, რასაც მათი თქმით, ქართული ოცნება “დღესდღეობით ბლოკავს”. ეს განცხადება ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა ცოტა ხნის წინ გააკეთეს ღონისძიებაზე, სახელწოდებით – “14 მილიარდი ევრო საქართველოსთვის”. “ხელისუფლების ცვლილებისთანავე, ჩვენ გპირდებით, რომ კოალიციურ […]

ნორვეგიის დაზვერვა: სავარაუდოდ, რუსეთი დივერსიების მოწყობას შეეცდება

ნორვეგიის საგარეო დაზვერვის უფროსს სჯერა, რომ გასულ წელთან შედარებით, რუსეთი უფრო თამამად ეწინააღმდეგება უკრაინისადმი დასავლეთის მხარდაჭერას და ახლა მეტად სავარაუდოა, რომ შეეცდება და მოაწყობს დივერსიებს ნორვეგიის ინფრასტრუქტურაზე, როგორიცაა ნავთობის და გაზის სისტემები. „რისკის დონე შეიცვალა“, უთხრა სააგენტო „როიტერს“ ნორვეგიის დაზვერვის უფროსმა, კონტრ-ადმირალმა ნილს ანდრეას სტენსოენესმა. „გვჯერა, რომ დივერსია მეტად სავარაუდოა და ახლა ვხედავთ დივერსიის აქტებს […]

2024-2025 წლებში ახალ ჰესებში $250 მილიონზე მეტი ინვესტიცია ჩაიდება – რომელი სადგურები შევა ექსპლუატაციაში?

ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული პრეზენტაციის მიხედვით, მიმდინარე წელს 32.8 მეგავატი ჯამური დადგმული სიმძლავრის 4 ჰესი შევა ექსპლუატაციაში, რომელთა ინვესტიცია 40 მლნ დოლარია. უფრო დეტალურად, 2024 წელს ექსპლუატაციაში შესასვლელი ჰესები შემდეგია: · დაღეთი ჰესი – დადგმული სიმძლავრე 0.8 მგვტ, ინვესტიცია $1.4 მლნ (ბოლნისის მუნიციპალიტეტი) · აჯამეთი ჰესი – დადგმული სიმძლავრე 0.8 მგვტ, ინვესტიცია $1.6 მლნ (ზესტაფონის […]

აჭარაში საოჯახო სასტუმრო სახლების წამახალისებელი პროექტი „კარგი მასპინძელი“ დაიწყო

აჭარაში საოჯახო სასტუმრო სახლების წახალისებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ახალი პროექტი „კარგი მასპინძელი“ დაიწყო. აჭარის ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მისაღებად საჭიროა მასპინძელი ფლობდეს მოწესრიგებულ საოჯახო სასტუმრო სახლს, ქმნიდეს დასვენებისთვის საჭირო პირობებსა და კომფორტულ გარემოს, ზრუნავდეს სერვისის გაუმჯობესებასა და ავთენტიკური გარემოს შენარჩუნებაზე. პროექტი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ევროპის სოფლის ტურიზმის […]

დონალდ ტრამპი თუ დამარცხდება, აშშ-ში „ნამდვილი არჩევნები“ აღარ გაიმართება – ილონ მასკი

დონალდ ტრამპი თუ დამარცხდება, აშშ-ში „ნამდვილი არჩევნები“ აღარ გაიმართება, – ამის შესახებ ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი სოციალურ ქსელ X-ის საკუთარ გვერდზე წერს. მისი თქმით, დემოკრატიული პარტიის ლიდერები აშშ-ში მყოფი 15 მილიონი მიგრანტისთვის ლეგალური სტატუსის მინიჭებას და კიდევ ათეულობით მილიონი მიგრანტის ჩაყვანას გეგმევან. მასკის მოსაზრებით, ამ გზით ყველა შტატში დემოკრატების მხარდამჭერთა რიცხვი გაიზრდება და „ნამდვილი არჩევნები“ […]

სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის სუბსიდიას გასცემს – სამინისტრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძემ ვაშლის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბში სამუშაო შეხვედრა გამართა. „ძალიან მნიშვნელოვანია, ვაშლის მოსავლის აღების პროცესი წარიმართოს ორგანიზებულად. შტაბი, რომელიც გავხსენით, ამ პროცესს წარმართავს. არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მიზანია, არც ერთი კილოგრამი ვაშლი არ დარჩეს რეალიზაციის გარეშე. საწარმოები, რომლებიც ამ ნედლეულისგან აწარმოებენ პროდუქციას – ვაშლის კონცენტრატს, ზრდიან […]

მადლობა ბოლომდე ბრძოლისთვის

აჭარაბეთმა სპორტული ნაკრების წევრებს apeople-ს ოფისში უმასპინძლა და მადლობა გადაუხადა პარიზის ოლიმპიადაზე ბოლომდე ბრძოლისთვის. აჭარაბეთის სპორტული ნაკრების 8 წევრი მონაწილეობდა პარიზის ოლიმპიადაზე: გენო პეტრიაშვილი, ტატო გრიგალაშვილი, სანდრო ბაზაძე, ლაშა შავდათუაშვილი, გურამ თუშიშვილი, ეთერ ლიპარტელიანი, ვაჟა მარგველაშვილი და ნინო სალუქვაძე, რომელიც წელს მეათედ გამოვიდა ოლიმპიურ თამაშებზე. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერა, ეს კი ორმაგად სასიხარულოა, რომ […]

ევროსაბჭოს კომისარი პარლამენტს მოუწოდებს, თავი შეიკავოს ჰომოფობიური კანონის მიღებისგან

ევროსაბჭოს კომისარი ადამიანის უფლებათა საკითხებში მაიკლ ო’ფლაჰერთი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის წევრებს, ჰომოფობიური კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებისგან თავი შეიკავონ. წერილს, რომელიც ევროსაბჭოს კომისარმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს 6 სექტემბერს გამოუგზავნა, მაიკლ ო’ფლაჰერთი საკუთარ X-ზე აქვეყნებს. მისი განცხადების თანახმად, კანონპროექტი უზრუნველყოფს ლგბტქ ადამიანების დისკრიმინაციის სამართლებრივ საფუძველს და შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან. ის აღნიშნავს, რომ ამ […]

ზურაბიშვილი: მზად ვარ ავიღო დიდი პასუხისმგებლობა, მათ შორის მეორე ვადით

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მზად არის, მეორე ვადითაც იყაროს კენჭი. ფრანგულ გამოცემა „ფიგაროსთან“ ინტერვიუში ზურაბიშვილმა უპასუხა შეკითხვას: თქვენი მანდატი ამოიწურება მას შემდეგ, რაც მომავალი პარლამენტი მოვალეობის შესრულებას შეუდგება. როგორი იქნება თქვენი პირადი პოლიტიკური მომავალი? „მზად ვარ ავიღო დიდი პასუხისმგებლობა, მათ შორის მეორე ვადით, რათა საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ გზას. თუ ჩემ მიერ შეთავაზებული ქარტია […]

უკრაინის პრემიერი ცდილობს ახალი, უფრო მასშტაბური სამშვიდობო სამიტის გამართვას

უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიჰალმა 10 სექტემბერს იმედი გამოთქვა, რომ გაიმართება რუსეთთან ომის დასრულების მიზნით მოწვეული მეორე სამშვიდობო სამიტი, რომელშიც შვეიცარიაში გამართულ მსგავს შეხვედრაზე ბევრად უფრო მეტ სახელმწიფო მიიღებს მონაწილეობას.მთავრობაში ცვლილებების შემდეგ თავისი პირველი პრესკონფერენციის დროს უკრაინის პრემიერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ იმედი აქვს, შემდგომი სამიტი წლის ბოლოსთვის გაიმართოს და მასში 150 ქვეყანა იქნება ჩართული. შვეიცარიის სამიტზე […]