პრეზიდენტი – მზად ვარ, ავიღო დიდი პასუხისმგებლობა, მათ შორის, მეორე ვადით, რათა საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ გზას

მზად ვარ, ავიღო დიდი პასუხისმგებლობა, მათ შორის, მეორე ვადით, რათა საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ გზას. თუ ჩემ მიერ შეთავაზებული ქარტია ამოქმედდება, მზად ვარ, ვიყო მომლაპარაკებელი ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა „ლე ფიგაროსთან“ ინტერვიუში მის სამომავლო პოლიტიკურ გეგმებზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ზურაბიშვილმა მიცემულ ინტერვიუში საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, გამოწვევებსა და […]

ენტონი ბლინკენი და დევიდ ლემი უკრაინაში ჩავლენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ლემი უკრაინას მიმდინარე კვირაში ეწვევიან. ამის შესახებ ბლინკენმა და ლემიმ ლონდონში ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. “რაც შეეხება რუსეთსა და უკრაინას, დღეს შემიძლია დავადასტურო, რომ ტონი [ენტონი ბლინკენი] და მე კიევში ამ კვირაში ჩავალთ. მსგავსი ტიპის პირველი ერთობლივი ვიზიტი იქნება ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში. უახლოესი […]

გრუნის პროფესორი ირაკლი ყანდაშვილი ევროპის ადვოკატთა ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრად მეორე ვადით აირჩიეს

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი, ადვოკატი და მედიატორი-ირაკლი ყანდაშვილი, ევროპის ადვოკატთა ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრად მეორე ვადით აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოცხადებული ნდობისა და ამ უდიდესი შესაძლებლობისთვის უნივერსიტეტის პროფესორი ევროპელ კოლეგებს მადლობას უხდის. „ევროპის ადვოკატთა ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრობა საქართველოს ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის აღიარებასა და ჩვენი ქვეყნის მიმართ გამოხატულ […]

„მმართველი პარტია დასუსტებულია… გამოკითხვების მიხედვით, 25%-ზე მეტს ვერ იღებენ” – პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი Le Figaro-სთან ინტერვიუში აცხადებს: “…მმართველი პარტია გაზაფხულის საპროტესტო აქციების შემდეგ დასუსტებულია. გამოკითხვების მიხედვით, ისინი 25%-ზე მეტს ვერ იღებენ. ქართველების უდიდესი უმრავლესობა ევროპისკენ სწრაფვაში მტკიცე რჩება, იმ დონემდე, რომ “ქართულ ოცნებას” მოუწია, თავისი ლოგოსთვის გადაეხედა და საარჩევნო პლაკატად ისეთი სიმბოლო აერჩია, რომელიც მათ ლოგოს ევროპულ დროშასთან აერთიანებს”

„მზად ვარ ავიღო დიდი პასუხისმგებლობა, მათ შორის მეორე ვადით“ – სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტმა Figaro-სთან ინტერვიუში განაცხადა: „მზად ვარ ავიღო დიდი პასუხისმგებლობა, მათ შორის მეორე ვადით, რათა საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ გზას. თუ ჩემ მიერ შეთავაზებული ქარტია ამოქმედდება, მზად ვარ ვიყო მომლაპარაკებელი ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან“

საქართველოში ფუნქციონირება რუსულმა ელექტრონულმა პლატფორმა Ozon-მა დაიწყო

საქართველოს მოქალაქეებისთვის პროდუქციის გამოწერა Ozon Marketplace-დან უკვე შესაძლებელია. ამის შესახებ ინფორმაციას მარკეტინგული სააგენტო Creative Bird ავრცელებს. ozon.com-ზე 50 მილიონზე მეტი სახეობის პროდუქტია განთავსებული – საბავშვო ნივთებიდან დაწყებული საყოფაცხოვრებო ტექნიკით დამთავრებული. „საქართველოს მოქალაქეებს, შეკვეთილი საქონლის მიღება GBS Export-ისა და Georgia CB-ის პუნქტების ქსელიდან ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში შეეძლებათ. აგრეთვე, შეგიძლიათ ისარგებლოთ საკურიერო მომსახურებით შემდეგ ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, […]

პრეზიდენტი – საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არის ძალიან მკაფიო არჩევანი მოსკოვთან დაახლოებისკენ – ეს პოლიტიკა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერაა ნაკარნახევი

საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არის ძალიან მკაფიო არჩევანი მოსკოვთან დაახლოებისკენ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Figaro-სთან ინტერვიუში განაცხადა. სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა კითხვას, ხედავს თუ არა მოსკოვის ხელს ამ [უცხოური გავლენის გამჭვრივალობის შესახებ] საკამათო კანონის მიღების უკან? პრეზიდენტის თქმით, პოლიტიკა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერაა ნაკარნახევი, რომლის მოსკოვთან ურთიერთობაც ყველაზე გაუმჭვირვალეა. „საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არის ძალიან […]

სალომე ზურაბიშვილი – „ქართული ოცნება“ დასუსტებულია – 25%-ზე მეტს ვერ იღებენ

მმართველი პარტია დასუსტებულია გაზაფხულის საპროტესტო აქციების შემდეგ. გამოკითხვების მიხედვით, 25%-ზე მეტს ვერ იღებენ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Figaro-სთან ინტერვიუში განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის მომავალი სტაბილურობა 26 ოქტომბერს პროდასავლური ოპოზიციის აშკარა გამარჯვებაზე გადის. „არანაირ პროგნოზს არ გავაკეთებ, ეს ჩემი როლი არ არის, მაგრამ რისი თქმაც მტკიცედ შემიძლია ისაა, რომ ქვეყნის მომავალი სტაბილურობა 26 […]

სებ-ი მასწავლებლებისთვის „სკოლა-ბანკის” ტრენინგებს აგრძელებს

საქართველოს ეროვნული ბანკი და მისი ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუ” (www.finedu.gov.ge) „სკოლა-ბანკის” პროექტის ფარგლებში მასწავლებელთა გადამზადებას განაგრძობს. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, „სკოლა-ბანკის” პროექტი 2 ეტაპიანია და გულისხმობს: პირველ ეტაპზე მასწავლებლების ფინედუს ტრენინგში ჩართულობას და შემდეგ სკოლაში მოსწავლეებისთვის „სკოლა-ბანკის” 15-გაკვეთილიანი კურსის ჩატარებას. მათივე ცნობით, „სკოლა-ბანკი” საქართველოს ეროვნული ბანკისა და საერთაშორისო ორგანიზაცია Aflatoun International-ის (ყოფილი Child and Youth […]

კრემლი უკრაინაში სწრაფ წინსვლაზე საუბრობს და კიევთან მოლაპარაკებებზე უარს ამბობს

რუსეთის ინფორმაციით, აგვისტოსა და სექტემბერში რუსულმა ჯარებმა უკრაინის მიწაზე სწრაფი წინსვლა მოახერხეს. მხოლოდ აგვისტოსა და სექტემბრის პირველ რვა დღეში, კრემლის ინფორმაციით რუსეთმა შეძლო დონბასის ტერიტორიის 1000 კვადრატული კილომეტრის დამატებით ოკუპაცია. სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ რუსეთს ამ დროისთვის უკრაინის ტერიტორიების მეხუთედზე აქვს კონტროლი მოპოვებული. სამხედრო ანალიტიკოსების თქმით ახლა რუსეთის მიზანია კონტროლი მოიპოვოს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ პოკროვსკაში […]